საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოფიო კვაშილავა

„უნივერსიტეტი იყო და იქნება განათლების ერთ-ერთ საუკეთესო წყარო ჩვენს ქვეყანაში. აკადემიურმა გარემომ და კარგმა ლექტორებმა პირველ რიგში შემძინა ცხოვრების სასიამოვნო თვეები, გამიფართოვა და მეტად სტრუქტურიზებული გახადა ჩემი ცოდნა და პრაქტიკაში ამ ცოდნის გამოყენების მეტი საშუალება მომცა“, -სოფიო კვაშილავა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  „ღონისძიებების ორგანიზება“ 2021 წლის კურსდამთავრებულია.                                                                                                                                                                                                                           

მიუხედავად დიდი ოჯახისა, ცხოვრების ყველა ეტაპზე ახალ ცოდნას და გამოცდილებას ეძებს. მეუღლე, 11 შვილი და 2 შვილიშვილი მისთვის ყველა საქმიანობაში მთავარი საყრდენია. ბოლო სამუშაო გამოცდილებაც სწორედ მრავალშვილიან ოჯახებს უკავშირდება. 

 

„მიუხედავად  დიდი ოჯახისა,   დაკავებული ვარ მრავალშვილიან დედათა ორგანიზაციაში “გენი ქართული“, რომლის მიზანია ჯანსაღი იჯახის პოპულარიზაცია და მრავალშვილიანობის დადებითი კუთხით წარმოჩენა“, - ამბობს სოფიო. მას არ ახსენდება პერიოდი სწავლის გარეშე. თსუ პროფესიული განათლების ცენტრში სწავლის დაწყებაც არ იყო მოულოდნელი ოჯახის წევრებისთვის. გადაწყვეტილების მისაღებად ხელშემწყობი ფაქტორი პანდემიით გამოწვეული ჰიბრიდული სწავლის მოდელი გახდა და 2021 წელს ღონისძიებების ორგანიზების შესწავლა გადაწყვიტა. ახალმა პროფესიამ მრავალშვილიან დედათა ორგანიზაციაში მისი საქმიანობა კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა.

 

„რაც შეეხება ცოდნის გამოყენებას, ცხოვრებაშიც და საქმიანობაში შეუმჩნევლად შემომეპარა ნასწავლი მასალა. საქმის დაწყების წინ ვცდილობ გავიგო რა მაქვს მთავარი მიზანი, როგორ გამოვიყენო ნაკლები რესურსი, როგორ მივაღწიო მიზანს სწრაფად.“-აცხადებს სოფიო კვაშილავა, რომლისთვისაც პროფესიულ პროგრამაზე სწავლის 10 თვე ნაყოფიერი აღმოჩნდა .

თარიღი: 10/01/2023