თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2022-2022 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსებზე:
ქართული ენა და ლიტერატურა
უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული)
ისტორია
სამოქალქო განათლება
მათემატიკა
ლიტერატურა
ზოგადი უნარები
გეოგრაფია
ბიოლოგია
ქიმია
ფიზიკა
მეცადინეობა ყოველ საგანში ჩატარდება კვირაში ორჯერ, 2-2 ასტრონომიული საათი. მოსამზადებელ კურსებს უძღვებიან გამოცდილი პედაგოგები და უნივერსიტეტის პროფესორები.
ხანგრძლივობა: 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე.
ღირებულება:
თითოეული კურსის ღირებულებაა 1100 ლარი;
2 საგნის არჩევის შემთხვევაში 950 ლარი;
3 და მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში 850 ლარი.
კურსის საფასურის გადახდის წესები:
საფასურის გადახდა ხდება სამ ეტაპად:
ა) პირველ ეტაპზე, გადასახდელი თანხის პირველი ნაწილი უნდა დაიფაროს მოსამზადებელი კურსის დაწყებამდე, 2022 წლის 01 ოქტომბრამდე;
ბ) მეორე ეტაპზე, გადასახდელი თანხის მეორე ნაწილი უნდა დაიფაროს 2023 წლის 15 იანვრამდე;
გ) მესამე ეტაპზე, გადასახდელი თანხის მესამე ნაწილი უნდა დაიფაროს 2023 წლის 15 აპრილამდე;
სოციალურად დაუცველი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან აბიტურიენტის მიერ 2 და მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში, აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვრება საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით;
ოჯახიდან კურსზე ორი ან/და მეტი აბიტურიენტის დარეგისტრირებისას, აბიტურიენტის მიერ 2 და მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში, აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვრება საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით;
თსუ-ის თანამშრომლებისა და მათი შვილებისათვის აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვრება საგნის ღირებულების 50%-ის ოდენობით;
რეგისტრაცია გრძელდება 2022 წლის 25 სექტემბერამდე მოცემულ ბმულზე.
სასწავლო პროცესი წარიმართება - თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში, მისამართზე: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N1. თსუ პირველი კორპუსი, უწყვეტი განათლების ცენტრი.
დეტალური ინფორმაციისა და დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ჩვენს Facebook გვერდზე
ან დაგვიკავშირდით: 579344443
ელ ფოსტა: abiturienti@tsu.ge, shota.kezherashvili@tsu.ge