ხშირად ორგანიზაციაში მომუშავე პირები თანამშრომლებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობისას აწყდებიან მთელ რიგ პრობლემებს. მათთან გამკლავება არც ისე ადვილია. შექმნილი კრიტიკული სიტუაცია აისახება შრომის ეფექტურობაზე, ხოლო კრიზისი სამუშაო გარემოში აქვეითებს შრომით კულტურას. აღნიშნული კურსი დაგეხმარებათ ამ გამოწვევებთან გამკლავებაში.
კურსის მოცულობა: სრული კურსის მოცულობა - 24 სთ.
კურსი შედგება ოთხი (4) მოდულისგან
I მოდული: საბაზისო საქმიანი კომუნიკაციური უნარები;
ტრენერი - თეა გველესიანი;
მოდულის მოცულობა - 6 სთ.
I I მოდული: კორპორატიულ/ორგანიზაციული მომსახურება;
ტრენერი - თეა გველესიანი;
მოდულის მოცულობა - 6 სთ.
I I I მოდული: ემოციების მართვა:
ტრენერი - ლალი ჭელიძე;
მოდულის მოცულობა - 6 სთ
I V მოდული: კონფლიქტების მართვა;
ტრენერი - თეა გველესიანი;
მოდულის მოცულობა - 6 სთ.
შესაძლებელია როგორც სრული კურსის, ასევე თითოეული მოდულის ცალკე გავლა.
სწავლების ენა: ქართული
სამიზნე ჯგუფი: სახელმწიფო, საზოგადოებრივ თუ კერძო კორპორაციაში/სტრუქტურაში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომელი ან ანალოგიური დასაქმების მაძიებელი პირი
კურსში ჩართვის წინაპირობა არ არსებობს, პროგრამის ან ცალკეული მოდულის გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კურსის მიზანი:
კორპორაციის/ორგანიზაციის მუშაობის კულტურის ამაღლება, საქმიანობის პროცესში აღმოცენებული გამოწვევების გადალახვა, გუნდის ფუნქციონირების ეფექტურობის და სოციალური კომპეტენციის გაზრდა, საქმიანი კომუნიკაციური უნარების განვითრება, მონაწილეთა ისეთი კომუნიკაციური ტექნიკებით აღჭურვა, რაც დაეხმარებათ მათ კონფლიქტების დაძლევაში როგორც თანამშრომლებთან მიმართებაში, ისე მოქალაქეებთან ურთირთობისას.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
მიზანზე და პარტნიორზე ორიენტირებულად წარმართონ საქმიანი კომუნიკაცია
გასაგებად გადასცენ ინფორმაცია
აქტიურად მოუსმინონ მოსაუბრეს
რთულ სიტუაციაში მიმართონ შესაბამის ქცევის ფორმას
მომსახურების სტანდარტის შესაბამისი დამოკიდებულებით იურთიერთონ მოქალაქეებთან და გაარკვიონ მათი მოთხოვნები
ტაქტიანად და მისაღებად უთხრან უარი ან ნეგატიური ინფორმაცია
დაამშვიდონ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები
შეძლებენ მართონ საკუთარი ემოციები
კონფლიქტურ სიტუაციაში უზრუნველყონ კონფლიქტების მშვიდობიანი დაძლევა.
სრული კურსის ღირებულება: 240 ლარი
თითოეული მოდულის ღირებულება: 60 ლარი
კორპორატიული დაკვეთის შემთხვევაში ღირებულება განისაზღვრება გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
კურსის ან მოდულის დასრულების შემდეგ გაიცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). ტელ.: 2250484 (შიდა ნომერი14-64); 577420528.
ელფოსტა: lali.chelidze@tsu.ge
საბანკო რეკვიზიტები:
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი 204864548
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში ;
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი - TRESGE22;
მიმღების ანგარიში/ სახაზინო კოდი 708967253
კურსის ხელმძღვანელი თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის განყოფილების უფროსი
დოქტ. მარიამ ლომოური
ტრენერები:
თეა გველესიანი, თსუ-ის დოქტორანტი (ფსიქოლოგიის მეცნ.), სერტიფიცირებული ტრენერი
ლალი ჭელიძე, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსი
სპეციალისტი, სერტიფიცირებული ტრენერი