თუ ემოციებს ვერ მართავ, მაშინ ემოციები გმართავენ შენ!
ხშირად ცხოვრებაში ყოველდღიური ურთიერთობები, კონფლიქტები, აჩქარებული და დაძაბული რიტმი, ძალადობა, შემზარავი ინფორმაციები და ა.შ. ჩვენში აჩენს ძალიან ბევრ ნეგატიურ ემოციას. რატომ ვრეაგირებთ გადაჭარბებულად ან რატომ ვითმენთ? აზიანებს თუ არა ეს ყოველივე ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ნაწილს? როგორ მოვიქცეთ და რა არის გამოსავალი? სტრესს ვერ გაექცევი, ის ოცდამეერთე საუკუნის ნაწილია- გამოსავალი სტრესის მიმართ მედეგობის გამომუშავებაა!
კურსის მიზანია: მსმენელმა დამოუკიდებლად შეძლოს ემოციების სწორად სახელდება, მათი ინტენსივობის შემცირება და ამით გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი.
კურსის ძირითადი საკითხებია:
- საბაზისო ემოციები და მათი ფუნქციები
- ემოციური ინტელექტი და ემოციური კომპეტენტურობა
- „მე“-ს უდანაშაულობა და ჩემი გონება , როგორც ნეგატიური ემოციების გამომწვევი „ძირითადი დამნაშავე“
- არის თუ არა მოთმინება მოგება და ნიშნავს თუ არა მოთმინება ემოციების მართვას
- „ემოციური ტოქსინები“ და მათ დაგროვებასთან დაკავშირებული პრობლემები
- ჩემი არჩევანი „კარგი ვიყო“ თუ „კარგად ვიყო“
- მეორადი რეალობა და მის აღქმასთან და დაკავშირებული პრობლემები
- განსვლითი მექანიზმები
- მენტალური გათავისუფლებაა ( გონების დასუფთვება)
- ტვინის სტრუქტურა
- რა რის EMDR თერაპია
- რისი მართვა შეიძლება - TFA მოდელი
- სტრესის მართვის ტექნიკა, დამოკიდებულების შეცვლა
კურსის ღირებულება: 60 ლარი
მოცულობა: 6 საათი (გადანაწილებული ორ დღეზე)
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 577 420 528
ელფოსტა: lali.chelidze@tsu.ge
სახაზინო კოდი 708967253
ლალი ჭელიძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სერტიფიცირებული ტრენერი (გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაცია DVV international-ის და BMZ (სერტიფიკატი). 18 წლიანი გამოცდილებით. ავტორი 17 საავტორო კურსის და ტრენინგმოდულის. ჩატარებული 4000 საათზე მეტი.
დღემდე არის როგორც დამოუკიდებელი სტატუსის, ასევე მოწვეული ტრენერი სხვადასხვა საერთაშორისო, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში.
ატარებს მასტერკლასებს მოთხოვნიდან გამომდინარე სხვადასხვა თემაზე.
უკეთებს ორგანიზებას და შეფასებას საპილოტე - საცდელ ტრენინგებს, ეხმარება ახალბედა ტრენერებს დასაქმებასა და რეალიზებაში, ეწევა ქოუჩინგს.
იდეის ავტორი და ორგანიზატორი ნიქოზის სკოლის პროექტისა „9 მოხალისე ტრენერი ნიქოზის მოსწავლეებისთვის!“
მუშაობს ინდივიდუალურ დაკვეთებზე და ამზადებს ტრენინგებს აქტუალურ თემებზე: პიროვნული ზრდის, განვითარების, ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის, ემოციური ინტელექტის, ბავშვთა, მშობელთა და პედაგოგებისთვის საჭირო და აქტუალურ საკითხებზე.