საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნანა ჩადუნელი

 

„განათლების მიღების მხრივ ჩემთვის ყველაზე გამორჩეული პერიოდი  იყო პროფესიულ პროგრამაზე სწავლა, რადგან აქ შესწავლილმა უფრო მეტად გამისისხლხორცა აღმზრდელობითი საქმიანობის სიყვარული. სიყვარულისა და ჰუმანურობის ენით სწავლება დღეს ჩემი მთავარი კრედოა“,- ნანა ჩადუნელი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2021 წლის კურსდამთავრებულია. დღეს ნანა თბილისის 56-ე საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელია.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          

2016 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტი. თუმცა, მისი ბავშვობის ოცნება იყო ბავშვებთან მუშაობა, შეესწავლა პედაგოგიკა და თავისი წვლილი შეეტანა მომავალი თაობის აღზრდაში.

 

„არ შემეძლო ჩემთვის შემენახა დიდი სიყვარული ბავშვებისადმი. ამიტომ, ჩემი ეს მისწრაფება და დაუოკებელი სურვილი  განვახორციელე თსუ პროფესიული განათლების ცენტრში ჩაბარებით. უკვე სამი შვილის დედა გახლდით, მაგრამ იმდენად მსურდა კვალიფიციურ დონეზე შემესწავლა ეს პროფესია, ვფიქრობ, ყველაზე სწორი ნაბიჯი გადავდგი ამ პროგრამაზე  ჩაბარებით,“-აღნიშნა ნანა ჩადუნელმა.

 

ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში დასაქმდა კერძო საბავშვო ბაგა-ბაღში, სადაც წარმატებულად გაართვა თავი ახალ პროფესიას. ამჯერად უკვე საჯარო სექტორშია დაკავებული. თვლის, რომ ამ პროფესიამ ბედნიერი გახადა და მისცა შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს ბედნიერი თაობების აღზრდაში. „დღეს მე ვეღარ წარმომიდგენია ცხოვრება ამ პროფესიის გარეშე. ამაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით იმ ადამიანებს, რომელთა ლექციებიც იყო არა მარტო პროფესიული თვალსაზრისით საუკეთესო, არამედ ყველაზე დიდი მოტივაციის და ძალის მომცემი ჩემთვის. როდესაც პროფესიას გასწავლიან სიყვარულისა და მეგობრობის ენით, ასევე ყალიბდები მომავალში და იგივეს გადასცემ აღსაზრდელებს“,-განაცხადა ნანა ჩადუნელმა.

თარიღი: 20/04/2023