გიორგი ჯავრიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. გიორგიმ თსუ-სა და პეკინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს (Beijing Institute of Technology) შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამაგისტრო საგრანტო გაცვლით კონკურსში გაიმარჯვა. დღეს გიორგი ქალაქ შენჯენში, კომპანია CyberVein – ში მუშაობს და აქტიურად მონაწილეობს ერთ-ერთ ინოვაციურ პროექტში, რომელსაც აქვს ამბიცია, უახლოეს პერიოდში დიდი მოცულობის მონაცემების შენახვის მხრივ სერიოზულად შეცვალოს მსოფლიოს სურათი.
თარიღი:
02/05/2020