“ეს პროგრამა პირდაპირ კავშირში იყო ჩემს სამსახურთან, მიღებული ცოდნა დამეხმარა მეტად კვალიფიციური გავმხდარიყავი ჩემს სფეროში და, მეტიც, თსუ პროფესიული განათლების ცენტრში უფრო მეტი ცოდნა მივიღე ვიდრე წარმომედგინა”,- ფატი გიორგაძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულია. ფატიმ პროფესიულ პროგრამაზე “საოფისე საქმე” ( ქუთაისი) სწავლა 2024 წელს დაასრულა.
ის დღესაც დარწმუნებულია რომ 2023 წელს სწორი არჩევანი გააკეთა და მადლობას უხდის ცენტრს და პროგრამის ხელმძღვანელს თეა ჭეიშვილს. ახლა უკვე თავად უძღვება სხვა პროფესიულ დაწესებულებაში სასწავლო პროცესს. ფატი გიორგაძე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯში სასწავლო პროცესის კორდინატორი და პროფესიული მასწავლებელია. ამავდროულად „საქარველოს ბანკი“-ს ქოლცენტრში მომხმარებელთა მხარადაჭერის უფროსი მენეჯერია.