საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამარ ხარაბაძე

თამარ ხარაბაძე პროფესიული პროგრამის “საოფისე საქმე”(ქუთაისი) 2024 წლის კურსდამთავრებულია. თამარი ამჟამად შპს „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“  ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობს და ორგანიზაციის ადამიანური რესურსების სტრატეგიულ მართვასა და ადმინისტრაციულ პროცესების კოორდინაციას უძღვება.

 

თამარი ასევე დასაქმებულია შპს „კოკა-კოლა იმერეთში“ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე და “აზროვნების აკადემია”-ში კოორდინატორობასაც ითავსებს.

 

თსუ პროფესიული განათლების ცენტრში სწავლა ახალი პროფესიის შესწავლის და პროფესიული უნარების გაუმჯობესების სურვილმა გადააწყვეტინა და მოლოდინი გაუმართლდა. მიღებული ცოდნის რეალიზაციას დღეს ეფექტიანად იყენებს რეალურ გარემოში. “განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც მივიღე პროგრამის ფარგლებში და რომლებიც უშუალოდ გამოვიყენე როგორც ადამიანური რესურსების მართვის, ისე ადმინისტრირების მიმართულებით. გარდა ამისა, პროგრამამ ხელი შეუწყო ჩემი ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარების გაძლიერებას, რაც ყოველდღიურ საქმიანობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და შესაძლებლობას მაძლევს უფრო ეფექტიანად ვიმუშაო როგორც გუნდთან, ისე პარტნიორ ორგანიზაციებთან”,-განაცხადა თამარ ხარაბაძემ. . 

თარიღი: 30/09/2025