საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლაშა ნაბორაშვილი

ლაშა ნაბორაშვილი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2021 წლის კურსდამთავრებულია. პროფესიულ პროგრამაზე „საოფისე საქმე“ სწავლა გერმანიაში სტაჟირების შემდეგ გადაწყვიტა და თვლის, რომ ეს სწორი არჩევანი იყო. გარდა იმისა, რომ მან თსუ პროფესიული განათლების ცენტრში ახალი პროფესია აითვისა, დასაქმების შესაძლებლობაც  მიეცა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                

„ჩემი მოლოდინი გამართლდა და, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ შემიძლია აღვნიშნო, რომ  ამ პროგრამამ საშუალება მომცა მიმეღო ის ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ვიყენებ დღეს პრაქტიკულ საქმიანობაში,  მეხმარება განვითარებაში და  მაძლევს კიდევ უფრო  დიდ მოტივაციას ვიყო   თსუ პროფესიული განათლების ცენტრის წარმატებული გუნდის ღირსეული წევრი“,-განაცხადა ლაშა ნაბორაშვილმა.

 

უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მიიღო  შრომის უსაფრთხოება და მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებაზე. გარკვეული პერიოდი მომსახურების სფეროშიც მუშაობდა მენეჯერად.  ამის შემდეგ  გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ადმინისტრირების განხრით სტაჟირება სასტუმროში „BEECH RESORT FLEESENSEE“ გაიარა .

 

„საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მიღებული პრაქტიკის გასაღრმავებლად,  გადავწყვიტე ჩამებარებინა თსუ პროფესიული განათლების ცენტრში , რადგან არსებული პროგრამა „საოფისე საქმე“ იძლევა  იმ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც უშუალოდ იყო კავშირში ჩემს განვლილ პრაქტიკასთან“, აღნიშნა ლაშამ.

 

სწავლა წარმატებით დაასრულა და ცენტრში სტაჟირების თაობაზე წინადადება მიიღო, რამაც დიდი სტიმული მისცა. წარმატებული კურსდამთავრებული დღეს უკვე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მატერიალური რესურსების მართვის მენეჯერია.

თარიღი: 18/01/2023