საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარიამ შელია

 

„უნივერსიტეტში სწავლების პერიოდში თეორიული შეხება მქონდა საბაჟო საქმიანობასთან, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. გადავწყვიტე სიღრმისეულად შემესწავლა საბაჟო საქმე და ამ მიზნით ავირჩიე თსუ პროფესიული პროგრამა“,- მარიამ შელიამ დამატებითი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღება თსუ პროფესიულ პროგრამაზე „საბაჟო საქმე“ გადაწყვიტა.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           

მარიამი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2020 წლის კურსდამთავრებულია. ამჟამად ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოში გამომძიებლად მუშაობს.

 

მარიამ შელიას პროფესიულთან ერთად აკადემიური განათლება აქვს მიღებული. 2018 წელს წარჩინებით დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, 2022 წელს კი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა.

 

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თსუში გატარებული წლები ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. პროფესიულ პროგრამაზე სწავლების დროს მიღებული როგორც თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ასევე სწავლების დროს გამომუშავებული უნარ-ჩვევები მნიშვნელოვნად დამეხმარა დასაქმებაში. აღნიშნული პროგრამა მთლიანად მორგებულია სტუდენტებზე და დიდი ყურადღებაა გამახვილებული პრაქტიკულ სწავლებაზე“,-ამბობს მარიამი. მისივე თქმით, თსუ პროფესიულ პროგრამაზე სწავლის დროს მიღებული პრაქტიკული გამოცდილება დღესაც მნიშვნელოვნად ეხმარება  წარმატებით გაუძღვეს საქმიანობას და გაუმკლავდეს სამსახურეობრივ მოვალეობებს.

თარიღი: 29/03/2023