Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი  კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი  კომისიის შექმნის შესახებ

„საერთაშორისო ურთიერთობებეის“   საბაკალავრო პროგრამის მერვე სემესტრის სტუდენტის რევაზ დიდებაშვილის 16.02.2022 განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:

1. შეიქმნას სტუდენტ რევაზ დიდებაშვილის ფინალური საგამოცდო  ნაშრომის შემფასებელი კომისია  საგანში ,,კვლევის დიზაინი საერთაშორისო ურთიერთობებში“ შემდეგი შემადგენლობით:

სალომე დუნდუა-  ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში, კომისიის თავმჯდომარე;

დავით მაცაბერიძე–ასოცირებული პროფესორი;

კონსტანტინე შუბითიძე  – მოწვეული ლექტორი, კომისიის მდივანი

2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

View More

Order N: 43/30

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  ბრძანება - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის N111/2013 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“-ს მე-3 და მე-7 მუხლების, ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 05 ნოემბრის №105/2012 დადგენილებით დამტკიცებული „უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვებული კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“, ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №74/2012 დადგენილებით დამტკიცებული „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ N1 დანართის მე-2 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:

1. შეიქმნას თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ერთი წლის ვადით, კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1.1. თეიმურაზ პაპასქირი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
1.2. დარეჯან გარდავაძე – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 
1.3. ზვიად მურადაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
1.4. ეკატერინე ბურდული - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი; 
1.5. სოფიო პაპიაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი; 
1.6. ლაშა სილაგაძე – ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი; 
1.7. ნინო სურმავა - ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;

1.8. დემურ ჯალაღონია–ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
1.9. მერი ნიკოლეიშვილი–ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი; 
1.10. თეა თათეშვილი – ხარისხის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია)

1.11.  ნინო კვირიკაშვილი–კომისიის მდივანი, ხარისხის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია). 

2. კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის დროებით შესრულება დაევალოს ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს, დარეჯან გარდავაძეს. 
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

View More

Order N: 3

კონკურსანტების გასაუბრების განრიგი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენ-პროფესორის  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში (რექტორის ბრძანება №:216/01-01, 26/10/2021) პრეტენდენტის სტატუსის მინიჭებისა და ზეპირ გასაუბრებაზე მოწვევის  განრიგი

(მიკროეკონომიკის კათედრა, ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრა, გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრა)

 

იხილეთ გასაუბრების განრიგი:

View More

Order N:

ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის

საქართველოს პრეზიდენტი აწესებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი  ლექტორი ქალის,  ქველმოქმედის, პოეტისა და  მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზება და შემოქმედებითი ინიციატივის წახალისება.

ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გაიცემა ორ ნომინაციაში:

პროზაული ნაწარმოების ქართული თარგმანისათვის;

სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანისათვის. 

 

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებს.

 საკონკურსო ნაშრომის წარდგენისას ამავე ნაწარმოების ქართული თარგმანი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სხვა მთარგმნელის მიერ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა თავიანთი უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა წარადგინონ საბუთები და საკონკურსო თარგმანი.

 

კონკურსის ეტაპები:

უნივერსიტეტში, რომელსაც აქვს კონკურსში მონაწილეობის სურვილი, რექტორის ბრძანებით იქმნება კომისია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების ნაშრომების განხილვის, მათ შორის ორივე ნომინაციის მიხედვით თითო საუკეთესოს გამოვლენისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენის მიზნით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უნივერსიტეტებიდან შემოსული თარგმანებიდან ორივე ნომინაციის მიხედვით დასაჯილდოებლად გამოავლენს თითო კანდიდატს და თავის გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატების დაჯილოების შესახებ.

 

კონკურსის ვადები:

კონკური ცხადდება 2021 წლის 29 დეკემბერს.

საკონკურსო თარგმანების, მათი ორიგინალების (ნებისმიერი ფორმით) და საბუთების (პირადობის მოწმობის ასლი) უნივერსიტეტის კანცელარიაში წარდგენა სტუდენტებს შეუძლიათ 2022 წლის 7-დან 18 თებერვლის ჩათვლით.

საკონკურსო ნამუშევრები უნივერსიტეტში შექმნილ კომისიას გადაეცემა 2022 წლის 21 თებერვალს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკონკურსო ნამუშევრები წარედგინება 2022 წლის 14 მარტს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი გამოავლენს საუკეთესო თარგმანებს და საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად  წარუდგენს 2022 წლის 14 აპრილს.

გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 23 აპრილს ორბელიანების სასახლეში.

View More

Order N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში - მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32 მუხლის მე-2 პუნქტის, 372  მუხლის პირველი, მე-4 და მე-5   პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  და მე-11 პუნქტის,  322   მუხლის პირველი,  მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2021 წლის 18 ნოემბრის N31/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2021 წლის 14 დეკემბრის N26706/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში   მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,  სამეცნიერო  -  კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული  ან  გამოსაქვეყნებლად  მიღებული  სამეცნიერო  პუბლიკაციები,  მათ  შორის არანაკლებ    1     რეიტინგული    სამეცნიერო    პუბლიკაცია    მაინც    სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 15 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 17 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით (19 იანვრის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად   წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის  12 თებერვლისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში   მეცნიერი თანამშრომლების   სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:


ა) ლევან ჯაფარიძის სახელობის დენის ქიმიური  წყაროებისა და საელექტროდო მასალების ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 4 საშტატო ერთეული

ბ)  გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 2,5 საშტატო ერთეული

გ)  ადგილობრივი  წიაღისეულისა  და  მინერალური  ნედლეულის  ქიმიური  გადამუშავების ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 1,5 საშტატო ერთეული

დ) ელენე  ნანობაშვილის სახელობის რადიაციული ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 4 საშტატო ერთეული

ე) ჯონდო ჯაფარიძის სახელობის არაწყალხსართა ელექტროქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

ვ) რევაზ დოღონაძის სახელობის თეორიულ კვლევათა ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 2 საშტატო ერთეული

ზ) აპოლონ ავალიანის სახელობის ლღობილთა ელექტროლიზის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

თ) კატალიზის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 3 საშტატო ერთეული

ი) ნიკოლოზ ლანდიას სახელობის თერმოქიმიის ლაბორატორია: 
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

კ) არაორგანული ნაერთების ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 3   საშტატო ერთეული (ორი   0,5 საშტატო ერთეული)

ლ) ფიზიკური და ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 1,5 საშტატო ერთეული

5. სამეცნიერო თანამდებობებზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ" 32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,    უმაღლეს    საგანმანათლებლო    დაწესებულებაში    არ    შეიძლება    დასაქმდეს
,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ   მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
6. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2022 წლის 17 იანვრიდან   21 იანვრის ჩათვლით (19 იანვრის გარდა). 10:00-დან 17:00     საათამდე რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში. მისამართი: მინდელის ქ. N11. ოთახო N205-ა - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი.
7. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთში  ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა    აუდიტის   სამსახური,  გაზეთი  ,,თბილისის   უნივერსიტეტი’’,  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტი,  რაფიელ  აგლაძის  სახელობის  არაორგანული  ქიმიისა  და ელექტროქიმიის ინსტიტუტში).
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ოკრიბელაშვილი

View More

Order N: 268/01-01

Order N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ”   საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,   55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3  ნაწილების,   57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის  იურიდიული პირის − ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების     დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით   დამტკიცებული     ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის     თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის   წესდების    მე-14 მუხლის    პირველი   პუნქტის,    მე-8 პუნქტის   ,,ა’’,  ,,ბ”,  ,,ო”  ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა  და  ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო)      საუნივერსიტეტო დაფინანსების   კანდიდატების   შერჩევის    წესის   დამტკიცების შესახებ”   სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 07 თებერვლის N28/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის  24 ნოემბრის  N24787/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო ოდენობა განისაზღვროს 350 000 ლარით.
2. სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის და ერთსაფეხურიანი სამედიცინო სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 53 362 ლარი; 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 63 107  ლარი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 42 914 ლარი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 86 204 ლარი; ე) იურიდიული ფაკულტეტი – 50 863 ლარი;
ვ) მედიცინის ფაკულტეტი – 29 469  ლარი;
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 24 081  ლარი.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ  ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე
 

View More

Order N: 246/01-01

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”

ცხადდება კონკურსი

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
(თსუ -ის რექტორის  2021 წლის 29 ნოემბრის  N245/01-01 ბრძანება)  

  

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2020 - 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ  30 კრედიტისა.

შერჩევის პროცესში მონაწილეობის  მისაღებად კანდიდატმა ელექტრონულ ფორმატში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  

  1. განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე  (იხ. განცხადების ფორმა );
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. საბანკო ანგარიშის ნომრის  ამონაწერი  „საქართველოს ბანკიდან“; 
  4. 2020 - 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2021 წლის 1 თებერვლიდან 2021 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამეცნიერო კრებულის, ან ჟურნალის სახელწოდება, თავფურცელი, სარჩევი, ლინკი, გამოქვეყნების თარიღი, ადგილი.
  • 2020 - 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2021 წლის 1 თებერვლიდან 2021 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული); 
     

შენიშვნა: გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცლისა და ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საფაკულტეტო კონფერენციაში მონაწილეობის /გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტებს მოიძიებს თავად საფაკულტეტო კომისია.
 

საბუთები მიიღება ელექტრონულ ფორმატში 30 ნოემბერიდან – 4 დეკემბერის ჩათვლით, მისამართზე: social@tsu.ge


პირველადი  შედეგები გამოქვეყნდება 9 დეკემბერს 10:00 სთ.

აპელაცია:  9 დეკემბერს 17:00 სთ. (აპელაცია მიიღება მისამართზე social@tsu.ge)

საბოლოო შედეგები გამოცხადდება  10 დეკემბერს

გისურვებთ  წარმატებებს !

View More

Order N:

,,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ რექტორის 2021 წლის 29 ნოემბრის N245/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი    განათლების   შესახებ”    საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის    პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის  2013 წლის    11    სექტემბრის    №135/ნ    ბრძანებით    დამტკიცებული    საჯარო    სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის,  უნივერსიტეტის ეკონომიისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის 2021 წლის 30  ნოემბრის   №25203/29 წერილის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის  კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ’’   რექტორის 2021 წლის 29 ნოემბრის N245/01-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული  N1 დანართის  (სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესის)  მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -

,,ა)   აკადემიური   მოსწრება   (გარდა   იურიდიული   და   ეკონომიკისა   და   ბიზნესის ფაკულტეტებისა)  შეფასდეს  80  ქულით,  რომელიც  გამოითვლება  სტუდენტის  მიერ უნივერსიტეტში, ასევე ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ  უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, წინა სემესტრში სასწავლო კურსებში (არანაკლებ 30 კრედიტი; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ფაკულტეტზე მოპოვებული კრედიტების ოდენობა - არანაკლებ 27 კრედიტისა) მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით. ‘’;

ბ)  ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული  N1  დანართის     მე-2  მუხლის  ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -

,,ბ) სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება (გარდა იურიდიული   და ეკონომიკისა და ბიზნესის   ფაკულტეტებისა) შეფასდეს მაქსიმუმ 10 ქულით (მიიღება წინა სემესტრში გამოქვეყნებული ნაშრომები). ‘’;

გ)  ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული  N1  დანართის     მე-2  მუხლის  ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -

,,გ) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა (გარდა იურიდიული და ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტებისა) შეფასდეს მაქსიმუმ 10 ქულით (ჩაითვლება წინა სემესტრში ჩატარებული კონფერენციები).“;

დ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის   მე-2 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -

,,დ) აკადემიური მოსწრება იურიდიულ ფაკულტეტზე შეფასდეს 95 ქულით, ხოლო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე - 90 ქულით,    რომელიც გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში, ასევე ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, წინა სემესტრში სასწავლო კურსებში (არანაკლებ 26 კრედიტი) მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.’’;

ე)  ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული   N1  დანართის     მე-2  მუხლის   ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -

,,ე) სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება და სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა იურიდიულ და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებზე შეფასდეს მაქსიმუმ 5 ქულით (მიიღება წინა სემესტრში გამოქვეყნებული ნაშრომები და წინა სემესტრში ჩატარებული კონფერენციები).’’;

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 249/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს  2018 წლის 30 აპრილის   №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 6 ოქტომბრის №27/04 ერთობლივი ბრძანებისა  და მედიცინის  ფაკულტეტის  დეკანის  დიმიტრი  კორძაიას  2021 წლის 2021 წლის 25 ნოემბრის N24927/32  წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    მედიცინის     ფაკულტეტზე     ასოცირებული     პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.  უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეული  იქნეს  დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული  აკადემიური  ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; კლინიკურ კათედრაზე ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი)    წლის   ვადით   შეიძლება   არჩეული   იქნეს    დოქტორის    ან    მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო- პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება, ბოლო 5 (ხუთი) წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
3.  კონკურსი  გამოცხადდეს  2021  წლის  28 ნოემბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 29 დეკემბრიდან 2022 წლის 6 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის პირველი თებერვლისა.
4.  კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის ა ს ო ც ი რ ე ბ უ ლ ი პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრა: ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული  (კატეგორია „ა“)

5.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე      ასარჩევმა კანდიდატმა   უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (დადგენილი  ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ  მიმართული  დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება“);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო  ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მოდულების სწავლებისას - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კონკურსში მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია თსუ აკადემიური თანამდებობა, მისი მონაცემები სრულად უნდა იყოს ასახული თსუ სამეცნიერო პორტალზე  http://rp.tsu.ge/; 
თ) შესაბამისი დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული თსუ-ის სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად
- დარგობრივ    მახასიათებლებთან,    მედიცინის    ფაკულტეტზე    მიმდინარე პროგრამებს და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს    ცნობა    თსუ    მედიცინის    ფაკულტეტის    ბიბლიოთეკიდან,    რომ სილაბუსში       გამოყენებული     ლიტერატურა     სრულად     შეესაბამება     თსუ ბიბლიოთეკის რესურსებს. შესაბამისი რესურსის   არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა    უნდა     უზრუნველყოს     ამ     რესურსის     მობილიზაცია     და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;
ი) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი. 
კ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ლ) ინფორმაცია  კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ლ.ა. თანხმობის წერილს იმ ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
ლ.ბ.  კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს;
ლ.გ. კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
ლ.დ.    დადასტურების     წერილს,     რომ     ბაზაზე     სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ ელექტრონული რესურსები;
6.  საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 29 დეკემბრიდან  2022  წლის  6  იანვრის  ჩათვლით,  11:00-დან   16:00 საათამდე  მედიცინის  ფაკულტეტის  საკონკურსო     დოკუმენტაციის     მიმღებ     აპარატში. მისამართი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, III სართული,   ოთახი N330;
7.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი  კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ    შესაბამისი    აკადემიური    თანამდებობის    დაკავებისთანავე)    და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მედიცინის ფაკულტეტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 244/01-01

დოქტორანტ გიორგი სანაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2021  წლის 8 დეკემბერს, 15:00 საათზე  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შედგება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ გიორგი სანაძის სადისერტაციო ნაშრომის: „საქართველოს სამრეწველო პოტენციალის ინოვაციური განვითარებისა და ათვისების ძირითადი მიმართულებები“, საჯარო დაცვა. დაცვა ჩატარდება პლატფორმა zoom-ის საშუალებით.

სამეცნიერო ხელმძღვანელი:   აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

სადისერტაციო  ნაშრომის დაცვის კომისია:  პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, პროფესორი  რევაზ გველესიანი, პროფესორი  სიმონ გელაშვილი, პროფესორი  ელგუჯა მექვაბიშვილი  (თავმჯდომარე), ასოცირებული  პროფესორი  თამარ ათანელიშვილი, ასოცირებული პროფესორი გივი ბედიანაშვილი  (მოადგილე),  ასოცირებული  პროფესორი ნაზირა კაკულია, ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე  (მდივანი), ასოცირებული პროფესორი თეა ლაზარაშვილი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი), ასოცირებული პროფესორი მარინა ნაცვალაძე, ეკონომიკის დოქტორი  მამუკა ხუსკივაძე (პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი).

View More

Order N:

კონკურსი აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტში სტიპენდიების მოსაპოვებლად ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისათვის

აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისათვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ (ICM KA107) პროგრამის ფარგლებში 2021/2022 აკადემიური წლისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის, სააპლიკაციო პროცედურების შესახებ, იხილეთ აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული საკონკურსო განცხადება.

 

View More

Order N:

იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია - ,,ფილოსოფია და თანამედროვეობა’’

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი   2021 წლის 18-19 ნოემბერს ჩაატარებს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ  საერთაშორისო კონფერენციას,   ,,ფილოსოფია და თანამედროვეობა’’  და    22 ნოემბერს    სტუდენტთა რეგიონალურ კონფერენციას,  რომელიც    მიეძღვნება გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის, თანამედროვე დასავლური ფილოსოფიისა და კულტურის ცნობილი მკვლევარის, ესეისტის, პოეტის პროფესორ ზურაბ კაკაბაძის დაბადებიდან  95-ე    წლისთავს.   

იხ. კონფერენციის პროგრამა.

კონფერენცია მუშაობას იწყებს 18 ნოემბერს 11 საათზე, ზუმის პლატფორმაზე.     პერსონალური ID 7132438344, კოდი: 7777.

 

View More

Order N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით ქართული დიასპორის მოსწავლეებისთვის კონკურსის დებულების დამტიცების თაობაზე

,,უმაღლესი   განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   ,,ლ“   და ჰ4 ქვეპუნქტების,  22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის,  23-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", და ,,პ" ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, პროგრამის ,,მეცნიერების პოპულარიზაცია’’ (პროგრამული კოდი: 32 05 05) ფარგლებში და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული -    არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის    2021 წლის 9 ნოემბრის N23563/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს ,,მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით ქართული დიასპორის მოსწავლეებისთვის კონკურსის  დებულება’’ (დანართი N1).
2. დაევალოს უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულ - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს იმოქმედოს წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული ,,მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით ქართული დიასპორის მოსწავლეებისთვის კონკურსის  დებულების’’  თანახმად.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.  ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
6.   ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან) 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64, პეკინის ქ. N29-ბულაჩაურის ქ. N7ა).


რექტორი გიორგი შარვაშიძე
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 30/04  

ISET-ის სტუდენტების საერთაშორისო წარმატება

ქართველი სტუდენტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ეკონომიკური და არაეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით პოსტპანდემიურ პერიოდში გასატარებელ ოპტიმალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით საუკეთესო აღმოჩნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პრესტიჟულ კონკურსში Fund Challenge. თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების მერი ჯულაყიძის და ნინო სარიშვილის პროექტი 35 ქვეყნის უნივერსიტეტების ეკონომისტი სტუდენტების ნაშრომებს შორის გამოირჩა. 

„ეკონომიკა ჩვენი ცხოვრებისა და მსოფლმხედველობის განუყოფელი ნაწილია“ - აცხადებენ ISET-ის სტუდენტები. წარმატებისკენ მიმავალი გზა კი მათთვის მარტივი არ ყოფილა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროექტი Fund Challenge განკუთვნილია ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნებიდან. შერჩეული სტუდენტები პირველი სამი თვის განმავლობაში ფონდის მიერ შედგენილ მაკროეკონომიკის დიაგნოსტიკის კურსს გადიან, სადაც მაკროეკონომიკის დიაგნოსტიკის ინსტრუმენტებს (მაკროეკონომიკური ანალიზი, მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური პოლიტიკა, რისკების განსაზღვრა) საფუძვლიანად შეისწავლიან. კონკურსის ბოლოს ფინალური დავალება ეძლევათ, რომელიც სწორედ ამ ინსტრუმენტების გამოყენებით უნდა შეასრულონ. გამარჯვებული სტუდენტები IMF-ის მიერ გამართულ ღონისძიებებს ესწრებიან და ფონდში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას ეცნობიან.

„წლევანდელი Fund Challenge-ის ფინალური დავალება ბრაზილიის ეკონომიკური მაჩვენებლების მონაცემთა ბაზის საფუძველზე, ერთი თვის განმავლობაში ამ ქვეყნის ეკონომიკის გაანაზილებას შეეხებოდა. გამარჯვებისკენ მიმავალი გზა იოლი ნამდვილად არ ყოფილა, სწავლისა და სამსახურის პარალელურად, ბევრი პატარ-პატარა დაბრკოლება შეგვხვდა, დანებებაც არაერთხელ გავიელვეთ თავში, თუმცა, მაინც ყოველთვის ვახერხებდით ერთმანეთის გამხნევებას და საბოლოოდ აქამდე მოვედით,“ - ამბობს მერი ჯულაყიძე.

თსუ სტუდენტები გამარჯვების ერთ-ერთუმნიშვნელოვანეს მიზეზად ISET-ში წლების განმავლობაში მიღებულ საბაზისო ცოდნას ასახელებენ და ეს მიზეზი კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები Fund Challenge-ის გამარჯვებულები სხვადასხვა წლებში უკვე მესამედ გახდნენ.

„Fund Challenge-ში მონაწილეობის მისაღებად ISET-ში შიდა კონკურენცია ყოველწლიურად საკმაოდ მაღალია. უნივერსიტეტში მაკროეკონომიკური ანალიზის ინსტრუმენტებ სსიღრმისეულად ვსწავლობთ და პრაქტიკაშიც ვიყენებთ. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს საბაზისო ცოდნა საერთაშორისო ასპარეზზე წინ გვწევს. გარდა ამისა, მე დამერის აქამდეც არა ერთ პროექტში მიგვიღია მონაწილეობა, რაც ამ ოთხი თვის განმავლობაში მოტივაციის შენარჩუნებასა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში დაგვეხმარა,“- აღნიშნავს ნინო სარიშვილი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროექტში Fund Challenge გამარჯვება, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტებისთვის სტიმული და მოტივაციაა ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად. წლების შემდეგ სად იქნებიან, პასუხი არ აქვთ, თუმცა საკუთარ თავს აუცილებლად ეკონომიკის სფეროში ხედავენ: „5 წლის შემდეგ რას გავაკეთებთ არ ვიცით, იმედია, ჩვენთვის სასიამოვნო საქმეს, რაც ეკონომიკასთან იქნება დაკავშირებული.“

View More

Order N:

საავიაციო სამართლის დარგში ახალი სახელმძღვანელო გამოიცა

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

„სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჰა­ერო სა­მარ­თა­ლი“ პრო­ფე­სორ და­ვით გე­ფე­რი­ძის მე­სა­მე გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მაა, რო­მე­ლიც დარ­გში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­აცი­ის სა­მარ­თლებ­რივ შე­ფა­სე­ბა­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­აცი­ის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს მო­იც­ავს.

 

„სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო — „სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჰა­ერო სა­მარ­თა­ლი“, რო­მე­ლიც ეძ­ღვნე­ბა აკ­ად­ემ­იკ­ოს ლე­ვან ალ­ექ­სი­ძის 95 წლის იუბ­ილ­ეს, გა­მო­იცა ერ­თი თვის წინ. ის მე­სა­მე გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მაა და მო­იც­ავს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჰა­ერო სა­მარ­თლის აქ­ტუ­ალ­ურ და მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხებს, რო­გო­რი­ცაა სა­მარ­თლის ცნე­ბა და წყა­რო­ები, ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ავი­აციო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ები და სხვ. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს სი­ახ­ლე ახ­ალი თე­მე­ბის და­მა­ტე­ბაა, რო­გო­რი­ცაა სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­აცი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე ალი­ან­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ები, ევ­რო­კავ­ში­რის სა­ავი­აციო სა­მარ­თლის ჰარ­მო­ნი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავი­აციო სა­მარ­თალ­თან და კონ­ცე­სი­ები თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ჰა­ერო ტრან­სპორ­ტის სფე­რო­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის გა­რე­მო­ება, რომ გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს სა­მეც­ნი­ერო რე­დაქ­ტო­რია თსუ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ირ­ინა ქურ­და­ძე და ამ­ავე ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფე­სო­რი და­ვით პა­ტა­რაია გახ­ლავთ წიგ­ნის რე­ცენ­ზენ­ტი“, — აცხა­დებს და­ვით გე­ფე­რი­ძე.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სა­ჰა­ერო სა­მარ­თლის კურ­სი, რო­გორც სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გა­ნი, იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სკო­ლის სა­ბა­კა­ლავ­რო სა­ფე­ხურ­ზე ის­წავ­ლე­ბა. სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მებ­ზე სტუ­დენ­ტებს არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბი — სა­ავი­აციო ტე­რო­რიზ­მი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჰა­ერო გა­დაყ­ვა­ნა-გა­და­ზიდ­ვე­ბის სა­მარ­თა­ლი აქ­ვთ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ლექ­ციო კურ­სე­ბი ფა­კულ­ტეტ­ზე ლე­ვან ალ­ექ­სი­ძის ინ­იცი­ატ­ივ­ით და­ინ­ერ­გა. ას­ევე, ლე­ვან ალ­ექ­სი­ძე გახ­ლდათ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს — „სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჰა­ერო სა­მარ­თა­ლი“ პირ­ვე­ლი და მე­ორე გა­მო­ცე­მე­ბის სა­მეც­ნი­ერო რე­დაქ­ტო­რი.

 

და­ვით გე­ფე­რი­ძის კვლე­ვის სფე­რო თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ძი­რი­თად დარ­გებს — სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჰა­ერო სა­მარ­თალ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის სა­მარ­თალს მო­იც­ავს. იგი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ებს 2003 წლი­დან კითხუ­ლობს, ას­ევე, არ­ის გო­რის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი.

 

და­ვით გე­ფე­რი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ჰა­ერო სა­მარ­თლის დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც სა­უბ­რობს: „ბო­ლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­მა მეც­ნი­ერ­მა და­იც­ვა სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ერო სა­მარ­თალ­ზე კერ­ძო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მე­ორ­ემ ევ­რო­პის სა­ავი­აციო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე რომ, ნე­ლი ტემ­პით, მაგ­რამ სიღ­რმი­სე­ული და აქ­ტუ­ალ­ური ნაშ­რო­მე­ბით ვცდი­ლობთ დი­დი წვლი­ლის შე­ტა­ნას სა­მეც­ნი­ერო დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც ეხ­ება თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­აცი­ის სა­მარ­თლებ­რივ რე­გუ­ლი­რე­ბას“, — აცხა­დებს მკვლე­ვა­რი.

 

სტუ­დენ­ტე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კითხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკითხვე­ლის გარ­და, ნაშ­რო­მი — „სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჰა­ერო სა­მარ­თა­ლი“ გან­კუთ­ვნი­ლია იმ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ებ­ისა და ავი­ას­აწ­არ­მო­თა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვი­საც, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჰა­ერო მი­მოს­ვლას არ­ეგ­ულ­ირ­ებ­ენ.

View More

Order N:

პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი დაჯილდოვდა უნივერსიტეტის ოქროს მედლით.
ვულოცავთ ბატონ ელგუჯას დამსახურებულ აღიარებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

View More

Order N:

„ეროვნული საკითხის დისკურსი პოსტ-საბჭოთა საქართველოში საქართველოს პრეზიდენტების ოფიციალური გამოსვლების მაგალითზე“

დგინ­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არც ერ­თი პრე­ზი­დენ­ტის ოფ­იცი­ალ­ურ გა­მოს­ვლა­სა და მი­მარ­თვა­ში არ არ­ის ერ­ის გა­გე­ბა მხო­ლოდ ერ­თი კუთხით წარ­მო­ჩე­ნი­ლი და ის უფ­რო ეთ­ნი­კუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­გე­ბის გარ­კვე­ულ ნა­ზავს წარ­მო­ად­გენს!

 

მეც­ნი­ერ­ულ­ად არ დას­ტურ­დე­ბა, რომ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პრე­ზი­დენ­ტო­ბის ეპ­ოქა მკაც­რი ეთ­ნო­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­მით ხა­სი­ათ­დე­ბა!

 

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე მუ­დამ ხაზს უს­ვამ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ტო­ლე­რან­ტიზ­მის ტრა­დი­ცი­ებს და ეთ­ნი­კურ შემ­წყნა­რებ­ლო­ბას!

 

მი­ხე­ილ სა­აკ­აშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტი იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი და პო­ლი­ტი­კა გა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­ის სა­მო­ქა­ლა­ქო დის­კურ­სის და­სამ­კვიდ­რებ­ლად და ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა შედ­გო­მი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის.

 

მსგავ­სი ტენ­დეც­ნი­ები შე­ინ­იშ­ნე­ბა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მოღ­ვა­წე­ობ­აშ­იც. ორ­ივე მათ­გა­ნი ყვე­ლა მათ გა­მოს­ვლა­სა და ინ­ტერ­ვი­უში ხაზს უს­ვა­მენ რო­გორც ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის, ისე უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის თა­ნას­წორ სა­მო­ქა­ლა­ქო როლს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში.

 

ესაა ის ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც იკ­ითხე­ბა თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ფე­სო­რე­ბის სა­ლო­მე დუნ­დუ­ას, თა­მარ ქა­რაიას და ზვი­ად აბ­აშ­იძ­ის ნაშ­რომ­ში: „ერ­ოვ­ნუ­ლი სა­კითხის დის­კურ­სი პოსტ-საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტე­ბის ოფ­იცი­ალ­ური გა­მოს­ვლე­ბის მა­გა­ლით­ზე“.

 

ნაშ­რო­მი და­იწ­ერა თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფა­კულ­ტე­ტო გრან­ტის სა­ფუძ­ველ­ზე. კვლე­ვის შე­დე­გებ­სა და ნაშ­რო­მის სა­მეც­ნი­ერო ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე გვსა­უბ­რე­ბა თსუ სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მცნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი ზვი­ად აბ­აშ­იძე:

 

– ნაშ­რო­მის მი­ზა­ნია წარ­მო­სა­ხოს ერ­ისა და ერ­ოვ­ნუ­ლი სა­კითხის დის­კურ­სის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ. კვლე­ვის ობი­ექ­ტად შე­ირ­ჩა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტე­ბის ოფ­იცი­ალ­ური გა­მოს­ვლე­ბი, ინ­ტერ­ვიუები და სიტყვე­ბი, სა­დაც კი ის­ინი მო­ცე­მულ სა­კითხს ეხ­ები­ან. ჩვე­ნი აზ­რით, პრე­ზი­დენ­ტე­ბის ოფ­იცი­ალ­ური სიტყვე­ბი და ზე­პი­რი მოხ­სე­ნე­ბე­ბი ყვე­ლა­ზე უფ­რო ნათ­ლად ას­ახ­ავს ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ამ თვალ­საზ­რი­სით.

 

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პრე­ზი­დენ­ტო­ბის ეპ­ოქა მკაც­რი ეთ­ნო­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­მით ხა­სი­ათ­დე­ბა, რო­მელ­მაც დიდ­წი­ლად შე­უწყო ხე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ეთ­ნი­კურ გა­უცხო­ებ­ას და ეთ­ნო­პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის გაღ­ვი­ვე­ბას. ხში­რად მას მი­აწ­ერ­ენ დე­ვიზს: „სა­ქარ­თვე­ლო ქარ­თვე­ლე­ბის­თვის“, თუმ­ცა, გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული კვლე­ვა ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­საზ­რე­ბა მცდა­რია და არ ეყ­რდნო­ბა რა­იმე ფაქ­ტობ­რივ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას. გამ­სა­ხურ­დი­ას არც ერთ ოფ­იცი­ალ­ურ გა­მოს­ვლა­სა თუ ინ­ტერ­ვი­უში სა­ქარ­თვე­ლო არ არ­ის მოხ­სე­ნი­ებ­ული ექ­სკლუ­ზი­ურ­ად ეთ­ნი­კურ ქარ­თველ­თა სამ­შობ­ლოდ, სა­დაც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი მე­ორ­ეხ­არ­ის­ხო­ვან როლს უნ­და თა­მა­შობ­დნენ. გამ­სა­ხურ­დი­ას პე­რი­ოდი – ეს პოსტ-კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ფორ­მე­ბის მხო­ლოდ საწყი­სი იყო, რო­მელ­საც უნ­და და­ეძ­ლია საბ­ჭო­თა მემ­კვიდ­რე­ობა. სსრკ-ს ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი მემ­კვიდ­რე­ობა კი „ერ­ის“ მკაც­რად ეთ­ნი­კუ­რი გა­გე­ბა გახ­ლდათ, რო­მე­ლიც „ერ­ოვ­ნე­ბას“ და „მო­ქა­ლა­ქე­ობ­ას“ მკვეთ­რად მიჯ­ნავ­და ერ­თმა­ნე­თის­გან. გამ­სა­ხურ­დი­ას დროს იწყე­ბა ამ ფე­ნო­მე­ნის ტრან­სფორ­მა­ცი­ის პრო­ცე­სი. ეს იქ­ედ­ან ჩანს, რომ ეთ­ნი­კურ ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად ეთ­ნი­კუ­რი არ­აქ­არ­თვე­ლე­ბიც მი­იღ­ებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ობ­ას, რაც მა­შინ­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი დეკ­ლა­რა­ცი­ით დას­ტურ­დე­ბა. პრო­ცე­სი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ალ­ებ­ამ შე­აჩ­ერა.

 

შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბას მო­უხ­და ახ­ალი ძა­ლით და­ეწყო სსრკ-დან გად­მო­ყო­ლი­ლი ერ­ოვ­ნუ­ლი სა­კითხის ტრან­სფორ­მი­რე­ბა, რაც პას­პორ­ტე­ბი­დან „ერ­ოვ­ნუ­ლი“ გრა­ფის ამ­ოღ­ებ­ით და მხო­ლოდ „მო­ქა­ლა­ქე­ობ­ის“ და­ტო­ვე­ბით დას­რულ­და. რა­იმე სხვა ხელ­შე­სა­ხე­ბი პო­ლი­ტი­კა მის დროს არ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულა ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის, თუმ­ცა ფორ­მა­ლურ დო­ნე­ზე არც მა­თი შე­მა­ვიწ­რო­ვე­ბე­ლი რა­იმე დის­კურ­სი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა, პი­რი­ქით, იგი მუ­დამ ხაზს უს­ვამ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ტო­ლე­რან­ტიზ­მის ტრა­დი­ცი­ებს და ეთ­ნი­კურ შემ­წყნა­რებ­ლო­ბას.

 

მი­ხე­ილ სა­აკ­აშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტი იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი და პო­ლი­ტი­კა გა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­ის სა­მო­ქა­ლა­ქო დის­კურ­სის და­სამ­კვიდ­რებ­ლად და ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა შედ­გო­მი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი წარ­მა­ტე­ბით და­ინ­ერ­გა (მაგ. 1+4 უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩა­ბა­რე­ბის სის­ტე­მა უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თვის), თუმ­ცა პრობ­ლე­მა­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გა­და­უჭ­რე­ლი დარ­ჩა. სა­აკ­აშ­ვი­ლი­სე­ული დის­კურ­სიც ერ­თგვა­რი ნა­ზა­ვია ერ­ის სა­მო­ქა­ლა­ქო და ეთ­ნი­კუ­რი გა­გე­ბე­ბი­სა (მაგ: ერ­თი მხრივ, ფი­ცი და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის საფ­ლავ­თან, ახ­ალი სა­ხელ­მწი­ფო, ქრის­ტი­ან­ული სიმ­ბო­ლი­კით დატ­ვირ­თუ­ლი დრო­შის და გერ­ბის მი­ღე­ბა და, მე­ორე მხრივ, ტო­ლე­რან­ტო­ბის და უმ­ცი­რე­სო­ბა­თა ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­ის მი­ღე­ბა და კი­დევ სხვა მრა­ვა­ლი).

 

მსგავ­სი ტენ­დეც­ნი­ები შე­ინ­იშ­ნე­ბა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მოღ­ვა­წე­ობ­აშ­იც. ორ­ივე მათ­გა­ნი ყვე­ლა მათ გა­მოს­ვლა­სა და ინ­ტერ­ვი­უში ხაზს უს­ვა­მენ რო­გორც ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის, ისე უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის თა­ნას­წორ სა­მო­ქა­ლა­ქო როლს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში, აქ­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვან ყუ­რადღე­ბას უთ­მო­ბენ ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის როლ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­აში. თუმ­ცა, უნ­და ით­ქვას, რომ, მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მის ნა­ხევ­რად საპ­რე­ზი­დენ­ტო­დან სა­პარ­ლა­მენ­ტო­ზე გა­დას­ვლის გა­მო, ბო­ლო ორი პრე­ზი­დენ­ტის გავ­ლე­ნა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე მე­ტად შე­სუს­ტე­ბუ­ლია და მა­თი ფორ­მა­ლუ­რი გა­მოს­ვლე­ბი და დის­კურ­სი შე­და­რე­ბით მე­ორ­ეხ­არ­ის­ხო­ვა­ნი გახ­და, მა­თი ად­გი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრებ­მა და­იკ­ავ­ეს.

 

კვლე­ვის შე­დე­გად დგინ­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არც ერ­თი პრე­ზი­დენ­ტის ოფ­იცი­ალ­ურ გა­მოს­ვლა­სა და მი­მარ­თვა­ში არ არ­ის ერ­ის გა­გე­ბა მხო­ლოდ ერ­თი კუთხით წარ­მო­ჩე­ნი­ლი. ის უფ­რო ეთ­ნი­კუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­გე­ბის გარ­კვე­ულ ნა­ზავს წარ­მო­ად­გენს და ვი­თა­რე­ბის­და მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს, ერ­თი მხრივ, გარ­კვე­ული ხარ­კია მო­სახ­ლე­ობ­აში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ერ­ის ეთ­ნო შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სად­მი და, მე­ორე მხრივ, მცდე­ლო­ბა – ერი უფ­რო სა­მო­ქა­ლა­ქო ერ­თო­ბის გა­გე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რა­თა და­შორ­დეს საბ­ჭო­თა ტრა­დი­ცი­ას და ხე­ლი შე­ეწყოს და­სავ­ლუ­რი ტი­პის ერი-სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

 

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

View More

Order N:

თსუ პროექტ LOTUS-ის მონაწილეა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერაზმუს+ ის მიერ დაფინანსებული პროექტის - LOTUS (Leadership and Organisation for Teaching and Learning at European Universities) მონაწილე გახდა. პროექტი ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის კოორდინირებით მიმდინარეობს და პირველი შეხვედრა პროექტის მონაწილე ინსტიტუციებთან 4 და 5 ოქტომბერს, დისტანციურ ფორმატში წარიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდა 81 წარმომადგენელი ევროპის 26-ზე მეტი უნივერსიტეტიდან, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციიდან, ასევე ევროპის სტუდენტთა კავშირიდან.

 

პროექტში მონაწილე ევროპის უნივერსიტეტების შერჩევა ღია კონკურსის წესით, მათი განაცხადების საფუძველზე მოხდა. პროექტის მიზანია გააძლიეროს უნივერსიტეტების შესაძლებლობები, რათა განავითაროს და დანერგოს სტრუქტურირებული და სისტემური მიდგომები სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტები იმუშავებენ სწავლა-სწავლების განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა: სწავლებისა და კვლევის ინტეგრაცია, პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული განვითარება, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების დანერგვა და სხვა. 9 თვის მანძილზე, თითოეული შერჩეული უნივერსიტეტი იმუშავებს სწავლა-სწავლების განვითარების იმპლემენტაციის გეგმაზე, მათი პრიორიტეტებისა და გამოწვევების შესაბამისად.

View More

Order N:

მე-15 საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“

2021 წლის 22-24 სექტემბერს, თსუ  შოთა რუსთაველის სახელობის  ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) თანამონაწილეობით, მასპიძლობს მორიგ, მე-15 საერთაშორისო სიმპოზიუმს „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“,  თემაზე:

ლიტერატურა და პანდემია

ისტორიული და თემატური გამოცდილება

სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები:

  • თანამედროვე მსოფლიო მწერლობა პანდემიის პირობებში (პროზა, პოეზია, დოკუმენტური პროზა და სხვ.);
  • ისტორიული გამოცდილება: ლიტერატურული შედევრების შექმნის პირობები და მიზნები პანდემიის დროს;
  • მსოფლიო მწერლობა და ხელოვნება პანდემიის პირობებში;
  • პანდემია - ტექსტის თემა;
  • „კარანტინი“ და „იზოლაცია“ ლიტერატურაში;
  • კლასიკური „პანდემიური“ ტექსტების რეფლექსირება  ლიტერატურულ პროცესში;
  • პანდემიიის თემა ფოლკლორსა და მითოლოგიაში;
  • პანდემიის, როგორც მოულოდნელი განსაცდელის გავლენა მსოფლიო და ქართულ კრიტიკასა და პუბლიცისტიკაზე;
  • ლიტერატურის სწავლების მეთოდების ცვლილება (უნივერსიტეტებსა და სკოლებში) პანდემიის პირობებში.

 

სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

სიმპოზიუმში მონაწილეობს 80--ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ - 11 ქვეყანა), მათ შორის: იაპონია, საფრანგეთი, უნგრეთი,  ლიეტუვა, უკრაინა, სლოვენია, რუსეთი, არაბეთის გაერთიანებული საემირო,  ყაზახეთი და სხვ.; აგრეთვე,  საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები, თბილისიდან და რეგიონებიდან.

მსოფლიო კორონა პანდემიიდან გამომდინარე,  სიმპოზიუმი იმუშავებს ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმაზე.

სიმპოზიუმის გახსნა დაგეგმილია 2021 წლის 22 სექტემბერს, 11 საათზე.

სიმპოზიუმის პროგრამა განთავსებულია საიტზე:  http://conference.litinstituti.ge/ka/ 

აქვე შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინფორმაცია პლენარული სხდომებისა და სექციების მუშაობის შესახებ, შესაბამისი ლინკების მითითებით.

View More

Order N: