eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლიზა გიორგაძე

ლიზა გიორგაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის საბაჟო საქმის პროფესიული პროგრამის (ქუთაისი) კურსდამთავრებულია.

 

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში წარმატებული სტაჟირების შემდეგ საბაჟო გამშვები პუნქტის „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“ მებაჟე-ოფიცრის პოზიციაზე დასაქმდა.

 

ლიზა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის მაგისტრია, თუმცა საბაჟო მიმართულებისადმი განსაკუთრებულმა ინტერესმა პროფესიულ განათლებამდე მიიყვანა. “ყოველთვის მიზნად მქონდა საჯარო სექტორში საქმიანობა, სადაც ჩემი ცოდნისა და უნარების გამოყენებით შევძლებდი პასუხისმგებლიანი საქმის კეთებას. სწორედ ამ ინტერესმა მიმიყვანა საბაჟო სფერომდე, რომელმაც განსაკუთრებულად დამაინტერესა თავისი მრავალფეროვნებით, დინამიკურობითა და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი როლით”,-აღნიშნა ლიზა გიორგაძემ.

 

თსუ პროფესიული განათლების ცენტრში სწავლის პერიოდი ლიზასთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რადგან სწორედ აქ მიიღო ის ცოდნა და გამოცდილება, რომელმაც პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობები მისცა და დაეხმარა კარიერული მიზნების მიღწევაში. “სწავლების პერიოდში შევისწავლე საბაჟო კანონმდებლობა, საბაჟო პროცედურები, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცესები და სხვა პროფესიული საკითხები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება მებაჟე-ოფიცრის საქმიანობას. მიღებული ცოდნა განსაკუთრებით დამეხმარა სტაჟირების პერიოდში, რადგან სამუშაო გარემოსთან ადაპტაცია შედარებით მარტივად შევძელი. თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ერთობლიობამ მომცა შესაძლებლობა, დაკისრებული მოვალეობები თავდაჯერებულად და პასუხისმგებლობით შემესრულებინა”,-განაცხადა მებაჟე-ოფიცერმა ლიზა გიორგაძემ.

თარიღი: 31/07/2026