eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნინო ჯოლბორდი

ნინო ჯოლბორდი თსუ პროფესიული საგნამანათლებლო პროგრამის “საბიბლიოთეკო საქმე”(თბილისი) კურსდამთავრებულია.

 

ნინო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მუშაობს 2008 წლიდან. თუმცა პროფესიული ცოდნის გაღრმავება გადაწყვიტა, რადგან საბიბლიოთეკო სფერო მუდმივად ვითარდება. “საბიბლიოთეკო სფერო მუდმივად ვითარდება. მიუხედავად ჩემი პრაქტიკული     გამოცდილებისა გამიჩნდა სურვილი, სიღრმისეულად შემესწავლა თანამედროვე სტანდარტები და ელექტრონული მართვის სისტემები. ამიტომ, გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება თსუ პროფესიული განათლების ცენტრში, რომელიც გამორჩეულია ძლიერი პრაქტიკული ბაზით, საუკეთესო რეპუტაციითა და პროფესიონალი ლექტორებით”,- განაცხადა ნინო ჯოლბორდმა.

 

ნინოს მოლოდინმა გაამართლა. პროფესიული პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა მისთვის საინტერესო და საჭირო აღმოჩნდა. “თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა მომცა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ საქმისადმი პროფესიული მიდგომა და თავდაჯერებულობა, რაც მეხმარება პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. დღეს ბევრად უფრო სწრაფად, ეფექტურად და ორგანიზებულად ვასრულებ ჩემს მოვალეობებს”,-აღნიშნა მან და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ცენტრის თითოეული ლექტორის და თანამშრომლის მიმართ, რომლებიც მუდამ ზრუნავდნენ სტუდენტების განვითარებასა და კომფორტულ სასწავლო გარემოზე.

თარიღი: 10/09/2026