geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის,   “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29.12.2014წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 27 ივლისის N12/04 ერთობლივი ბრძანების და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის პეტრე ბაბილუას   2026 წლის 27 ივლისის N16758/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად.

2. უნივერსიტეტის წამყვან პროფესორად 2 (ორი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (პუბლიკაციები), მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა). 
3. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 30 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 31 აგვისტოდან 2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის 28 სექტემბრისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

1) ბიოლოგიის დეპარტამენტი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

2) გეოგრაფიის დეპარტამენტი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

3) გეოლოგიის დეპარტამენტი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

4) ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

5) კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

6) მათემატიკის დეპარტამენტი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

7) ფიზიკის დეპარტამენტი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

8) ქიმიის დეპარტამენტი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

5. წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის    გამოცდილების    დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია; 

6. წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის N112/2013 დადგენილებას, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ოქმი N6, 04.10.2013წ), ,,წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა შეუთავსებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, აკადემიურ, სამეცნიერო, მკვლევართა, მასწავლებელთა და დამხმარე თანამდებობებთან, ასევე, წამყვან პროფესორს უნივერისტეტთან არ შეიძლება ჰქონდეს სხვა სახის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა“.

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 31 აგვისტოდან 2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე, შესვენება 13:00-დან 14:00-მდე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N102;

8. ბრძანება განთავსდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტი"-ს ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).

11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


 

View More

Order N: 195/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.   გამოცხადდეს    მიღება    სსიპ    -    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წელს თსუ-ს აკადემიური საბჭოს
2011   წლის   29   ივნისის   N57/2011   დადგენილებით   დამტკიცებულ   სამაგისტრო პროგრამებზე;
2.   განისაზღვროს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება (რეგისტრაცია)- 21 - 27 აგვისტო;
ბ)  გამოცდა  ქართულ  ენაში  (მოეთხოვება  მაგისტრანტობის  კანდიდატს,  რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული)
– 31 აგვისტო;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 31 აგვისტო;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 1 სექტემბერი (12:00 საათამდე); 
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 1 სექტემბერი;
ვ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება)- 2 სექტემბერი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 5 სექტემბერი;
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 5-6 სექტემბერი;
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 7 სექტემბერი (13:00 საათი);
კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 8-9 სექტემბერი;
ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;
მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება–12-13 სექტემბერი;
ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 14 სექტემბერი;
ო) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება)/დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 15-16 სექტემბერი;
პ)   გამოცდის   (ზეპირი   კომპონენტი)/   გასაუბრების   შედეგების   გამოცხადება   -   17 სექტემბერი;
ჟ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის  კანდიდატებთან - 18-21 სექტემბერი;
რ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისთვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 22 სექტემბერი.

3.   განისაზღვროს     თსუ-ს     ფაკულტეტების     მიმღებ     კომისიებში     წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;
გ)ბაკალავრის       ან       მასთან       გათანაბრებული       აკადემიური       ხარისხის დამადასტურებელი   დიპლომისა   და   დანართის   დამოწმებული   ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის   უნივერსიტეტის   შესაბამისი   ფაკულტეტის   მიერ, ხოლო   სხვა   შემთხვევაში   -   ნოტარიულად   დამოწმებული   ასლი;   2026   წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე)უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის  ნოტარიულად  დამოწმებული  ასლი  (ასეთის  არსებობის შემთხვევაში);
ვ)ქართული    ენის    B2    დონეზე    ცოდნის    დამადასტურებელი    სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ)წვევამდელის  სამხედრო-სააღრიცხვო  მოწმობის  ასლი  (ან  სამხედრო  ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ)უცხო    ქვეყანაში    მიღებული    განათლების    აღიარების    დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა. 
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.   დაევალოს    კანცელარიას, ბრძანება    განათავსოს    ყველასათვის    ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
7.   წინამდებარე  ბრძანება  დაინტერესებული  პირის  მიერ  შეიძლება  გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

View More

Order N: 192/01-01      

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების  სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის,   “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29.12.2014წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 28 ივლისის N13/04 ერთობლივი ბრძანებისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მერაბ ხოხობაიას  2026 წლის 28 ივლისის N16964/29 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად.

2. უნივერსიტეტის წამყვან პროფესორად 2 (ორი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (პუბლიკაციები), მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა). 
3. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 30 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 31 აგვისტოდან 2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის 28 სექტემბრისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

1) აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრა, ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრა - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

2) საერთაშორისო ბიზნესის კათედრა, ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრა - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

3) გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრა, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა, მარკეტინგის კათედრა - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

4)  ტურიზმისა  და  მასპინძლობის  მენეჯმენტის  კათედრა  -  1  საშტატო  ერთეული  - კატეგორია ,,ა’’;

5) ეკონომეტრიკის კათედრა, ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

6) მიკროეკონომიკის კათედრა - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

7) მაკროეკონომიკის კათედრა - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

8) თეორიული ეკონომიკის კათედრა, ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა, საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრა - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

5. წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა); 
ზ) სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6. წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის N112/2013 დადგენილებას, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  აკადემიური  პერსონალის  შრომის ანაზღაურების    (თანამდებობრივი    სარგო) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ოქმი N6, 04.10.2013წ), ,,წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა შეუთავსებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, აკადემიურ, სამეცნიერო, მკვლევართა, მასწავლებელთა და დამხმარე თანამდებობებთან, ასევე, წამყვან პროფესორს უნივერისტეტთან არ შეიძლება ჰქონდეს სხვა სახის  შრომითსამართლებრივი ურთიერთობა“.

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 31 აგვისტოდან 2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე, შესვენება 13:00-დან 14:00-მდე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N19, თსუ მე-10 კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი N403;

8. ბრძანება განთავსდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტი"-ს ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).

11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

View More

Order N: 197/01-01    

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 21 იანვრის N1/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ე" და "ვ" ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტების, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ და "ნ" ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 17 ივლისის N201/02-01 ბრძანების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მერაბ ხოხობაიას 2026 წლის 28 ივლისის N16964/29     წერილის საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.   შევიდეს ცვლილება "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 21 იანვრის N1/04   ერთობლივ ბრძანებაში და   ბრძანების დანართი N1 (აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგი), ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N1);
2.   წინამდებარე ბრძანება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, აუდიტის სამსახური);
3.   წინამდებარე ბრძანება განთავსდეს თსუ ვებ-გვერდზე.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

 


დეპარტამენტის  უფროსის  მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

View More

Order N: 13/04    

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში  - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის -  მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 37- 2 -ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა" და „პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, 32- 2  მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის    2026 წლის  3 ივლისის №10/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის ნანა ბოლაშვილის 2026 წლის 23 ივლისის N16609/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026 წლის 23 ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N11)  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს  კონკურსი  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის -   მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2.  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით; 
3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 28 ივლისს   საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 31 აგვისტოდან 2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით. კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ რექტორს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის 11 სექტემბრისა.
5.   კონკურსი გამოცხადდეს ვახუშტი ბაგრატიონის  სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
საზოგადოებრივი  გეოგრაფიის განყოფილება 
მეცნიერი თანამშრომლი - 1.0 საშტატო ერთეული; მეცნიერი თანამშრომლი - 0.5 საშტატო ერთეული;

6.   მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის № 63/2017 დადგენილება, დანართი 2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ)   ცნობა   -      სქესობრივი   თავისუფლებისა   და   ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ;

7.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 31 აგვისტოდან  2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში თბილისი, თამარაშვილის ქ. №6, ოთახი №10.
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,      საზოგადოებასთან      ურთიერთობის დეპარტამენტი,      ვახუშტი ბაგრატიონის  სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი). 

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

View More

Order N: 193/01-01      

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026- 2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-
3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის   წესდების   მე-14   მუხლის   პირველი   პუნქტის,   მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს   მიღება   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე;
2. დოქტორანტობის      კანდიდატი      დოქტორანტურაში       სწავლის      უფლების მოსაპოვებლად: ა) გადის გასაუბრებას ან/და აბარებს მისაღებ გამოცდას (ზეპირი ან/და    წერითი    ფორმით)    სპეციალობაში,    შესაბამის    პროგრამაზე    მიღების წინაპირობის გათვალისწინებით; ბ) აბარებს უცხო ენის გამოცდას ან/და ადასტურებს უცხო ენის ცოდნას შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე;
3. განისაზღვროს  სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:


ა) დოკუმენტაციის მიღება - 21 – 27აგვისტო;
ბ) გამოცდა უცხო ენაში(ინგლისური, ფრანგული, გერმანული) - 3 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -8 სექტემბერი-9 სექტემბერი (14:00 საათამდე);
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი; 
ვ) დოქტორანტობის იმ კანდიდატთათვის, რომლებმაც   დაადასტურეს/ჩააბარეს გამოცდა გერმანულ ან ფრანგულ ენაში:

გამოცდა ინგლისურ ენაში-11 სექტემბერი;
ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება - 11 სექტემბერი;
ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება– 12-13 სექტემბერი;
ინგლისური ენის გამოცდის  აპელაციის შედეგების გამოცხადება-14 სექტემბერი;

ზ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 11-12 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
ი) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება–16-17 სექტემბერი
კ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 18 სექტემბერი;
ლ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების დოქტორანტობის
კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება)/ დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 15-17 სექტემბერი;
მ)გამოცდის  (ზეპირი  კომპონენტი)/  გასაუბრების  შედეგების  გამოცხადება  -  18 სექტემბერი;
ნ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 21-22 სექტემბერი;
ო) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისთვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 23 სექტემბერი.

4.  განისაზღვროს     თსუ-ს     ფაკულტეტების     მიმღებ     კომისიებში     წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:


ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე; ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2026 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის  მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა; ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ)უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის  არანაკლებ  B2  დონეზე  ცოდნა. გერმანული  ან  ფრანგული  ენის  ცოდნის დადასტურების შემთხვევაში, დოქტორანტს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება არანაკლებ B1დონეზე. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტი სამეცნიერო კვლევის  ემპირიულ  ბაზად  ირჩევს  ინგლისურ/გერმანულ/ფრანგულ  ენას მოეთხოვება ამ უცხოური ენის C1 დონეზე ცოდნა
ი) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თუ კვლევის ემპირიული ბაზა არის ქართული- ქართული ენის ცოდნის C1 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ლ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ნ) ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;
ო) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.


5. დოქტორანტობის კანდიდატის გასაუბრების ან/და სპეციალობაში გამოცდის (ზეპირი ან/და წერითი ფორმით) შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს წინასწარ დამტკიცებული, საჯარო და ხელმისაწვდომი;
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
7. დაევალოს   კანცელარიას,   ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
8.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
9.  წინამდებარე  ბრძანება  დაინტერესებული  პირის  მიერ  შეიძლება  გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

View More

Order N: 194/01-01        

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების,54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლის, საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011  დადგენილებით დამტკიცებული      „სსიპ  –  ივანე      ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის საფუძველზე

ვბრძანებ:

1.   განისაზღვროს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის ვადები:

1.1.საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების  ვაკანტური  ადგილების  ელექტრონულ  პორტალზე  რეგისტრაციის ვადა -17-18 აგვისტო;
1.2.შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 19-24 აგვისტო;
1.3 შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 25 აგვისტო;
1.4.საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება -25 – 31 აგვისტო; 
1.5.ხელშეკრულების   გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 1 -2 სექტემბერი;
1.6.საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 3 სექტემბერი;
1.7. შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება - 4 სექტემბერი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს  კანცელარიას,  ბრძანება  განათავსოს  ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

View More

Order N: 196/01-01  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის, წარდგენის ვადებისა და მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე 3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის N111/ნ ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:



1.განისაზღვროს    2026-2027 სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრში  მასწავლებლის მომზადების და    სპეციალური    მასწავლებლის    მომზადების    საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად   წარსადგენი   დოკუმენტაციის   ვადა     -   25 აგვისტო     -   8 სექტემბერი;
2.განისაზღვროს    2026-2027 სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრში  მასწავლებლის მომზადების და    სპეციალური    მასწავლებლის    მომზადების    საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
გ) ფოტოსურათი (3X4, ბეჭდური 2 ცალი);
დ) ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2026 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ცნობები მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის აპლიკანტებისათვის:


1. ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე (სავალდებულოა მოქმედი მასწავლებლებისათვის);

2. ცნობა ან სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების თაობაზე.

ზ) ცნობები სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აპლიკანტებისათვის:

1. ცნობა საგანმანათლებლო ინსტიტუციებიდან (სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ა.შ.), დღის ცენტრებსა და ანალოგიურ დაწესებულებებში სწავლების არანაკლებ ორწლიანი გამოცდილებით.

2. ცნობა ან სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების თაობაზე, მიღებული ქულის მითითებით.

განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადები:

ა) გამოცდა - 14 სექტემბერი (უნივერსიტეტის ქ.№11, თსუ ბიბლიოთეკა);
ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 16 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 17 სექტემბერი (09:00 სთ-დან 18:00 სთმდე);
დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება- 18 სექტემბერი;
ე) საბოლოო შედეგების გამოცხადება - 19 სექტემბერი;
ვ) ხელშეკრულების გაფორმება - 22-23 სექტემბერი (თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი 110);
ზ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 24 სექტემბერი;


3.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 
6.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ნინო გვენეტაძე

View More

Order N: 198/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის,   “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 27 ივლისის N12/04 ერთობლივი ბრძანების და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მორის შალიკაშვილის  2026 წლის 24 ივლისის N 16705/31-01 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორის სამსახურში მისაღებად.

2. უნივერსიტეტის წამყვან პროფესორად 2 (ორი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (პუბლიკაციები), მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა). 
3. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 28 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 31 აგვისტოდან  2026 წლის 3 სექტემბრამდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის 21 სექტემბრისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს იურიდიული ფაკულტეტის წამყვან პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

1. კერძო სამართლის მიმართულება:

წამყვანი პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია “ა”;

2. კონსტიტუციური სამართლის და სამართლის მეთოდების მიმართულება:

წამყვანი პროფესორი - 1 საშტატო ერთეული -  კატეგორია “ა”;

3. ადმისნისტრაციული სამართლის მიმართულოება:

წამყვანი პროფესორი - 1 საშტატო ერთეული -  კატეგორია “ა”;

4. სისხლის სამართლის მიმართულება:

წამყვანი პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია “ა”;

5.  საერთაშორისო სამართლის მიმართულება:

წამყვანი პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია “ა”;

5. წამყვანი პროფესორების თანამდებობებზე ასარჩევმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

ზ) სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; 
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;

6. წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის      N112/2013   დადგენილებას   “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ოქმი N6, 04.10.2013), „წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა შეუთავსებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, აკადემიურ, სამეცნიერო, მკვლევართა, მასწავლებელთა და დამხმარე თანამდებობებთან, ასევე, წამყვან პროფესორს უნივერისტეტთან არ შეიძლება ჰქონდეს სხვა სახის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა“.

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 31 აგვისტოდან 2026 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით  09:00-დან 17:00 საათამდე, შესვენება 13:00-დან 14:00-მდე (შაბათ- კვირის გარდა), იურიდიული ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი, ოთახი N111.

8. ბრძანება განთავსდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტი"-ს ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, იურიდიული ფაკულტეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).

11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 

View More

Order N: 188/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კაფეტერიის საშტატო განრიგით განსაზღვრულ უფროსის თანამდებობაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე    მუხლის    პირველი    პუნქტის    ,,ა’’, ,,ზ’’ და “ი"    ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის   2013 წლის   11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15   მუხლის   პირველი   პუნქტის,   მე-16 მუხლის   პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ”  ქვეპუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია  თსუ  წარმომადგენლობითი  საბჭოს  მიერ,  ოქმი  N7;  26.12.2023წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორის და ადმინისტრაციის      ხელმძღვანელის      2026      წლის      21      აპრილის              N08/04 ერთობლივი    ბრძანების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 17 ივლისის N201/02-01 ბრძანებისა    და კაფეტერიის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ლორიტა გოგოხიას 2026  წლის  27 ივლისის N16831/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კაფეტერიის  საშტატო  განრიგით  განსაზღვრულ  უფროსის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად.

2. ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის  შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 2400 (ორი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით   (საშემოსავლო გადასახადისა   და   საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
3.  აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
3.1. განათლება უმაღლესი განათლება
3.2. სამუშაო გამოცდილება 
სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2  წლიანი გამოცდილება.
3.3. პროფესიული და ტექნიკური კომპეტენციები
ა) ოპერაციული პროცესების მართვის უნარი
ბ)დოკუმენტაციის წარმოებისა და ანგარიშგების უნარი;
გ)ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უნარები;
დ)MS Office (Word, Excell) - საბაზისო დონეზე.
4.  აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა)  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ბ) დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
გ) დოკუმენტაციის დამუშავების უნარი;
დ) დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
ე) დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
ვ) გუნდური მუშაობის და წერითი კომუნიკაციის უნარი
ზ) კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
თ) სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
5. თსუ-ს    კაფეტერიის     უფროსის     პოზიციაზე    დასაქმებულ     პირს    მოეთხოვება შემდეგი  ვალდებულებების (ძირითადი  მოვალეობები) შესრულება:
ა) კაფეტერიის საქმიანობის ხელმძღვანელობა და მისი გამართული ფუნქციონირების წარმართვა;
ბ)კაფეტერიის თანამშრომლებს შორის მოვალეობების განაწილება, მითითებებისა და სამუშაო   დავალებების მიცემა;
გ)კაფეტერიის  თანამშრომელთა  მიერ  სამსახურებრივი  მოვალეობების  შესრულების კონტროლი და        ზედამხედველობა;
დ)კაფეტერიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება/წარმოება; ე)კაფეტერიის  ფუნქციონიერების  გაუმჯობესების  მიზნით  წინადადებების  წარდგენა საჭირო მოწყობილობებისა   და   ინვენტარის   შევსების,   შიდა   სტრუქტურის ოპტიმიზაციის, თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე;
ვ)კაფეტერიის თანამშრომელთა საქმიანობის შეფასება;
ზ)კაფეტერიის ფინანსური საქმიანობის ანგარიშების მომზადება და წარდგენა.

6.  თსუ   კაფეტერიის   უფროსის   კონკურსში   მონაწილეობის   მსურველ   აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების  წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)  CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) უმაღლესი  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად  წარმოდგენილი  საკვალიფიკაციო  მოთხოვნებიდან  გამომდინარე, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 29 ივლისიდან   2026 წლის 3   აგვისტოს 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ,,კაფეტერიის უფროსი’’;
9.  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კაფეტერიის  საშტატო  განრიგით  განსაზღვრულ  უფროსის თანამდებობაზე კანდიდატის    შერჩევის  მიზნით  შეიქმნას  კომისია  და  დამტკიცდეს  კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1 და დანართი 2);
10.ბრძანება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კაფეტერიის საშტატო განრიგით განსაზღვრულ უფროსის თანამდებობაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში.
11.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
12. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 15 აგვისტოსი.
13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს      (საფინანსო      დეპარტამენტი,      შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, კაფეტერია).
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა 

View More

Order N: 209/02-01      

2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ლაკვილას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ " საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის    51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის , 55-ე მუხლის  პირველი და მე -2 ნაწილების , 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის    2013 წლის    11 სექტემბრის     #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   საჯარო   სამართლის  იურიდიული  პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე14 მუხლის  პირველი პუნქტის , ამავე მუხლის  მე -8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე  -9 პუნქტის , მე-11   პუნქტის ,   ,,სსიპ   - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და  მობილობის  პროგრამებში  მონაწილეობისათვის   შერჩევის   წესის დამტკიცების შესახებ ” უნივერსიტეტის რექტორის  2021 წლის  31 მაისის   N15/04 ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    საერთაშორისო   გაცვლით     და    მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე -4 მუხლის  მე -18 - 21-ე პუნქტების და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 16584/10; 23.07.2026)  საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ლაკვილას უნივერსიტეტის მიერ თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის და დოქტორანტურის  საფეხურის   სტუდენტებისათვის  2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში   საერთაშორისო მობილობის  განხორციელებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2026 წლის 27 ივლისს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)   ნანა შათაშვილი, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  გიორგი ციციშვილი, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  თეიმურაზ ნადარეიშვილი, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს    კომისიის     მდივნად     თსუ     საერთაშორისო   ურთიერთობათა დეპარტამენტის     საერთაშორისო პროექტებისა  და  გაცვლითი   პროგრამების განყოფილების უფროსი ირინა გამყრელიძე 
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და     ,,სსიპ    -    ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04, 10 მარტისა N 9/04, 2024 წლის 14 ნოემბრის N 24/04 და 2025 წლის 13 ოქტომბრის    ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის  პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 185/01-01  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი მესამე ნაწილის, 54 ე  მუხლის პირველი ნაწილის,  58-ე  მუხლის პირველი  ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, სსიპ  - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2025 წლის  30 ივნისის ,,2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების  სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან  სხვა  დაწესებულებაში  გადასვლის  (მობილობის)  პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ N1.1/67 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 9 ივლისის N15340/28, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 13 ივლისის N15623/30 და 17 ივლისის      N16186/30, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2026 წლის 14 ივლისის N15762/26 და ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის დეკანის  2026 წლის 17 ივლისის N16185/31-01 წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი N1);
1.2. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი N2);
1.3. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი   (დანართი N3);
1.4. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი N4);

2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს;
3.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული  ერთეულებისათვის გადაცემის  უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული  იქნას კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   ძალაში  შესვლის  დღიდან   1  თვის   ვადაში   ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 182/01-01   

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N 135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 24 ივნისის N13972/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 25 ივნისის N14101/32, იურიდიული  ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის პირველი ივლისის  N14634/31-03, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის   2026 წლის  24 ივნისის N13972/29, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 22 ივნისის N13748/27 და ზუსტ და  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 07 ივლისის N15097/28  წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანების N1 დანართის (დანართი N1) შესაბამისად:
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
3.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი  წესით  ძალაში შესვლის დღიდან  1 თვის  ვადაში  ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

View More

Order N: 181/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ უფროსის თანამდებობაზე  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის    11 სექტემბრის   N135/ნ  ბრძანებით   დამტკიცებული  სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების , ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში  მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 21 აპრილის   N8/04 ერთობლივი   ბრძანებისა და საფინანსო   დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის  მანონი ჯოჯუას  2026 წლის  16 ივლისის   N16004/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს  კონკურსი  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის  საშტატო  განრიგით  განსაზღვრულ  უფროსის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის  შრომის ანაზღაურება  განისაზღვროს თვეში   3000 (სამიათასი)   ლარის  ოდენობით   (საშემოსავლო გადასახადისა   და  საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
3.  აპლიკანტი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება).
ბ) მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საფინანსო/ეკონომიკურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის და ხელმძღვანელ პოზიციაზე 2 წლიანი გამოცდილება.
გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Exel.

4. აპლიკანტს მოეთხოვება იცნობდეს:
ა) საქართველოს კანონს ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’.
ბ) საბიუჯეტო კოდექსს, საგადასახადო კოდექსს.
გ) თსუ  აკადემიური საბჭოს შესაბამის დადგენილებებს.
დ) საქართველოს კანონს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’.
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის N17 ბრძანებას - ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.
ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს N672 ბრძანებას - ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე’’.


5.  აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) კომუნიკაბელურობა;
ბ) პროფესიონალიზმი;
გ) მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
დ) დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებული დროის მართვის უნარი;
ე) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ვ) დასახული  ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად  შესრულების უნარი;
ზ) პრობლემების ინდენტიფიკაციისა და გადაჭრის უნარი;
თ) ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
ი) დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
კ) პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი;


6. თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის  უფროსის  პოზიციაზე დასაქმებულ  პირს მოეთხოვება შემდეგი  ვალდებულებების (ძირითადი  მოვალეობები) შესრულება:
ა) უხელმძღვანელოს და  წარმართოს საფინანსო დეპარტამენტის   საქმიანობა,  გაანაწილოს მოვალეობები დეპარტამენტის  თანამშრომლებს შორის, მისცეს  მათ მითითებები  და დავალებები.
ბ)  დაგეგმოს დეპარტამენტის   მუშაობა,  შექმნას  შრომის აუცილებელი  პირობები,  მიიღოს შესაბამისი ზომები თანამშრომელთა პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად.
გ) ორგანიზება გაუწიოს  უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენას,  სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების   მიზნით   შესაბამისი    სამუშაოების   ჩატარებას,   ბიუჯეტის  ხარჯვითი ნაწილის შესრულებას და ბუღალტრული  აღრიცხვის წარმოებას. ითანამშრომლოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და მიიღოს ზომები უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესრულების უზრუნველსაყოფად.
დ)  წარუდგინოს   განსახილველად უნივერსიტეტის  ხელმძღვანელობას წინადადებები დეპარტამენტის  სტრუქტურის,  შტატების, დეპარტამენტის   პერსონალთან შრომითი ურთუიერთობის შეწყვეტის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
ე) განიხილოს  და ხელი მოაწეროს დეპარტამენტში  მომზადებულ დოკუმენტაციას, კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება.
ვ) უზრუნველყოს კორესპონდენცის  განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება.     ხელი მოაწეროს ინფორმაციული  ხასიათის  წერილებს, რომლებიც წარმოადგენენ დეპარტამენტის საქმიანობის საგანს.
ზ) ზედამხედველობა გაუწიოს  დეპარტამენტის  თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი  მოვალეობების ჯეროვან  შესრულებას,  დაადგინოს  დეპარტამენტის  მიერ შვებულებების გამოყენების  რიგითობა,  განახორციელოს მათ მიერ უნივერსიტეტის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი.
თ)    განახორციელოს   სახელმწიფო   ხაზინის   ელექტრონულ   მომსახურების    სისტემაში ანგარიშწორების   დადასტურება.  უზრუნველყოს   კომპეტენციის   ფარგლებში,  საფინანსო 
დეპარტამენტის  დებულებით,  უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით  განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულება.
7.  საფინანსო დეპარტამენტის   უფროსის  პოზიციაზე კონკურსში  მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;
ვ) კონკურსით  გამოცხადებული  ვაკანსიის  დაკავების შემთხვევაში  აპლიკანტმა პერსონალის მართვის  დეპარტამენტში   უნდა   წარმოადგინოს ცნობა  ,,სქესობრივი  თავისუფლებისა   და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“;
8.  კონკურსში   მონაწილეობის  მსურველი  აპლიკანტის  შერჩევა  განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის  საფუძველზე   საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობება  პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი  უნდა იქნეს 2026 წლის 22 ივლისიდან  2026 წლის 28 ივლისის  ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს ,,საფინანსო დეპარტამენტის უფროსი“.
10.  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე  შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს  კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1 და დანართი 2);
11.  ბრძანება სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის  უფროსის თანამდებობაზე  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ   განთავსდეს   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   -   www.tsu.ge-ზე    და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 7 აგვისტოსი.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 200/02-01  

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში 2026-2027 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026  წლის 03 ივლისის  N180/02-01  ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე  მუხლის, 59-ე  მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის  უფროსის 2026 წლის  15 ივლისის    N15900/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.შევიდეს ცვლილება  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში  2026-2027 სასწავლო წელს ერთიანი  ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების  წლიური   საფასურისა  და  მასწავლებელთა ანაზღაურების  ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026  წლის 03   ივლისის    N180/02-01 ბრძანებაში, კერძოდ: ზემოაღნიშნული ბრძანების მე-4 პუნქტის „ა.ა.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ა.ა. პირველი ეტაპის  გადახდა  განხორციელდეს მოსამზადებელი  კურსის     მსმენელის    მიერ სწავლის დაწყებამდე“ ;

2.შევიდეს    ცვლილება   „სსიპ      - ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი     განათლების           ცენტრის      აბიტურიენტთა     მოსამზადებელ განყოფილებაში  2026-2027 სასწავლო წელს ერთიანი  ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების  წლიური   საფასურისა  და  მასწავლებელთა ანაზღაურების  ტარიფების

განსაზღვრის  შესახებ“  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026   წლის 03 ივლისის    N180/02-01 ბრძანებაში,  კერძოდ: ზემოაღნიშნული ბრძანების  მე-4 პუნქტს დაემატოს   „კ.)“ ქვეპუნქტი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„კ.) აბიტურიენტის/წარმომადგენლის  მიერ  კურსზე ხელშეკრულების  გაფორმების დროს, თუ აბიტურიენტის მიერ გასავლელი საათების რაოდენობა აღემატება 70 საათს, აბიტურიენტი იხდის კურსის   საფასურის   სრულ  ღირებულებას,   100%-ს;     აბიტურიენტის/წარმომადგენლის   მიერ კურსზე ხელშეკრულების  გაფორმების დროს, თუ  აბიტურიენტის  მიერ გასავლელი საათების რაოდენობა შეადგენს  70 საათს ან ნაკლებს, აბიტურიენტი იხდის კურსის  საფასურის  სრული ღირებულების ნახევარს, 50%-ს;“

3.   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4.   დაევალოს        საინფორმაციო    ტექნოლოგიების         დეპარტამენტს     ბრძანების     განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 198/02-01  

სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით  ერთეულში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის  - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის  იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების     მე-14 მუხლის   პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტების ,  მე-9  პუნქტის, ,,სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის    სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა  და  სამეცნიერო  თანამდებობების   დაკავების  დამატებითი  პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს    2017 წლის   31 მაისის    N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის  მე-6  მუხლის   მე-17,  მე-18  და  მე-20  პუნქტების,  შოთა  რუსთაველის სახელობის ქართული   ლიტერატურის ინსტიტუტის   დებულების მე-8  მუხლის   მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის  მე-5 პუნქტის, „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო  განრიგის  დამტკიცების შესახებ “ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2026 წლის 3 ივლისის  10/04 ერთობლივი ბრძანებისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის 2026 წლის 15 ივლისის  N15825/10 (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის    2026 წლის     10 ივლისის       სხდომის      N1 შემაჯამებელი    ოქმი)   წერილის
საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო -კვლევით ერთეულში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი    ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:

ა) ლიტერატურის  თეორიისა და კომპარატივისტიკის სამეცნიერო განყოფილება 
ემზარ კვიტაიშვილი  -  მეცნიერი თანამშრომელი (4  წლის  ვადით)  0,5  საშტატო ერთეული

ბ) გალაკტიონოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

კოტე ლომიძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   1 საშტატო ერთეული

 

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს  შრომითი  ხელშეკრულებების გაფორმება შოთა  რუსთაველის   სახელობის  ქართული   ლიტერატურის    ინსტიტუტის არჩეულ პერსონალთან.

3. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,   საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის სამსახური,  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 177/01-01    

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის    11 სექტემბრის   N135/ნ  ბრძანებით   დამტკიცებული  სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების , ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში  მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 21 აპრილის N8/04 ერთობლივი   ბრძანებისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის  მანონი ჯოჯუას  2026 წლის  10 ივლისის   N15440/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს  კონკურსი  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის  შრომის ანაზღაურება  განისაზღვროს თვეში 1330 (ათასსამასოცდაათი)   ლარის  ოდენობით (საშემოსავლო  გადასახადისა   და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
3.  აპლიკანტი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი   განათლება - ბაკალავრი  (ეკონომიკა/ბიზნესის   ადმინისტრირება),  ან საფინანსო/ეკონომიკური მიმართულებით  პრაქტიკული   მუშაობის  არანაკლებ   3 წლიანი გამოცდილება;
ბ) ბაკალავრის შემთხვევაში - მუშაობის  არანაკლებ  3 წლის  გამოცდილება.  მათ  შორის საფინანსო/ეკონომიკური მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Exel.


4. აპლიკანტს მოეთხოვება იცნობდეს:
ა) საქართველოს კანონს ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’.
ბ) საბიუჯეტო კოდექსს, საგადასახადო კოდექსს, ფინანსური საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებს.
გ) საქართველოს მთავრობის დადგენილებებს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ.
დ) სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტების საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკაციას.
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 აპრილის N220 ბრძანებას.

5.  აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ბ) ფორს-მაჟორულ  ვითარებაში მუშაობის უნარი;
გ) ოპერატიულობა;
დ)  ცვლილებების ადეკვატურად  აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი;
ე) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი.

6. თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის  საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების  (ძირითადი  მოვალეობები) შესრულება:
ა) ფაკულტეტებიდან, კვლევითი ინსტიტუტებიდან და სხვა სტრუქტურული ერთეულებებიდან მიღებული მასალების საფუძველზე უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებელი ხარჯების დამუშავება;
ბ)  უნივერსიტეტის ბიუჯეტის  პროექტში  გასათვალისწინებელი  ეროვნული  და საერთაშორისო გრანტების ხარჯთაღრიცხვების დამუშავება;
გ)  დამტკიცებულ ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრების ხარჯვის კონტროლი, შესაბამისი  სტრუქტურული ერთეულის,  დაფინანსების  წყაროს და საბიუჯეტო კლასიფიკატორის მუხლების მიხედვით;
დ)  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინების საფუძველზე სხვადასხვა სახის  ბრძანებების პროექტების მომზადება;
ე)  შრომითი  ხელშეკრულებების  გაფორმება (სტუდენტთა  კულტურული  და  სამეცნიერო პროექტები, ეროვნული და საერთაშორისო გრანტები,    სხვადასხვა პროექტები) მომსახურე პერსონალთან სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულებაზე;
ვ) ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტების ხარჯთაღრიცხვებით, პერიოდების მიხედვით გათვალისწინებული ფინანსური დოკუმენტების მომზადება-შეკრება-დამუშავება.
ზ)  საერთაშორისო გრანტების ფინანსთა სამინისტროში  დასარეგისტრირებლად საბუთების შეკრება, გრანტების  ხარჯთაღრიცხვების დამტკიცება,  თანხების  დადასტურება, ფინანსური ანგარიშებისათვის საბუთების შეგროვება.
თ)  საერთაშორისო და  ეროვნული  გრანტების,    მოსაპოვებლად საკონკურსოდ  წარსადგენ პროექტების ბიუჯეტების შედგენაზე  კონსულტაციების გაწევა, წერილების მომზადება სხვადასხვა ინსტაციებში წარსადგენად;
ი) უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების  მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში წარმოდგენილი სტუდენტური (კულტურული და სამეცნიერო) პროექტების  ბიუჯეტების შედგენაზე   კონსულტაციების  გაწევა და დასკვნების  მომზადება მუდმივმოქმედი საბჭოსთვის გადასაცემად. 
კ)  სტატისტიკის  ეროვნულ  ბიუროში,  საქართველოს ფინანსთა      და  განათლების სამინისტროებში  წარსადგენი სხვადასხვა ფინანსური ფორმების მომზადება და წარდგენა.

7. საფინანსო დეპარტამენტის  საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) კონკურსში   მონაწილეობის მსურველ  აპლიკანტს  მოეთხოვება  შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;
ვ) კონკურსით  გამოცხადებული  ვაკანსიის  დაკავების შემთხვევაში  აპლიკანტმა პერსონალის მართვის  დეპარტამენტში   უნდა   წარმოადგინოს ცნობა  ,,სქესობრივი  თავისუფლებისა   და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“;

8.  კონკურსში   მონაწილეობის  მსურველი  აპლიკანტის  შერჩევა  განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის  საფუძველზე   საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობება  პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი  უნდა იქნეს 2026 წლის 15 ივლისიდან  2026 წლის 20 ივლისის  ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:    vacancy@tsu.ge.   სათაურის    ველში   უნდა    მიეთითოს    ,,საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია)“.
10.  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის   საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი  სპეციალისტის (I კატეგორია) შერჩევის  მიზნით შეიქმნას  კომისია  და დამტკიდეს   კომისიის  მუშაობის წესი (დანართი 1 და დანართი 2);
11. ბრძანება სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის   საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი  სპეციალისტის (I კატეგორია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების  შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 7 აგვისტოსი.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 195/02-01

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „პრაქტიკული და საოჯახო ნუტრიციოლოგია“  -ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის  თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი       ნაწილის,    54–ე მუხლის   პირველის  ნაწილის,  57-ე  მუხლის,   ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  − ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2013 წლის      11 სექტემბრის    №  135/ნ ბრძანებით   დამტკიცებული   სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის  პირველი   პუნქტის „ა“ და ,,ნ’ ’ ქვეპუნქტების, სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი  განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „პრაქტიკული და საოჯახო ნუტრიციოლოგია“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის   2026 წლის  09 ივლისის     N170/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2026 წლის 10 ივლისის  N15461/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ   ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის       სასერტიფიკატო      კურსის       „პრაქტიკული       და      საოჯახო ნუტრიციოლოგია“-ს ერთი   კურსის    მოცულობა   განისაზღვროს      21 საათით;   კურსის ღირებულება თითოეული  მსმენელისათვის განისაზღვროს 450 ლარის ოდენობით;
2.ტრენერის    ანაზღაურება განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად 1 საათი - 125 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3.დაევალოს   უნივერსიტეტის      კანცელარიას      წინამდებარე       ბრძანების       გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4.დაევალოს   საინფორმაციო    ტექნოლოგიების    დეპარტამენტს     ბრძანების     განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5.ბრძანება    ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე
 

View More

Order N: 192/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების   შესახებ  " საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის  პირველი , მე -4 და მე -5 პუნქტების , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  № 135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე -6 პუნქტების , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის № 63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების   ერთიანი   წესისა   და  სამეცნიერო  თანამდებობების დაკავების დამატებითი   პირობების   დამტკიცების   შესახებ  ”   (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ , ოქმი № 03; 23.06.2017წ), „ სსიპ ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის   ერთიანი   საშტატო   განრიგის დამტკიცების შესახებ  რექტორისა და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2026  წლის  3 ივლისის    N10/04 ერთობლივი   ბრძანების,    თსუ-ის    დამოუკიდებელი  სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის-არნოლდ ჩიქობავას  სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტის დირექტორის  ნ. მაჭავარიანის 2026 წლის 2 ივლისის N14801/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი   სამეცნიერო   -კვლევითი ერთეულის       - არნოლდ ჩიქობავას სახელობის    ენათმეცნიერების     ინსტიტუტში   მეცნიერი     თანამშრომლის სამსახურში  მისაღებად;
2. მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე    4 წლის  ვადით    შეიძლება  აირჩეს  პირი , რომელსაც აქვს   საკონკურსოდ    გამოცხადებული    ვაკანსიის    პროფილის   მიხედვით მაგისტრის ან მასთან  გათანაბრებული  აკადემიური   ხარისხი , სამეცნიერო  -  კვლევითი საქმიანობის გამოცდილება   (რაც გულისხმობს   არა მხოლოდ სამეცნიერო  -  კვლევით , უმაღლეს საგანმანათლებლო  ან    სხვა    პროფილურ   დაწესებულებაში    სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას  , არამედ  გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც ) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1  რეიტინგული  სამეცნიერო  პუბლიკაცია  მაინც  სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსის  მიმდინარეობისას კონკურსანტთა შორის თანაბარი მონაცემების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება  სამსახურებრივი შეთავსების არმქონე კონკურსანტს;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 14 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა განისაზღვროს  2026 წლის 15 აგვისტოდან  2026 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით.  საკონკურსო  კომისიის  შემაჯამებელი   ოქმი  დასამტკიცებლად    წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 25 აგვისტოსი;
5. კონკურსი  გამოცხადდეს  თსუ  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  - არნოლდ ჩიქობავას  სახელობის ენათმეცნიერების   ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა  და  სამეცნიერო  ტერმინოლოგიის  განყოფილების  მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო  თანამდებობის დასაკავებლად - ერთი საშტატო ერთეული (4 წლის ვადით);
6.  მეცნიერი  თანამშრომლის სამეცნიერო  თანამდებობებზე  გამოცხადებულ  კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს  საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი/პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი  აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი,  უცხო   ქვეყანაში  მიღებული   განათლების  ან/და  სამეცნიერო  ხარისხის   (ასეთის არსებობის  შემთხვევაში)   აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)      სამეცნიერო   საქმიანობის   გამოცდილების   ამსახველი   ინფორმაცია   (მათ   შორის სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ)  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი  კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა „სქესობრივი  თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ    მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ”;
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 15 აგვისტოდან 2026 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით, თსუ  დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში  - არნოლდ
ჩიქობავას   სახელობის  ენათმეცნიერების ინსტიტუტში.მისამართი: ქ. თბილისი,  ი.ჭავჭავაძის გამზ. N13  თსუ  მე-8 კორპ. IV  სართ.  (1000-დან  -  1700   საათამდე).  ასევე
ელექტრონულ მისამართზე: contact.icege@gmail.com. ტელ: 599 400 728;
8.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.  წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის
დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 
რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 175/01-01    

სსიპ  – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის ნინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე  გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის,   ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და "ზ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის   ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის   სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა  და  სამეცნიერო  თანამდებობების  დაკავების  დამატებითი  პირობების დამტკიცების შესახებ”   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს   2017 წლის   31 მაისის   N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის   მე-6   მუხლის   მე-17,   მე-18   და   მე-20   პუნქტების,   ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის    მინერალური    ნედლეულის    კავკასიის    ინსტიტუტის დებულების მე-8  მუხლის  მე-7  პუნქტის,  მე-10  მუხლის,   „სსიპ ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 3 ივლისის N10/04 ერთობლივი ბრძანების  და  ალექსანდრე  თვალჭრელიძის  სახელობის  მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის რ. კვატაშიძის 2026 წლის 6 ივლისის N14991/10 წერილის (თან ერთვის  საკონკურსო კომისიის 2026 წლის 3 ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N4)  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის     სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:
მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მირიან მაქაძე -   მეცნიერ თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ნანა აზარიაშვილი - მეცნიერ თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
მურადი ტყემალაძე - მეცნიერ თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
გიორგი მინდიაშვილი - მეცნიერ თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული


ენერგეტიკული  რესურსებისა  და  ახალი  ტექნოლოგიების  სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
სოფიო გიგაური - მეცნიერ თანამშრომელი - 0.5  საშტატო  ერთეული

გეოეკოლოგიისა და გამოყენებითი გეოქიმიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
ვიოლეტა კირაკოსიანი - მეცნიერ თანამშრომელი -  1 საშტატო ერთეული
ნინო ხუნდაძე - მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

საინჟინრო-გეოლოგიური,   გეოფიზიკური   და   ჰიდროგეოლოგიური   სამეცნიერო- კვლევითი განყოფილება
ნოდარი ფალავანდიშვილი- მეცნიერი თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული
ლია ზუბაშვილი - მეცნიერი თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული
ანზორი მესხია - მეცნიერი  თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული
ნესტორ კაცაძე - მეცნიერი  თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული

რეგიონული გეოლოგიისა და კარტირების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
ვაჟა  ნადირაძე - - მეცნიერი თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული
ნელი ოდიკაძე -  მეცნიერი თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული
მაია აფხაზავა -  მეცნიერი თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული


სასარგებლო   წიაღისეულის   გამდიდრების   და   ჩამდინარე   წყლების   გაწმენდის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
ეკატერინე უკლება - მეცნიერი თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული
თეიმურაზ რუხაძე - მეცნიერი თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული


სილიკატებისა    და    საშენი    მასალების    ტექნოლოგიის    სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
ვერა მაისურაძე - მეცნიერი თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული
ლამარა გაბუნია - მეცნიერი თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული
ევგენი ხუჭუა - მეცნიერი თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული

საგამოცდო ცენტრი  „გეოანალიტიკა“
რუსუდანი სურგულაძე -  მეცნიერი თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული
ნონა ჯანაშვილი - მეცნიერი თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული
სოფიო ჯალაღანია - მეცნიერი თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული
მაია ბროკიშვილი - მეცნიერი თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული


2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2026 წლის 13 ივლისიდან. 
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის    სამეცნიერო პერსონალთან.
4. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი).
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 174/01-01