საავტორო კურსის ავტორი და ტრენერი:
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მარიამ გერსამია.
კურსი განკუთვნილია:
- საზოგადოებასთან ურთიერთობის დამწყები სპეციალისტებისთვის;
- არასამთავრობო და სამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის, რომლებიც მუშაობენ საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის კუთხით;
- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, იურიდიული, ჰუმანიტარული, ფსიქოლოგიის და განათლების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის;
კურსის მიზანია:
- კურსდამთავრებულმა შეიძინოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები, კერძოდ:
- გაეცნოს კომუნიკაციის წარმატებულ სტრატეგიებს;
- შეძლოს მედიასთან ურთიერთობის დაგეგმვა, პრესრელიზის და პრესკიტის მომზადება;
- კრიზისულ სიტუაციაში მოამზადოს საპასუხი გეგმა;
- დაგეგმოს წარმატებული კომუნიკაცია და შეძლოს მესიჯის კონსტრუირება სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის;
- შეძლოს ბრიფინგის და ღონისძიების ორგანიზება;
- შეძლოს საჯარო გამოსვლის კრიტიკული ანალიზი
- მოამზადოს სტრატეგიული კომუნიკაციების დოკუმენტი და სხვ.
საკონტაქტო საათების მოცულობა: 30 საათი
ტრენინგები გაიმართება შაბათობით: 12:00-18:00 (5 შეხვედრა)
კურსის ღირებულება: 280 ლარი; თსუ სტუდენტებისთვის: 230 ლარი
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ სერტიფიკატი და მსურველები დაიშვებიან შემდგომ, მეორე დონის სასერტიფიკაციო კურსზე.
ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
577171107