საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანი ნაჩხატაშვილი

ანი ნაჩხატაშვილი 2011-2015 წლებში სწავლობდა თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე - სამართალი, რომელიც წარჩინებით დაასრულა.
2013-2014 სასწავლო წელს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტში (ლიეტუვა), სადაც ასევე გაიარა სტაჟირება საქართველოს საკონსულოში. იყო პრეზიდენტისა და თსუ რექტორის სტიპენდიანტი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტაჟიორი.
2015-2017 წლებში სწავლა გააგრძელა თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის პროგრამაზე საჯარო სამართლის მიმართულებით, რომელიც ასევე წარჩინებით დაასრულა.
მაგისტრატურაში, ერთი სემესტრი, ერაზმუს+ პროგრამით სწავლობდა ლა კორუნიას უნივერსიტეტში (ესპანეთი).
2016-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში, სამართალშემოქმედების სამმართველოში მთავარ სპეციალისტად. 2017 წლიდან სწავლობს თსუ იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში. 
2018 წელს მოიპოვა საერთაშორისო პროგრამა ერასმუს+ მიერ დაფინანსებული ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „საპარლამენტო პროცედურები და სამართალშემოქმედება“ (Parliamentary Procedures and Legislative Drafting - EUPADRA) სტიპენდია. სწავლის დასრულების შემდგომ მიიღო სამი უნივერსიტეტის - ლუის გუიდო კარლის (LUISS Guido Carli - იტალია), მადრიდის კომპლუტენსე უნივერსიტეტის (Universidad Complutense de Madrid - ესპანეთი) და ლონდონის უნივერსიტეტის (University of London - დიდი ბრიტანეთი) - დიპლომი.
2020 წელს, მაგისტრატურაში სწავლისას, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO - რომი, იტალია) წარმატებით გაიარა 11-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება. 2021 წლიდან მუშაობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში ახალ პოზიციაზე - ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის თანამშრომლად (GFCM), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის შავი ზღვის პროექტის ფარგლებში სახელმწიფოსთან კომუნიკაციების სპეციალისტად (GEF).

თარიღი: 01/02/2021