სასერტიფიკატო კურსი „ინფორმაციის ტექნოლოგიები და კომპიუტერული უნარ- ჩვევების საბაზისო კურსი“ განკუთვნილია მათთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეიძინონ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა საოფისე პროგრამების პაკეტის MS Office-ის პროგრამებში (Word, Excel, PowerPoint), შეიძინონ პრობლემის გაანალიზების და მისი გადაჭრის გზების მოძიების და დასმული ამოცანის გადაწყვეტისათვის საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელი დაეუფლება საოფისე პაკეტში შემავალი პროგრამების გამოყენებით სხვადასხვა ტიპის ამოცანების გადაწყვეტის შესაძლებლობებს. გამოიმუშავებს კომპიუტერთან მუშაობის ზოგად უნარ-ჩვევებს.
კურსს უძღვება - მაია არჩუაძე-დოქტორი, თსუ ასისტენტ პროფესორი;
კურსის მოცულობა: - 20 საათი;
კურსის ღირებულება: - 80 ლარი;
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ თსუ უწვეტი განათლების ცენტრში:
ტელ.: 222 36 52, email: tsulll@tsu.ge
Facebook : თსუ უწყვეტი განათლება - TSU LLL
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1 (თსუ პირველი კორპუსის გვერდით)
ტრენინგის დასრულებისას გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.