საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის მოსამზადებელი ცენტრის აბიტურიენტებისათვის, იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა.

თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი - TSU Center for Lifelong Learning-ის ორგანიზებით, თსუ-ის მოსამზადებელი ცენტრის აბიტურიენტებისათვის, იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა.

ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, ისტორიასა და მათემატიკაში გაიმართა, რომელშიც ასამდე აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა.

შეფასების შემდეგ მათ ექნებათ შესაძლებლობა, ტესტირების შედეგები მასწავლებლებთან ინდივიდუალურად განიხილონ და დამატებითი რეკომენდაციები მიიღონ.

თარიღი: 27/06/2023