საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელენე სტამბოლიანი

„თსუ პროფესიული განათლების ცენტრში მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების დამსახურებაა, რომ ახლა წარმატებით ვახორციელებ ჩემს საქმიანობას და ვასრულებ დაკისრებულ მოვალეობას. მადლობას ვუხდი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ადმინისტრაციის თითოეულ წევრსა და  ჩემს ლექტორებს, ასევე წარმატებებს ვუსურვებ მომავალ კურსდამთავრებულებს“, -ელენე სტამბოლიანი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2022 წლის კურსდამთავრებულია.                                                                                                                                                                                                                                                                                                                         

საოფისე საქმე და დოკუმენტებთან მუშაობა მას ბავშვობიდან მოსწონდა და აინტერესებდა. სკოლის დასრულების შემდეგ, გადაწყვიტა ჩაებარებინა თსუ პროფესიული განათლების ცენტრში „საოფისე საქმის“ პროგრამაზე, რომელიც წარმატებით დაასრულა.

 

19 წლის ელენე ამჟამად  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს და, ამავდროულად, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომელია.

 

„ვინაიდან საოფისე და საარქივო საქმიანობა სკოლიდანვე მომწონდა. ვფიქრობდი, რომ პროფესიული განათლება საშუალებას მომცემდა  უმოკლეს დროში მესწავლა საქმე, რომელიც მომწონდა და დავეუფლებოდი შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას. შემდგომში კი მოვახდენდი მიღებული ცოდნის რეალიზებას,“-ამბობს ელენე.  

 

ასეც მოხდა - პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გახდა მისი მომავალი დასაქმების  საფუძველი.  საწარმოო პრაქტიკის გავლის შემდეგ, ლექტორების ნუნუ ოვსიანიკოვას და დავით რეკვავას რეკომენდაციით, ელენე სტამბოლიანს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ამ მიმართულებით მუშაობის საშუალება მიეცა.

თარიღი: 30/01/2023