Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
Georgia and Christian Civilization

The Saint Grigol Peradze 2nd International Scientific Conference “Georgia and Christian Civilization” opened at Ivane Javakhishvili Tbilisi State University (TSU) was dedicated to the 900th anniversary of the Battle of Didgori. 

Rector of TSU, George Sharvashidze, Deputy Minister of Education and Science, Nunu Mitskevich, Director General of Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia, Jaba Samushia, researchers and scientists from 16 countries attended the event. 

The Saint Grigol Peradze 2nd International Scientific Conference is the result of collaboration between the Tbilisi State University and the University of Warsaw (Poland). A permanent scientific forum related to Grigol Peradze’s name is traditionally held at the University of Warsaw biennially, on the day of his death. 

“The today’s international conference was large-scale in many respects. It was organized by our partner organizations, including the Universities of Warsaw, Miami, Sapienza. I am glad that young researchers were also involved. The conference was held online, through observance of all rules at Tbilisi State University. Let me again congratulate the participants of the conference and wish them successful two-day work,” Rector Sharvashidze said. 

Deputy Minister of Education and Science, Nunu Mitskevich focused on the fact that along with Georgian scientists, foreign researchers will also participate in the conference as envisaged by a new program “Horizon Europe.” 

“The Battle of Didgori is very important in terms of reevaluating our history and reminding the public where we are coming from and where our roots are,” the Deputy Minister said. 

“After 900 years, Georgian nation is marking its victory in the Battle of Didgori. Georgian historians and society marked this victory by means of this scientific conference. A lot of interesting reports will be presented during these two days,” Jaba Samushia noted. 

Giorgi Cheishvili, director of TSU Institute of History and Ethnology, said that a number of discussions will be held during the two-day conference. It is worth noting that Dagestani scientists and researchers also showed hugeinterest towards the conference. 

“In recent years, many scientists are trying to convince our North Caucasian brothers that the relations between North Caucasus and Georgia were episodic and weak. However, the reports presented by our Dagestani colleagues prove opposite. Their reports are about the spread of Christianity and creation of Dagestani script on the basis of Georgian alphabet. Much has been written about the Battle of Didgori and the epoch of David the Builder, but much still needs to be done to reevaluate the developments in a global-historical context. Our conference is just one of the steps in this direction,”Giorgi Cheishvili said. 

Representatives of Georgian state universities, National Research Center for Georgian Art History and Heritage Preservation, National Center of Manuscripts, Miami University (USA), Tokyo Metropolitan University(Japan), Baku State University (Azerbaijan), Dagestan State University (Russia), University of Vienna (Austria), Universities of Lille and Granada (France), other leading European universities and research centers will present their papers. 

The conference has been organized by TSU Institute of History of Ethnology, Center for East European Studies of the University of Warsaw, Sapienza University of Rome, Georgian National Academy of Science and Society of Saint Archimandrite Grigol Peradze. 

View More

Order N:

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 20­21-2022­ ­სას­წავ­ლო­ წლის შემოდგომის სემესტრში, დოქტორანტურაში დარგობრივი მისაღები კომისიების შემა­დგენ­ლობა,  გასაუბრების თარიღი, გასაუბრების დაწყების დრო (გასაუბრება ჩატარდება zoom-ის ინტერნეტ პლატფორმაზე; zoom-ის რეკვიზიტები და  გასაუბრების საათი კანდიდატებს გაეგზავნებათ ელექტრონულ მისამართზე).

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა

დარგობრივი კომისიის წევრები/გასაუბრება /

გასაუბრების თარიღი, საათი       (zoom-ის რეკვიზიტებს მიიღებთ ელექტრონულ ფოსტაზე)
1

გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია

  1. ასოც.პროფ. ა. ქიტიაშვილი
  2.  ასოც.პროფ. ე. ფირცხალავა
  3. ასოც.პროფ. მ. დესპოტაშვილი
  4. ნ. ფარსადანიშვილი - მოწვეული ლექტორი

16. 09. 2021;

11.00 სთ

(zoom-ის ინტერნეტ პლატფორმაზე)

2 განათლების ფსიქოლოგია
  1. პროფესორი  მ. წერეთელი
  2. ასოც.პროფ.  ი. აფთარაშვილი
  3. ასისტ.პროფ. ს. თევდორაძე

20. 09. 2021;

17.00 სთ

(zoom-ის ინტერნეტ პლატფორმაზე)

3 პოზიტიური ფსიქოლოგია -ემპირიული კვლევები
  1. ასოც.პროფ. ხ. მარწყვიშვილი
  2. ასოც. პროფ. მ. მესტვირიშვილი
  3. ასოც. პროფ. ლ. ხეჩუაშვილი
  4. ასისტ.პროფ. მ. ფანჯიკიძე
  5. ასისტ.პროფ. ქ. მოსაშვილი

17.09. 2021;

11.00 სთ

(zoom-ის ინტერნეტ პლატფორმაზე)

4 განათლების მეცნიერებები (ერთობლივი პროგრამა)

სადოქტორო პროგრამის მმართვე­­­ლი­ საბჭოს წევრები:

თსუ - პროფ. ქეთევან ჭკუასე­ლი,­­ ასოც. პროფ. ზაქარია ქიტია­შვი­ლი, ასოც. პროფ. ივანე მინდაძე;

აწსუ - პროფ. იმერი ბასილაძე, ასოც.პროფ. ვლადიმერ ადეი­შვი­ლი;­

ბსუ - პროფ. ლელა თავდგირიძე; ასოც. პროფ. ლელა თურმანიძე;

თესაუ - პროფ. ნინო მოდებაძე, პროფ. ნინო ნახუცრიშვილი;

16.09. 2021;

11.00 სთ

(zoom-ის ინტერნეტ პლატფორმაზე)

 

View More

Order N:

როსტომ

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1938 წელს.

1942 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ჰისტოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

როსტომ ელანიძე ძირითადი პროფესიის გარდა წერდა და აქვეყნებდა ლექსებს. მისი პირველი ლექსი 1927 წელს დაიბეჭდა. მოთხრობების პირველი წიგნი - "წყაროს დაბადება" გამოქვეყნდა 1949 წელს. სხვადასხვა წლებში გამოცემული აქვს წიგნები "თეთრი მთები", "სიცოცხლის დაბრუნება", "თეთრი მერცხალი" და სხვ.

ბიბლიოგრაფია

View More

Order N: 1909

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2021 წლის 15 ივლისის №13128/27 წერილისა და  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. თსუ-ს რექტორის 2021 წლის 12 ივლისის №110/01-01 ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შუამდგომლობის საფუძველზე გამონაკლისის სახით არ დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

View More

Order N: 59/2021

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის      ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი      სამედიცინო
/მაგისტრატურის/დოქტორანტურის/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);

გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7).

2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6).

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 510/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე - 2 პუნქტების, 35 -ე მუხლის მე - 2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28 - ე მუხლის, 29 - ე მუხლის მე - 2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის    (პროფესორი,    ასოცირებული    პროფესორი,    ასისტენტ    პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 6 ივლისის N20/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის  თამარ  დოლბაიას  2021  წლის  15  ივლისის  N 13166/30 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    სოციალურ     და     პოლიტიკურ     მეცნიერებათა     ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.  უნივერსიტეტის  ასოცირებულ  პროფესორად  7  (შვიდი)  წლის  ვადით  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 30 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 31 აგვისტოდან 2021 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის 30 სექტემბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება (სოციალური მუშაობა) ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“);
5.    ასოცირებული    პროფესორის    თანამდებობაზე    ასარჩევმა    კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); ბ)კონკურსანტის    ანკეტა,    შევსებული    დადგენილი    ფორმის    მიხედვით    (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან; 
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 31 აგვისტოდან 2021 წლის
6 სექტემბრის ჩათვლით. 11.00 სთ-დან 16.00 სთ-მდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N8 (VI კორპუსი) ოთახი N203-ა;
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
10. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 127/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის 2021 წლის 26 ივლისის №14107/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (დანართი №1).


2. წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის პირველი ოქტომბრის №100/2020 დადგენილება.


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას. 
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

View More

Order N: 64/2021

დოდო

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1974 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების საზოგადოებრივი პროფესიის ფაკულტეტი მუსიკისმცოდნის სპეციალობით.

მუშაობდა კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; დამუშავებული აქვს ნიკო ბერძენიშვილის პირადი არქივი და იყო მისი სახელობის კაბინეტის გამგე; კითხულობდა საქართველოს ისტორიის ლექციების კურსს ახალციხის უნივერსიტეტში, ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს სოფელ დიღმის სამუსიკო სკოლაში; დ. ლომიძის სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიის პოლიტიკურ და კულტურულ საკითხებს. საბჭოთა პერიოდში საქმიანი მიმოწერა ჰქონდა ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და არქეოლოგიის კათედრის ხელმძღვანელთან, პროფესორ ვახტანგ ჯობაძესთან. მის მიერ გამოგზავნილი ფოტომასალები, რომლებიც უცხოეთის სიძველეთსაცავებში დაცულ ქართულ ხელოვნების ნიმუშებსა და ტაო-კლარჯეთის ძეგლებს ასახავს, ამჟამად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. დ. ლომიძის მონოგრაფია "ყიზილბაშობა 1735-1749 წლების აღმოსავლეთ საქართველოში" გამოიცა მისი გარდაცვალების შემდეგ.

ბიბლიოგრაფია

View More

Order N: 1940

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს

2012 წლის 5 ნოემბრის №109/2012 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს №91 და 247/1 დადგენილებების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების, რექტორის 2009 წლის 28 ივლისის №84/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

I.  დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების სრული პროფესორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები.


II.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს რევაზ გაჩეჩილაძე.

II1. ა(ა)იპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მენიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების სრულ პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძეს გაუგრძელდეს სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 01.11.2012, №148/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის შედეგად პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილების ძალაში შესვლამდე. (5.11.2012, №109/2012)


III.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Order N: 316

საერთაშორისო კონფერენცია „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“

გაეროს ბავშვთა ფონდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით მართავს მეორე საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში, რომელიც ეძღვნება ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში, რათა გაჩნდეს სივრცე ბავშვთა უფლებების პრინციპების სწავლა-სწავლებისთვის, გაძლიერდნენ შესაბამისი სპეციალისტები და დაცულ იქნას ბავშვთა უფლებები ყოველდღიურად ოჯახებში, სკოლებსა და საზოგადოებაში.

კონფერენცია ჩატარდება 2021 წლის 23-24 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქ. ბათუმში

 

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა - 20 ივლისი, 2021

ესეების გამოგზავნის ბოლო ვადა - 30 ივლისი, 2021

სასკოლო პროექტების გამოგზავნის ბოლო ვადა - 30 ივლისი, 2021

 

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს, ასევე იხილეთ დანართი 1, დანართი 2.

 

View More

Order N:

Permanent Conference of Rectors

Rectors and representatives of over 30 higher educational institutions accredited in Georgia participated in the second session of the Permanent Conference of Rectors that has opened at Shota Rustaveli Batumi State University. Heads of higher educational institutions accredited in Georgia will discuss the issues related to university freedom and academic freedom, defining universities’ legal status and inter-university communication. They will adopt a decision on accession of the Permanent Conference of Rectors to the European University Association.

“The Permanent Conference of Rectors is an excellent format for discussing the issues related to the sphere of higher education. A lot of issues have been put on the agenda, among others defining the legal status of universities, amendments to the law that we plan to initiate, student status and so on,” Rector of TSU, George Sharvashidze said.

“During the next session of the Permanent Conference of Rectors, we will be discussing a lot of problems accumulated in education system. We will have a uniform approach with the Parliament and the Education Ministry towards these problems. Our relations with the European University Association is also very important. The more Georgian universities become the members of this Association, the more Georgian state will proceed in Europe,” Rector of Caucasus University, Kakha Shengelia said.  

The Permanent Conference of Rectors was founded in July 2019 and it shares the fundamental principles of the Magna Charta of the European Universities (Magna Charta Universitatum), such as ensuring academic freedom, autonomy for universities, sharing European and national humanist traditions, integration of teaching and research, etc. It is a platform, where the rectors discuss the challenges facing higher education, talk about the issues related to financing of higher educational institutions and coordinate their positions on education reforms.

“The Permanent Conference of Rectors has been working on a number of important issues, such as the university autonomy, legal status and academic freedom. We will discuss these issues and adopt a decision in a form of a project that will be sent to relevant structures,” Rector of Batumi State University, Merab Khalvashi said.

Rector of Tbilisi State University, George Sharvashidze was re-elected as the Chairman of the Permanent Conference of Rectors for a second term.

Similar associations of rectors already exist in many European countries.

View More

Order N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32- ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10;   29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 14 ივნისის №17/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ რექტორის 2021 წლის 30 ივნისის N 101/01-01 ბრძანების და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის თამარ  გაგოშიძის  2021 წლის 28 ივნისის N11620/26  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის  ასისტენტ  პროფესორად  4  (ოთხი)  წლის  ვადით  შეიძლება  არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 6 ივლისს.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა   განისაზღვროს 2021 წლის 9 აგვისტოდან   2021 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის 20  სექტემბრისა;
4.კონკურსი გამოცხადდეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ფსიქოლოგიის  მეცნიერებათა დეპარტამენტი
კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტი ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ “);
პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ “);
სოციალური ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ “);

5. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: 
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის   ანკეტა,   შევსებული   დადგენილი   ფორმის   მიხედვით   (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი  (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; თ) სამოტივაციო წერილი;
6. ასისტენტ  პროფესორის  თანამდებობაზე  ასარჩევი    კანდიდატი,  კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს   თანხმობა   მხოლოდ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის  მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7. საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება  იწარმოებს 2021 წლის 9 აგვისტოდან  2021 წლის 13 აგვისტოს      ჩათვლით     11     საათიდან     16    საათამდე,     ფსიქოლოგიისა     და განათლების მეცნიერებათა    ფაკულტეტის    საკონკურსო    დოკუმენტაციის    მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. 11, თსუ მე - 3 კორპუსი, ოთახი N108;
8. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი);
10.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო გვენეტაძე

View More

Order N: 107/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, და ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის  მოადგილის ბაკურ გულუას  2021 წლის 30 ივნისის  N8644/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე,

 ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 52-ე მუხლის პირველი  პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,ა) ვასილ გერსამია -  ადმინისტრატორი - ინსტიტუტში არსებულ მატერიალურ რესურსებზე  პასუხისმგებელი პირი.“.

2.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე    გიორგი შამათავა
 

View More

Order N: 114/02-01

Erasmus+ Institutional Development Project Meeting

On July 5-7, a meeting of the European Commission-funded Erasmus + Institutional Development project “Strengthening the Quality and Relevance of the 3rd Mission in Georgian Universities (SQUARE) was held at Batumi State University. Eight Georgian and three European universities, as well as EFMD international accreditation agency, Ministry of Education and Science of Georgia and National Center for Educational Quality Enhancement are involved in the project implementation.

The project was coordinated by Tbilisi State University. Minister of Education, Culture and Sport of Adjara, Maia Khajishvili, and First Deputy Chair of the Department of Tourism and Resorts of Adjara, Tamar Kaikatsishvili made opening remarks at the meeting.

The meeting lasted for three days. Training sessions were held during the first two days in a working group format, while the third day was dedicated to the issues related to the project management. The training sessions were led by the project’s foreign partners – CNAM (France) professors and representatives of University of Turku (Finland). Part of foreign partners attended the meeting physically, while representatives of Finland and Portugal joined the event online.   

The purpose of the project is to strengthen the quality and relevance of the 3rd mission in Georgian universities, to develop methodologies and guidelines for the 3rd mission planning, implementation and evaluation.

View More

Order N:

2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი კვლევითი სტაჟირების სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (11628/10; 28.06.21) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩატარდეს  კონკურსი  2021/2022  სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    დოქტორანტურის      საფეხურის      სტუდენტებისათვის      და სამეცნიერო    ხარისხის     მქონდე     თსუ-ის     პერსონალისთვის     გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2021 წლის 29 ივნისს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)შტეფან ვატერშტრადტი, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ვახტანგ ლიჩელი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)თეიმურაზ    პაპასქირი,    თსუ    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)ირაკლი ბურდული, თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;

ე)თეა გერგედავა, თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.
4.დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5.დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 99/01-01

ზვიად

2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2000 წელს სწავლობდა დრეზდენის გოეთეს ინსტიტუტში; 2001-2002 წლებში დოქტორანტურაში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ბრემენის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "საინვესტიციო დავის მონაწილე იურიდიულ პირთა იურისდიქცია", დაიცვა 2002 წელს. 

2002-2005 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის დოცენტი. 2005–2010 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ფაკულტეტის სამოქალაქო, ევროპული და საერთაშორისო კერძო სამართლის კათედრის გამგე და კავკასიის სამართლის სკოლა (CSL)-ის, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი; 2006 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით; 2017-2018 წლებში თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ხოლო 2018 წლიდან სამართლის სკოლის პროფესორი და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; 2002-2009 წლებში იყო  "თიბისი ბანკი"-ის იურისტი; 2007-2013 წლებში სხვადასხვა საინვესტიცო პროექტებისა და საერთაშორისო კომპანიების იურიდიული დეპარტამენტის უფროსი/მჩეველი. 2004–2018 წლებში საერთაშორისო იურიდიული ფირმა "გაბისონია, დიდრიხი და პარტნიორები, კს"-ის მმართველი პარტნიორი, ასევე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "ფაინ ლაიფ თბილისი"-სა და საინვესტიციო კომპანია "ჯიელეს ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი; 2005 წლიდან დღემდე არის სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივი პროექტის ექსპერტი;

2005 წელს იყო მაქს პლანკის საზოგადოების სტიპენდიანტი; 2007-2017 წლებში მიღებული აქვს დაად-ის სტიპენდიები-სამეცნიერო კვლევებისათვის მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანისა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში, იურიდიული ფაკულტეტზე; არის 30-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

ბიბლიოგრაფია:

საბანკო სამართალი: Bankreicht, თბილისი, იურისტების სამყარო, 2015.

View More

Order N: 1976

კახა

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი.

მუშაობდა გამომცემლობებში: ''მსგეფსი'', ''დეგი'', ''ქრონოსი''.

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, დისერტაცია დაიცვა 1998 წელს.

კახა გაბუნია არის არასამთავრებო ორგანიზაციის ''ენა და ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობა და მსოფლიო გლობალიზაციის პროცესი'' თავმჯდომარე

ბიბლიოგრაფია

View More

Order N: 1964

„სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს“ კონკურსის საბოლოო შედეგები

წარმოგიდგენთ პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს“ კონკურსის საბოლოო შედეგებს. თსუ რექტორის ბრძანების თანახმად, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტიპენდია გამოეყოფა 124 სტუდენტს. 

View More

Order N:

საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ქართველოლოგიაში თემაზე "დიგიტალური რუსთველოლოგია".

„დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია“ (https://adh.ge/)  ფრანკფურტის გოეთეს სახელობის  უნივერისტეტთან და ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით   29 ივლისიდან 30 აგვისტომდე ატარებს საზაფხულო სკოლას დიგიტალურ ქართველოლოგიაში   თემაზე "დიგიტალური რუსთველოლოგია".

 

საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს კვლევის დიგიტალური მეთოდების შესწავლას და გამოყენებას რუსთველოლოგიური კვლევების განსახორციელებლად.

 

პროგრამა ითვალისწინებს „ვეფხისტყაოსნის თარგმანების პარალელური კორპუსის" სტრუქტურის გაცნობას და მის გამოყენებას თარგმანის სტრატეგიებისა და ტექნიკების შედარების მიზნით.

 

პროგრამა შედგება 16 ლექციისაგან და მოიცავს როგორც თეორიულ ლექციებს (12), ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს (4). ლექციებს კითხულობენ დარგის წამყვანი სპეციალისტები ფრანკფურტის უნივერსიტეტიდან და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

 

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წლევანდელი საზაფხულო სკოლა ჩატარდება ელექტრონულად (მხოლოდ შაბათ-კვირას, 10.00-13.00 საათებში).

 

მნიშვნელოვანი  თარიღები:

  • 15 ივლისი - საზაფხულო სკოლის მსმენელთა რეგისტაციის  ბოლო ვადა
  • 29 ივლისი (საზაფხულო სკოლის გახსნა)
  • 30-ივლისი22 აგვისტო (საზაფხულო სკოლის თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები)
  • 25-26 სექტემბერი (საზაფხულო სკოლის მონაწილეთა პრეზენტაციები).
  • 30 სექტემბერი ( პროექტის  დახურვა. სერტიფიკატების გადაცემა)

 

სტუდენტური პრეზენტაციებიდან შერჩეული 10 საუკეთესო პრეზენტაცია სტატიის სახით გამოქვეყნდება დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის ახლადდაარსებულ ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალში „მილენიუმი“.

 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტატურის სტუდენტებს, ასევე დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტებს.   

 

დეტალური ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ  შემდეგ მისამართზე:

https://adh.ge/%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/

View More

Order N: