საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაგდა ფერცულიანი

მაგდა ფერცულიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის (ქუთაისი) პროგრამის „ღონისძიების ორგანიზება“ 2022 წლის კურსდამთავრებულია. „პროგრამაზე ჩარიცხვისას ჩემი მიზანი გაცილებით დიდი იყო. აქ არა  მარტო ჩემი შესაძლებლობების დამტკიცება მსურდა, არამედ მინდოდა დავუფლებოდი პროფესიას, რომელიც ბედნიერებას მომიტანდა მეც  და ამ საქმიანობით გავაბედნიერებდი სხვასაც”,-აღნიშნა მაგდამ.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          

 

სკოლის შემდეგ მაგდა ფერცულიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ამჟამად მაგისტრატურის საფეხურზე სწავლობს. უნივერსიტეტის პარალელურად 2019 წელს პროფესიული განათლების პირველი პროგრამა „საოფისე საქმე“დაასრულა წარმატებით. „2019 წელს ჩავაბარე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ პროგრამაზე „საოფისე საქმე“. ჩემი შიშები, რომ ვერ შევძლებდი ორ პროგრამაზე ერთად სწავლას არ გამართლდა. ორივე მიმართულებით წარჩინებული სტუდენტი და სტიპენდიანტი გავხდი. ორ სტიპენდიას დღემდე ვინარჩუნებ,“- განაცხადა მან. 2020 წელს ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარა არასამთავრობო სექტორში. ამავე პერიოდში სტუდენტური პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ჯერ წევრი, შემდეგ კი თავმჯდომარის მოადგილე გახდა.

 

მიღწეულმა წარმატებებმა მაგდას კიდევ ახალი ინტერესი გაუჩინა - დაუფლებოდა ღონისძიების ორგანიზატორის პროფესიას. თსუ პროფესიული განათლების ცენტრში (ქუთაისი) მიღებულ ცოდნას დღეს უკვე წარმატებით იყენებს სხვადასხვა პროექტების განხორციელებისას. „აქ შეძენილ უნარებსა და ცოდნას ვიყენებ ყველა იმ პროექტის საქმიანობაში, სადაც ვარ ჩართული. სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ინდივიდუალურად დავგეგმე და ჩავატარე ღონისძიებები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა“,- მაგდა ფერცულიანი პროფესიული უნარების გამოყენებას მხოლოდ პროექტებში არ გეგმავს.  მას სურს მომავალში ინდივიდუალური საქმიანობა წამოიწყოს  და ღონისძიების ორგანიზატორის პროფესია საკუთარი შემოსავლის წყაროდ აქციოს. 

თარიღი: 14/02/2023