ტრენინგი განკუთვნილია მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღების გაერთიანებების (სააგენტოების) თანამშრომლების, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მოქმედი დირექტორების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული ვაკანსიების დაკავების მსურველი მოქალაქეებისათვის.
კურსის მონაწილეები შეისწავლიან:
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების
მართვისა და ადმინისტრირების სამართლებრივ საფუძვლებს. - ავტორიზაციის წესს, ავტორიზაციის სტანდარტს, ბაგა- ბაღის თვითშეფასებას,
დაწესებულების მისიას, ხედვას, სტრატეგიულ დაგეგმვას, ერთწლიანი სამუშაო
გეგმის შედგენას. - ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო
სტანდარტებს, აღმზრდელი პედაგოგის სტანდარტს. - სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების ფსიქოლოგიასა და
ინკლუზიას, კომუნიკაციას მშობლებთან, თემთან. - ბავშვის უფლებებს და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების)
პროცედურებს. - "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს.
- "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებს.
- საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს.
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მოქმედ სტანდარტებსა და ტექნიკურ რეგლამენტებს.
- ბავშვთა უფლებების კონვენციას, ბავშვთა დაცვის სფეროში მოქმედ კანონმდებლობას, რეგულაციებს, სტანდარტებს.
- ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პრინციპებს.
- ინკლუზიური განათლების სფეროში მოქმედ კანონმდებლობას.
- ინკლუზიური განათლების პრინციპებს.
- უნივერსალური დიზაინის პრინციპებს.
- ბავშვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს.
- ადამიანური რესურსების მართვის პრინციპებს.
- სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელების და შეფასების პრინციპებს.
- დაწესებულების ბიუჯეტის შემუშავების პრინციპებს.
- საქართველოს შრომის კოდექსს.
აღნიშნული საკითხების ცოდნა და კომპეტენციების გამომუშავება განაპირობებს მსმენელთა მიერ დაწესებულების მართვისა და ადმინისტრირების წარმატებ ით განხორციელებას , დაწესებულების ავტორიზაციის მოსამზადებლად საჭირო ცოდნისა და უნარების შეძენას.
კურსის ხანგრძლივობა: 30 საათი
კურსის ღირებულება: 240 ლარი
საბანკო რეკვიზიტები კურსის საფასურის გადასახდელად:
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 204864548
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი - TRESGE22;
მიმღების ანგარიში/ სახაზინო კოდი 708967253
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).
ტელ.: 2250484 (შიდა ნომერი1466);
ელფოსტა: tsulifelonglearning@tsu.ge
მარიამ მკალავიშვილი - პროგრამის ხელმძღვანელი
მარიამ მკალავიშვილი არის სამართალმცოდნე, მისი სპეციალიზაციაა ბიზნესის სამართალი. მარიამს აქვს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და სხვა საერთაშორისო პროექტებში სამართლის ექსპერტისა და ტრენერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. მას აქვს როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების დირექტორებისთვის პროფესიული განვითარების მოდულების მომზადებისა და ტრენერობის გამოცდილება. ის სხვადასხვა დროს იყო არაერთი საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი, ამჟამად არის ა(ა)იპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ხელმძღვანელობს მრავალფეროვანი სატრენინგო პროგრამების განხორციელებას, შესაბამისად მას აქვს ორგანიზაციის მართვისა და ადმინისტრირების დიდი გამოცდილება, რასაც უზიარებს თავის მსმენელებს ტრენინგების მსვლელობისას.
მარიამი არის სასკოლო სახელმძღვანელოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სატრენინგო მასალებისა და ნაშრომების ავტორი.
ირმა გრიგოლია
ირმა გრიგოლია არის სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა - ფსიქოლოგიის სპეციალისტი, მაგისტრი; ბავშვთა ფსიქოლოგიის მიმართულებითა და სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიური და მეთოდური მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით; მუშაობს ქ. თბილისის N 46 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორად, არის პროფესიული სასწავლებლების „ორიენტირი“-სა და „ბიზნეს აკადემი“- ის მასწავლებელი, ასევე „სახემძღვანელო სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლებისათვის“ თანაავტორი; განათლების ხარისხის ცენტრის აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტის „დაკუმ“ მეთოდოლოგიით შემუშავების ფასილიტატორი; ტრენერი; ის პერსონალური ტრენინგებით ეხმარება სკოლამდელი დაწესებულებებში დასაქმებულებს და სკოლამდელ დაწესებულებებში მუშაობის მსურველებს, აღმზრდელ-პედაგოგის კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების შეძენასა და საკუთარი და გუნდის შედეგების გაუმჯობესებაში, სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად კვალიფიკაციის ამაღლებაში, პირადი და პროფესიული პოტენციალის გახსნაში. ირმა, როგორც ტრენერი, მუშაობს ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
თინათინ სიდონაშვილი
თინათინ სიდონაშვილი არის მოქმედი ფსიქოლოგი, როგორც კერძო ორგანიზაციებში, ასევე საჯარო დაწესებულებებში მუშაობის გამოცდილებით. გავლილი აქვს სხვადასხვა სახის გადამზადების კურსები ბავშვის ფსიქოლოგიისა და ინკლუზიური მიდგომების მიმართულებით. ასევე მუშაობს პერსონალურად სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან და მათ მშობლებთან. ის ატარებს ტრენინგებს ფსიქოლოგიის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ბავშვის ფსიქოლოგიისა და ინკლუზიის მიმართულებით.
თინათინი არის,,ინოვაციური საკონსულტაციო ტრენინგ - ცენტრის" თანადამფუძნებელი, სადაც ტრენინგების საშუალებით ეხმარება ცოდნის შეძენაში როგორც ბაგა-ბაღებსა და სკოლებში დასაქმებულებს, ასევე იმ მშობლებს, ვისაც ყავს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი, ან უბრალოდ აინტერესებს ბავშვის ფსიქოლოგია. მის მიერ ჩატარებული ტრენინგები ეხმარება ადამიანებს აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია, დანერგონ ახალი მიდგომები მუშაობის პროცესში და თავისი უნარები უკეთესად წარმოაჩინონ.
მარინა შენგელია
მარინა შენგელია არის არასამთავრობო ორგანიზაციის „სკოლა, ოჯახი, საზოგადოება“ და გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ის საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე ტრენერი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ინტერაქტიური სწავლების მეთოდიკაში. ის არის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის WWF-ტრენერი ეკოლოგიურ განათლებაში. მარინა პროფესიით მასწავლებელია. ის ამჟამად არის თბილისის 97-ე ბაგა- ბაღის დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ ტრენერი. ის, როგორც ტრენერი, ეხმარება ბაგა-ბაღების დირექტორებსა და თანამშრომლებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მეთოდიკის დაუფლებაში, აღსაზრდელებთან ურთიერთობისას სასურველი შედეგების მისაღწევად გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.