eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნოდარ ჟორჟოლიანი

ნოდარ ჟორჟოლიანი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2025 წლის კურსდამთავრებულია. პროფესიული პროგრამა “ტვირთების ექსპედირება” (ქუთაისი) მისთვის ახალ სფეროში კარიერის დაწყების შესაძლებლობა გახდა.

 

უმაღლესი სამედიცინო განათლების მიუხედავად ნოდარმა ტვირთების ექსპედიტორის პროფესიის შესწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში გადაწყვიტა. “თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა მომცა საშუალება გავცნობოდი ამ სფეროს და დამეწყო საბაჟო დეპარტამენტში სტაჟირება”,-განაცხადა მან.

 

ნოდარ ჟორჟოლიანი ამჟამად შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკის სამმართველოში გადის სტაჟირებას.

თარიღი: 24/08/2026