
კურსის მიზანია: მოამზადოს სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ საბავშვო ბაგა-ბაღებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების მართვას და მდგრადად შენარჩუნებას, კვების ორგანიზებასა და კვებითი რაციონის საჭიროებისამებრ მოდიფიცირებას, დანერგვასა და მართვას.
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს როგორც დიპლომირებული, ასევე ზოგადი განათლების მქონე პირები, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან გამომდინარე აქვთ დაინტერესება აღნიშნული პროგრამის გავლისა ან/და საჭიროებენ დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებში კვებისა და ჰიგიენის მართვის სფეროში.
კურსის წინაპირობა: მონაწილეთა მინიმალური ასაკი უნდა იყოს 18 წელი.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის კვების ორგანიზებისა და ჰიგიენის მართვის მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო მოთხოვნები;
- ხარისხის უზრუნველყოფის ციკლისა და პროცესების ძირითადი მნიშვნელობა .
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებაში კვების ორგანიზების ალტერნატიული ფორმები.
- კვებისა და ჰიგიენის სფეროში წინასწარი პროგრამების (PRPs) მართვა; უკვე დანერგილი წინასწარი პროგრამების (PRPs) აუდიტის განხორციელება, რათა ხელი შეუწყოს სისტემის მუდმივ გაუმჯობესებას.
- ასევე განახორციელონ სერვისის მიწოდების ეტაპების იდენტიფიცირება; მენიუს დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესის ადმინისტრირება; საჭირო მარეგულირებელი საკანონმდებლო დოკუმენტების მოძიება და გამოყენება.
- შეძლებენ შეაფასონ სხვადასხვა დაწესებულებებისთვის და ასაკობრივი ჯგუფებისთვის შემუშავებული მენიუები, ამოიცნონ შეუსაბამობა და მათი გამომწვევი ფაქტორები, მენიუს დაგეგმვაზე პასუხისმგებელ პირებს მიაწოდონ შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები.
- შეძლებენ შეაფასონ საბავშვო ბაგა-ბაღებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლის ღონისძიებების ეფექტიანობა, ამოიცნონ შეუსაბამობა და მათი გამომწვევი ფაქტორები, საბავშვო ბაგა-ბაღების უმაღლეს მენეჯმენტს მიაწოდონ შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები.
სასერტიფიკატო კურსის ავტორები და ტრენერები:
ქეთევან დადიანი - თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.
გიორგი მიქაძე - მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
მარიამ გოგინაშვილი - ორგანიზაციის განვითარების მაგისტრი, ლექტორი;
თამარ ნაროუშვილი - დიპლომირებული მედიკოსი, დოქტორი.
კურსის ხანგრძლივობა: 34 საათი
კურსის ღირებულება: 600 ლარი.
კურსის თეორიული ნაწილი ჩატარდება დისტანციურად, Zoom-ის გამოყენებით, ტესტირება ჩატარდება პირისპირ, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). ტელ.: 555 603080.
ელფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge