საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ერეკლე ძნელაძე

ერეკლე ძნელაძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში ახალგაზრდებთან მომუშავე სპეციალისტია. იგი წარმატებით უძღვება საქმიანობას და არასრულწლოვნებისთვის რეკრეაციულ, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებებს აწყობს. ერეკლე თსუ პროფესიული პროგრამის  „ღონისძიების ორგანიზება“ (ქუთაისი) 2021 წლის კურსდამთავრებულია.                                                                                                                                                                                                                                                                                                                            

პროფესიულ პროგრამაზე სწავლა 2020 წელს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, რადგან  ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით სურდა ცოდნის გაღრმავება. „მსურდა კონკრეტული მიმართულებით გამეღრმავებინა ცოდნა და ჩავირიცხე თსუ პროფესიული განათლების ცენტრში პროგრამაზე „ღონისძიების ორგანიზება“. პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მეხმარება ახალგაზრდებისთვის სწორად და საინტერესოდ დავგეგმო სხვადასხვა სახის ღონისძიებები“,-განაცხადა ერეკლე ძნელაძემ.

თარიღი: 27/01/2023