ტრენინგ-მოდულის მიზანია, დაეხმაროს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს სწავლების პროცესის დაგეგმვასა და გაუმჯობესებაში. კურსის ძირითადი ამოცანაა თანამედროვე საუნივერსიტეტო კურიკულუმის და სილაბუსის შემუშავების ძირითადი პრინციპების სწავლება, ბოლონიის პროცესის, საქართველოს კანონმდებლობისა და სააკრედიტაციო მოთხოვნების შესაბამისად. სწავლისა და სწავლების თეორიების გააზრება უმაღლესი განათლების კონტექსტში;
ტრენინგ-მოდულის ავტორი და ტრენერი: პროფესორი ირინე დარჩია, უმაღლესი განათლების ექსპერტი
კურსი განკუთვნილია:
- უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისათვის;
- უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტებისათვის;
- სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
კურსის მიზანია:
- დაეხმაროს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს სწავლების პროცესის დაგეგმვასა და გაუმჯობესებაში;
- მსმენელებს გააცნოს ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე ძირითადი პროცესები, საუნივერსიტეტო კურიკულუმის და სილაბუსის შემუშავების ძირითადი პრინციპები;
- შეასწავლოს სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პოცესის დაგეგმვის პრინციპები;
ტრენინგ-მოდულის მოცულობა: 15 საათი
ღირებულება: 200 ლარი
კორპორატიული დაკვეთის შემთხვევაში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). ტელ.: 2250484 (შიდა ნომერი 1464 ან1466), ელფოსტა: tsulifelonglearning@tsu.ge