eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნათია დარჩაშვილი

ნათია დარჩაშვილი თსუ პროფესიული პროგრამის “სკოლამდელი აღზრდა” კურსდამთავრებულია. მისი პროფესიული საქმიანობა მთლიანად უკავშირდება პატარების განვითარებაზე ზრუნვას და მათთვის უსაფრთხო, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო გარემოს შექმნას. ნათია ბრიტანულ-ქართულ საბავშვო ბაღში „ნესტარტი“ აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობს.

 

“​ჩემი პროფესია მუდმივ განვითარებასა და სიახლეების ძიებას მოითხოვს. ამიტომ თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრში სწავლის გადაწყვეტილება მივიღე, რომ უფრო ღრმად და საფუძვლიანად დავუფლებოდი სკოლამდელი განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიებს. მსურდა ჩემი პრაქტიკული გამოცდილება გამემყარებინა  თეორიული ცოდნით, რათა ბავშვებთან მუშაობის პროცესი კიდევ უფრო ეფექტური, მრავალფეროვანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამეხადა”,-აღნიშნავს ნათია დარჩაშვილი.

 

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა, ეს იქნება ბავშვის ფსიქოლოგია, განვითარების ეტაპები თუ სწავლების თანამედროვე მიდგომები, პირდაპირ და პრაქტიკულად გადაიტანა ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს ცოდნა მას პატარებთან ინდივიდუალური მიდგომების პოვნაში, საინტერესო აქტივობების დაგეგმვასა და მათ სწორად მართვაში ეხმარება.

თარიღი: 24/08/2026