საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქეთევან ხაჭაპურიძე

ქეთევან ხაჭაპურიძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2021 წლის კურსდამთავრებულია. ის გამოცდილი მებაჟე-ოფიცერია და ამჟამად ქუთაისში თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მასწავლებელიცაა.

 

საბაჟო საქმის პროფესიულ პროგრამას მას შემდეგ მიმართა, რაც მებაჟე-ოფიცრის საქმიანობასთან შეხება ქონდა. „რამდენიმე წლის წინ, როდესაც ერთ-ერთ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გავდიოდი სტაჟირებას, გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემს მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით კიდევ უფრო ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა მიმეღო“,-აღნიშნა ქეთევან ხაჭაპურიძემ. ის არჩევანში არ შემცდარა. როგორც ამბობს,  პროფესიულ პროგრამაზე „საბაჟო საქმე“ (ქუთაისი) ჩარიცხვის შემდეგ ადგილზე დახვდა საუკეთესო სასწავლო გარემო, პროფესიონალი მასწავლებლები, გამოცდილი კადრები, რომლებიც დაუზოგავად უზიარებენ სტუდენტებს ცოდნას და გამოცდილებას.

 

„დღესდღეობით კი მე თავად გახლავართ ამ ცენტრის ერთ-ერთი მასწავლებელი და უკვე ჩემ ცოდნას და გამოცდილებას ვუზიარებ სტუდენტებს“,-განაცხადა ქეთევან ხაჭაპურიძემ.

თარიღი: 30/07/2024