კურსი განკუთვნილია მენეჯმენტის საკითხებით დაინტერესებულ პირებისათვის, რომლებსაც აქვთ გარკვეული ცოდნა მენეჯმენტის პრინციპების შესახებ და სურთ არსებული ცოდნის გაღრმავება.
კურსის მიზანია მსმენელებს დაეხმაროს მენეჯერული საქმიანობის ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება-გამომუშავებაში, გაუღრმავოს ცოდნა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა:
- თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპები და კონცეფციები
- ორგანიზაციული კულტურა და განვითარება
- დაგეგმვის პროცესების ორგანიზაცია
- ორგანიზაციული სტრუქტურების დაპროექტების საკითხები
- ლიდერობა და მართვის სტილი; მოტივაციის სტრატეგიები
- გადაწყვეტილებების მიღების მეთოდები და მოდელები
- დროის ეფექტური მართვის კონცეფციები და ტექნიკა
- ჯგუფური დინამიკა და საქმიანი კომუნიკაციები.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
- თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპები და კონცეფციები:
- დაგეგმვის, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების მეთოდები;
- ორგანიზაციული სტრუქტურების დაპროექტების სპეციფიკა;
- დროის ეფექტურად მართვის ტექნიკა;
- მოტივაციის სტრატეგიები და მათი განხორციელების მეთოდოლოგია;
- გუნდური მართვის პრინციპები და კონფლიქტების მოგვარების სტრატეგიები;
- საქმიანი კომუნიკაციების წარმართვის სპეციფიკა.
მსმენელი შეძლებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას:
- არგუმენტირებული მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებას, თანამშრომლებამდე დაყვანასა და ეფექტიან აღსრულებას;
- ცალკეული ორგანიზაციული პროცესების დაგეგმვას, დროის მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდებზე ორიანტაციით;
- დინამიკურად ცვალებად გარემოში ლიდერის ფუნქციის შესრულებას, მართვის ადექვატური სტილის არჩევასა და მოტივაციის პროცესების ეფექტიან წარმართვას;
- ორგანიზაციაში გუნდური მართვის პრინციპების მხარდაჭერას, მის ინიცირებას და ჯგუფური დინამიკის პროცესების ორგანიზაციის სასარგებლოდ წარმართვას;
- პირადი და სამუშაო დროის ეფექტიან განაწილებას;
- საქმიანი კომუნიკაციის პროცესების დაგეგმვას და რეალიზაციას;
მსმენელი შეძლებს: გაერკვეს ორგანიზაციაში მიმდინარე მენეჯრულ პროცესებში, მოახდინოს მათი მარტივი კრიტიკული ანალიზი, დასკვნებისა და რეკომენდაციების სახით სტრუქტურირებულად ჩამოაყალიბოს საკუთარი არგუმენტირებული მოსაზრებები. ხელი შეუწყოს ორგანიზაციაში კონფლიქტური გარემოს დეაქტივაციას, მენეჯერული კულტურის ამაღლებას და იზრუნოს გუნდური მუშაობის პრინციპების პოპულარიზაციაზე.
კურსის მოცულობა: 12 საათი;
კურსის ღირებულება: 150 ლარი;
ტრენინგის დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ თსუ უწვეტი განათლების ცენტრში: ტელ.: 225 04 84,
email: tsulll@tsu.ge
Facebook: თსუ უწყვეტი განათლება - TSU LLL
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1 (თსუ პირველი კორპუსის გვერდით)
ვასილ კიკუტაძე
ეკონომიკის დოქტორი, მენეჯმენტის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, არის USAID, ევროკავშირის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო ფუნდამენტური კვლევების საგრანტო პროექტების ხელმძღვანელი, კოორდინატორი, მკვლევარი. წლებია ატარებს ტრენინგებს ზოგად მენეჯმენტსა და პროექტების მენეჯმენტში. გააჩნია კერძო სექტორში მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის კარგი გამოცდილება. მისი ტრენინგები ორიენტირებულია თანამედროვე მენეჯერული ცოდნის შეძენისა და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარების გამომუშავებაზე. იგი თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ეწევა აქტიურ საკონსულტაციო საქმიანობას და არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი.