საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამარ ბაგრატიონი

თამარ ბაგრატიონი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელია. მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების მიუხედავად მან პროფესიული განათლების მიღება გადაწყვიტა. თამარი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2020 წლის კურსდამთავრებულია.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            

თამარ ბაგრატიონი თსუ-ში 2002 წლიდან მუშაობს, 2007 წლიდან კი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბიბლიოთეკას და სამკითხველო დარბაზს უძღვება. „მრავალწლიანი მუშობის დროს მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის მიუხედავად მსურდა კიდევ უფრო ღრმად შემესწავლა ეს პროფესია და მქონოდა ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი დიპლომი. როდესაც უნივერსიტეტში შეიქმნა პროფესიული განათლების ცენტრი და გამოცხადდა მიღება  საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,საბიბლიოთეკო საქმე“, ჩემი ხელმძღვანელის, ბატონ ზურაბ გაიპარაშვილის რჩევით 2018 წელს ჩავაბარე აღნიშნულ პროგრამაზე“,-განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

 

საბიბლიოთეკო საქმის პროფესიული პროგრამის ფარგლებში მიღებულ ცოდნას თამარი დღესაც იყენებს ყოველდღიურ საქმიანობაში.

თარიღი: 21/06/2023