საავტორო კურსის ავტორი: პროფესორი მარიამ გერსამია (მედიაფსიქოლოგი, სხეულზე-ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი)
ტრენერები: თსუ პროფესორი მარიამ გერსამია (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი) და თსუ ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
კურსი განკუთვნილია:
მედია-სექტორში დასაქმებული პირებისთვის (ჟურნალისტებისთვის, პროდიუსერებისთვის, რედაქტორებისტვის, ანალიტიკოსებისთვის);
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისთვის;
არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის (მედია ანალიტიკოსებისთვის)
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, იურიდიული, ჰუმანიტარული, ფსიქოლოგიის და განათლების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის;
მედიის ფსიქოლოგიური ზემოქმედების შესწავლით საქმიანობით დაინტერესებული პირებისთვის
კურსის მიზანია მედიაფსიქოლოგიის დარგში კურსდამთავრებულების საბაზისო ცოდნით (101) და იმ პრაქტიკული უნარებით აღჭურვა, რომლებსაც ისინი გამოიყენებენ როგორც მედიაში საქმიანობისთვის, ასევე, მედიასთან ურთიერთობის უკეთ დასაგეგმად. მედიაფსიქოლოგიის საბაზისო ცოდნა და უნარები მათ დახმარებას გაუწევს მედიის ფსიქოლოგიური ზემოქმედების კრიტიკულ ანალიზში, დაეხმარება, გახდნენ უფრო დაცულები ტექნოლოგიების სხვადასხვა ნეგატიური ზემოქმედებისგან და აამაღლებს მათი მედიაწიგნიერების დონეს.
კურსდამთავრებულებს ეცოდინებათ:
რა არის მედიაფსიქოლოგია,
როგორ ზეგავლენას ახდენს მედია და ტექნოლოგიები ადამიანის და ადამიანთა ჯგუფების ქცევაზე,
როგორ ამოვიცნოთ და ვმართოთ მედიის ნეგატიური და პოზიტიური ეფექტები,
რა არის მედიაეკოლოგია, როგორ გავაშუქოთ ნეგატიური (კრიმინალის, ძალადობის შემცველი, ბუნებრივი კატაკლიზმების და სხვ.) ახალი ამბები და დამატებით რა შევთავაზოთ მაყურებელს, რომ დავიცვათ ისინი შესაძლო ფსიქოლოგიური ზიანისგან,
როგორ შევცვალოთ ადამიანთა ნეგატიური ემოციები და გავაჩინოთ მეტი ემპათია და თანაგრძნობა,
როგორ ხდება პერსონაჟის შექმნა და ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის და ხასიათის ჩვენება ახალ ამბებში,
როგორ მოვყვეთ ამბავი ისე, რომ დავტოვოთ პოზიტიური კვალი ადამიანის განწყობაში, როგორ ხდება პოზიტიური ფსიქოლოგიის ფენომენის დამკვიდრება და გაძლიერება მედიაში,
როგორ იქმნება მ ედიის ზემოქმედების ალგორითმი,
რატომ გვიზიდავს თამაშები, სერიალები და მათი გმირები,
როგორი შეიძლება იყოს სხვადასხვა მედია პროდუქტის (საბავშვო გადაცემების, ვიდეო-თამაშების, ძალადობის შემცველი ანიმაციების) ზეგავლენა ბავშვებზე,
რა ფსიქოლოგიური მანიპულაციები ჩანს საარჩევნო კრიზისების გაშუქებისას,
რა როლი აქვს ფსიქოლოგიის თემების გაშუქებას მედიაში.
მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ დემონსტრაციულ სესიებში, სადაც გამოყენებული იქნება სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის სხვადასხვა ტექნიკა;
კურსის მოცულობა: 40 საათი
ტრენინგები გაიმართება ორშაბათობით 18:30-დან 21:30-მდე.
კურსის ღირებულება: 370 ლარი; თსუ სტუდენტებისთვის: 310 ლარი.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ- ის სერტიფიკატი და მსურველები დაიშვებიან მედიაფსიქოლოგიის შემდგომ დონეზე.
ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.