ნინო აბზიანიძე თსუ პროფესიული პროგრამის “ღონისძიების ორგანიზება” 2024 წლის კურსდამთავრებულია.
მიუხედავად იმისა, რომ წლებია თბილისის საერთაშორისო აერპორტში საინფორმაციო ოფიცრად მუშაობს, საყვარელ საქმიანობასაც წარმატებით უძღვება. ნინოს ყვავილების მაღაზია “ყვავილები ნინოსგან” დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ამავდროულად ქორწილების ორგანიზატორი და დიზაინერიცაა.
“ღონისძიების ორგანიზების პროფესიულ პროგრამაზე სწავლისას ჩემი მიზანი იყო შემეძინა ღრმა და პრაქტიკული ცოდნა ჩემს სფეროში, რაც უნივერსიტეტში სწავლამ მნიშვნელოვნად უზრუნველყო”,-აღნიშნა ნინო აბზიანიძემ. მისივე თქმით, ამ ცოდნას დღეს წარმატებით იყენებს როგორც ყვავილების მაღაზიის საქმიანობაში, ასევე ქორწილების ორგანიზებასა და დიზაინში.