Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
2025/2026 სასწავლო აკადემიური წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ K108 PEERS 24 კონსორციუმის  წევრი უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების წინასწარი შეფასებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის,  53-ე  მუხლის   მესამე ნაწილის,  54-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი  ნაწილის, საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის   რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის  მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა   დეპარტამენტის   უფროსის   წერილის (15243/10;  20/06/2025) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2025/2026 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ K108 PEERS 24 კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა  წინასწარი შეფასების განსახორციელებლად
2. კონკურსი ჩატარდეს 2025 წლის 20 ივნისს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
• მერაბ ხოხობაია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
• მაგდა ალანია, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
• ირინა გველესიანი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
• სანდრო ტაბატაძე, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი
• ნანა მჭედლიძე, იურიდიული ფაკულტეტის  ასისტენტი
4. დამტკიცდეს კომისიის  მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის სპეციალისტი - ნიკოლოზ ოვსიანიკოვი.
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის   პროგრამებში  მონაწილეობისათვის   სტუდენტთა  შერჩევის წესის საფუძველზე.
6.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ  პირებს   და  შესაბამის   სტრუქტურულ  ერთეულებს   (საგარეო ურთიერთობათა    დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

View More

Order N: 129/01-01    

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - თინათინ  წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების  შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო  სამართლის იურიდიული პირის ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და  ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, „სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის  ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტისა და თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის ლაშა ბრეგვაძის 2025 წლის 5 ივნისის N 13825/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ     – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა  და   სამართლის  ინსტიტუტის  უფროსი   მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ირაკლი ბურდული - საკონკურსი  კომისიის  თავჯდომარე  - იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი;
ბ) გიორგი მახარობლიშვილი - საკონკურსო   კომისიის    თავჯდომარის მოადგილე - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
გ) კობა ყალიჩავა - საკონკურსო კომისიის მდივანი  - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

2.   დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში;
3.   დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 12 ივლისისა.
4. წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  თინათინ  წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი).
5.   წინამდებარე   ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ  ვებ–გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

View More

Order N: 128/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის შესახებ’’ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის 2 ივნისის N07/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ,,ჰ 4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების,  საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის  ,,ნ“,  ,,ო“  და  ,,პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შეტანილ იქნას ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფაკულტეტებზე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების შექმნისა და  განვითარების   ხელშეწყობის   შესახებ’’   რექტორისა  და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის  2025 წლის  2 ივნისის  N07/04 ერთობლივ ბრძანებაში და ბრძანების მე-6 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,6. უნივერისტეტის ფაკულტეტებს  დაევალოთ:

ა) საფინანსო დეპარტამენტთან  შეთანხმებით,  2025 წლის 15 ივლისამდე უნივერსიტეტის რექტორსა და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარუდგინონ   საერთაშორისო (ინგლისურენოვანი)  სამეცნიერო ჟურნალების შექმნა/განვითარების  3 წლიანი  პროექტი (პროექტის   დაწყების   ვადა   არაუადრეს   2025   წლის   1   აგვისტოსი),   რომელიც  უნდა მოიცავდეს  ეტაპობრივად  განსახორციელებელი ღონისძიებების  აღწერას და  ვადებს შესრულებაზე პასუხიმგებელი პირების  მონაცემებს  და მათი  ფუნქციური დატვირთვის აღწერას (ჟურნალის განვითარების  დროში გაწერილი გეგმა, შესაბამისი შუალედური(ყოველწლიური) და შეფასების ინდიკატორების მითითებით SCOPUS- ისკრიტერიუმებთან მიმართებაში, საბოლოო შედეგით - განსაზღვრულ ვადებში SCOPUS- ში ინდექსირების სახით).’’


2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
5. ბრძანება  შეიძლება  გასაჩივრდეს  გამოქვეყნებიდან  (გაცნობიდან)  1  თვის  ვადაში,  ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში   (მის.:   ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 9/04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული  კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი  ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის,   ,,საჯარო   სამართლის  იურიდიული   პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8  პუნქტის ,,ა“, და  ,,პ’’  ქვეპუნქტებისა,  მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის   სამსახურში მიღების ერთიანი წესისა  და  სამეცნიერო თანამდებობების დაკავების  დამატებითი  პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17,  მე-18  და  მე-20  პუნქტების,  ანდრია  რაზმაძის სახელობის მათემატიკის    ინსტიტუტის დებულების  მე-10 მუხლის მე- 2 პუნქტის, ინსტიტუტის დირექტორის ნინო ფარცვანიას 2025 წლის 12 ივნისის N14562/10 წერილის (თან ერთვის  ინსტიტუტის  საკონკურსო  კომისიის     2025 წლის    12 ივნისის  სხდომის შემაჯამებელი  ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის - მთავარი მეცნიერი    თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი   ოქმი)  და განისაზღვროს არჩეულად:

თეორიული ფიზიკის განყოფილება:

მერაბ ელიაშვილი  - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული.
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს  შრომითი  ხელშეკრულების გაფორმება მერაბ ელიაშვილთან.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 126/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტში   სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და    24-ე მუხლის   პირველი პუნქტის "ზ"  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’,  ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ   – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის  16    მაისის      N80/02-01    ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების  გავლის  წესის  და  პერსონალის მართვის  დეპარტამენტის უფროსის გ. ჯანელიძის 2025 წლის 20 მაისის N12175/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს  კონკურსი  სტაჟიორის  შერჩევის  მიზნით სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის      სახელმწიფო     უნივერსიტეტის     პერსონალის     მართვის დეპარტამენტში ანაზღაურებად სტაჟირებაზე.
2.  კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან დამამთავრებელი კურსის  სტუდენტს.
3.   კონკურსში  მონაწილე პირი უნდა  იცნობდეს:

ა) საქართველოს ორგანულ კანონს “საქართველოს შრომის კოდექსს“; 
ბ) საქართველოს კანონს უმაღლესი განათლების შესახებ;
გ) თსუ-ს პერსონალის მართვის დებულება.

4. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ქართული ენის ცოდნა;
გ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office: WORD, EXCEL, INTERNET, POWERPOINT, OUTLOOK.

5. სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):

ა) პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა 
ბ) შესაბამის სფეროში თეორიული ცოდნის დონე 
გ) დავალების შესრულების ხარისხი
დ) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება 
ე) დამოუკიდებლად  მუშაობის უნარი
ვ) გუნდური მუშაობის კულტურა
ზ) პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა 
თ) ტექნიკური უნარ-ჩვევები
ი) ინიციატივის გამოვლენა
კ) კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი 
ლ) კომუნიკაბელურობა
მ) ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.

7. სტაჟიორის ფუნქცი- ვალდებულებებია:

1. გაეცნოს  პერსონალის მართვის  დეპარტამენტის   და  უნივერსიტეტის  მუშაობის სპეციფიკას.  კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა საკითხების დამუშავებაში.
2.  გაეცნოს დეპარტამენტის  დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა  და სხვა);
3. შეისწავლოს  პერსონალის მონაცემების  პროცესის  მართვა, განახლება და დამუშავება  სხვადასხვა  მონაცემთა ბაზაში (Excel-ში,  HRM სისტემაში და სხვადასხვა ბაზებში),
4. უზრუნველყოს პერსონალის პირადი საქმის გაციფროვნება და სისტემაში  მოყვანა, ფაილების დაჯგუფება და მათი დაარქივება.
5. შეისწავლოს სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება: შრომითი ხელშეკრულებები, ბრძანებების პროექტები, ცნობები და სხვა;
6. მონაწილეობა მიიღოს  პერსონალის შესახებ  მონაცემების  შეტანა-განახლებაში:  - სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში, თსუ  პერსონალის მონაცემთა ბაზაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესორ-მასწავლებელთა რეესტრში.
7.  მოამზადოს  და წარადგინოს ხელმძღვამელის მიერ მითითებული დავალება დანიშნულებისამებრ ვადების დაცვით, 
8. მონაწილეობა მიიღოს  .თსუ  სტრუქტურული ერთეულებიდან   და  სხვა ორგანიზაციებიდან მოთხოვნილი  სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებაში.
9. მოამზაადოს  კომპეტენციის  ფარგლებში, უნივერსიტეტის  სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსულ კორესპოდენციაზე წერილობითი პასუხები.
10. გაუწიოს  თსუ   პერსონალს სხვადასხვა  მომსახურება  -    მოთხოვნის  შესაბამისად ცნობების (ქართულ და ინგლისურ ენებზე)  დანიშნულებისამებრ წარსადგენად მომზადება, კონსულტაციების გაწევა მათთვის  საჭირო საკითხზე კომპეტენციების ფარგლებში,   სარეგისტრაციო ბარათების დამზადება-გადაცემა, სადაზღვევო ბარათების გადაცემა და ა. შ.
11. შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ, გათვალისწინებული სტრუქტურული   ერთეულის  დებულებით და  საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე;

6. კონკურსში     მონაწილეობის    მისაღებად    სტაჟიორობის    კანდიდატმა     უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა)    განაცხადება   კონკურსში  მონაწილეობის თაობაზე  (დანართი N2 და დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );
ბ) CV;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ)   განათლების  დამადასტურებელი,    საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) უცხოენის ცოდნის    დამადასტურებელი  დოკუმენტი  (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

7.   დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025  წლის 19 ივნისიდან   27 ივნისის  ჩათვლით.
8. კონკურსში  მონაწლეობის მსურველი  აპლიკანტების  შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტი განხილვის საფუძველზე (სტაჟიორთა კონკურსში  პრიორიტეტი მიენიჭებათ უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის  სტუდენტებს). ინდენტიფიცირებული კანდიდატები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.
9.   სტაჟირების პერიოდი განისაზღვრება 3 (სამი) თვე. ანაზღაურებადი სტაჟირება განისაზღვრება თვეში 700 (შვიდასი)  ლარის ოდენობით.
10.კონკურსში  მონაწლეობის მსურველი  აპლიკანტების  შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე  და იდენტიფიცირებულ კანდიდატებს ეცნობებათ ელ-ფოსტაზე. შემდეგ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით.
11.  მოთხოვნილი  დოკუმენტები  აპლიკანტის  მიერ  გადმოგზავნილ  უნდა   იქნეს  2025 წლის 19 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე : stajireba@tsu.ge  სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს - ანაზღაურებადი სტაჟირება პერსონალის მართვის დეპარტამენტში. 
12. ინფორმაცია   ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტში  სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის   გამოცხადების  შესახებ"  განცხადება  განთავსდეს  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  და ინტერნეტ სივრცეში.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 10 ივლისისა.

14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 171/02-01    

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ  და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული,  სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის N31/02-01 ბრძანებაში ცვლილების   შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ზ “ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56- ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის  „ნ“,  ,,ო“  და  ,,პ“  ქვეპუნქტების, თსუ-ის საგამოცდო ცენტრის უფროსის მაია ჩიღვინაძის 2025 წლის 13 ივნისის N14667/10 მოხსენებითი ბარათის და  დამოუკიდებელი შემფასებლის შპს ,,კკ ჯგუფის” 2025 წლის 06 ივნისის დასკვნის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო,   მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის  30 მარტის N31/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი N2 ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი N2 - თსუ საგამოცდო ცენტრის განკარგულებაში არსებული სივრცეები).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 175/02-01    

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული  პირის   ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე-11 მუხლის  პირველი და  მე-4 პუნქტებისა და   ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის  2025 წლის  9 ივნისის  N14085/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2025 წლის 6 ივნისის სხდომის ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ –ივანე ჯავახიშვილისსახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების  შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ალექსანდრე შენგელაია - ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, კონდენსირებული  გარემოს ფიზიკის  განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
ბ) ჯამლეტ მონასელიძე - ფიზიკა-მათემატიკის  მეცნიერებათა  დოქტორი  ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
გ) სულხან ნანობაშვილი - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პლაზმის ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
დ) ჯუანშერ ჩქარეული - ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
ე) გიორგი ჯაფარიძე  - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, კონდენსირებული გარემოს ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
ვ)  ვაჟა ბერეჟიანი  -  ფიზიკა-მათემატიკის  მეცნიერებათა დოქტორი, პლაზმის  ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
ზ) ნელი საპოჟნიკოვა -  ფიზიკა-მათემატიკის  მეცნიერებათა კანდიდატი,  ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
2. დამტკიცდეს  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ - ალექსანდრე შენგელაია, საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარის მოადგილედ ჯამლეტ მონასელიძე, საკონკურსო კომისიის მდივნად - სულხან ნანობაშვილი.
3.  დაევალოს საკონკურსო კომისიას  უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური  საბჭოს
2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ  მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 12 ივლისისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

View More

Order N: 122/01-01

სსიპ   – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ელეფთერ   ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტში      მთავარი   მეცნიერი    თანამშრომლის  შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული  პირის ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე-11 მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტებისა  და ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის  2025 წლის  9 ივნისის N14085/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2025 წლის 6 ივნისის სხდომის ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ    –ივანე ჯავახიშვილისსახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში  - ელეფთერ   ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში  მთავარი  მეცნიერი  თანამშრომლის  (10 წლის ვადით) შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) თამარ ჭელიძე - ფიზიკა - მათემატიკის   მეცნიერებათა  დოქტორი,  თსუ-ს ზუსტ   და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
ბ) გიორგი ციციშვილი - ფიზიკა - მათემატიკის  მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ზუსტ  და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
გ) მედეია  ჯანჯალია   - ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის  ფიზიკის ინსტიტუტის სწავლული მდივანი.
დ) თეიმურაზ ნადარეიშვილი - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ- ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი.

2.  დამტკიცდეს  საკონკურსო  კომისიის   თავმჯდომარედ     -  თამარ ჭელიძე,  საკონკურსო კომისიის    თავმჯდომარის    მოადგილედ  -   გიორგი   ციციშვილი,  საკონკურსო   კომისიის მდივნად - მედეია ჯანჯალია.
3.  დაევალოს საკონკურსო  კომისიას  უზრუნველყოს  კონკურსის   ჩატარება  სსიპ   –  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური  საბჭოს
2017  წლის  31  მაისის  N63/2017  დადგენილებით   დამტკიცებულ  მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 12 ივლისისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

View More

Order N: 121/01-01    

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 ივლისის N206/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების  შესახებ“   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2  ნაწილების,    56–ე მუხლის   მე-2  და  მე-3  ნაწილების,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    „საჯარო    სამართლის   იურიდიული   პირის        – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების“   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს      ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 ივლისის N206/01-01 ბრძანების

ა) 1.1 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტში და საგამოცდო პერიოდი ნაცვლად:

„23 ივნისი       -15 ივლისი (დასკვნითი  გამოცდები),     17    -    23 ივლისი     (დამატებითი გამოცდები)“ განისაზღვროს:
„23 ივნისი         -17 ივლისი (დასკვნითი  გამოცდები),      23-     29 ივლისი      (დამატებითი გამოცდები); “

ბ)  1.1 პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტში და არდადეგები ნაცვლად:

„24 ივლისი - 28 სექტემბერი“ განისაზღვროს:
„30 ივლისი - 21 სექტემბერი “ ;

2.ბრძანების      უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს     კანცელარიას,      ბრძანება      გადასცეს      შესაბამის       სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

 

View More

Order N: 123/01-01  

2024/2025 და 2025/2026 სასწავლო წლებითვის, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს+ და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის  (DAAD) აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამების ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თსუ-ს აკადემიური პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  მე-15 პუნქტის , „სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის პერსონალის  შერჩევის   წესის დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის  რექტორისა   და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N8/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის  წესის  მე-4  მუხლის   მე-10 - მე-12 პუნქტების, 06.06.2025 ბრძანების (N 116/01-01) და  საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის  მოვალეობის შემსრულებლის  წერილის   (N  14324/10; 11.06.2025) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2024/2025 და 2025/2026 სასწავლო წლებითვის, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ და გერმანიის აკადემიური გაცვლის  სამსახურის  (DAAD)  აღმოსავლეთ პარტნიორობის  პროგრამების ფარგლებში,   პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თსუ-ს აკადემიური პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2025 წლის 11 ივნისს დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლაშა საღინაძე, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ერეკლე ასტახიშვილი,  თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის წევრი; 
ბ) კახაბერ ჭეიშვილი,  თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის წევრი;
გ) ნათია ჩიტაშვილი,   თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის  ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის წევრი;


3. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა    წარმართოს   „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის  წესის  დამტკიცების თაობაზე  უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N 8/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის საფუძველზე.
6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
7.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

View More

Order N: 124/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის  აქტივების  მართვის, ჩამოწერის და განკარგვის განყოფილებაში სტაჟიორების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ"  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’,  ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011  წლის 16 მაისის N80/02-01    ბრძანებით დამტკიცებული    „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების   გავლის   დებულების“   და   მატერიალური   რესურსების მართვის დეპარტამენტის   უფროსის  ი.  სოფრომაძის  2025 წლის   5 ივნისის  N13831/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორების შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  მატერიალური   რესურსების მართვის დეპარტამენტის      აქტივების    მართვის,     ჩამოწერის    და     განკარგვის განყოფილებაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე -   2 ვაკანსია.
2.კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს/დამამთავრებელი კურსის  სტუდენტს/მაგისტრატურის სტუდენტს.
3.სტაჟირების პერიოდი განისაზღვრება  3 (სამი) თვე, არანაკლებ კვირაში  -30 საათისა. ანაზღაურებადი სტაჟირება  განისაზღვრება   თვეში    701.53 (შვიდასერთი   ლარი და ორმოცდაცამეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
4.კონკურსში მონაწილე პირი უნდა  იცნობდეს:
ა) საქართველოს კანონს “სახელმწიფო ქონების შესახებ“;
ბ) საქართველოს კანონს „უმაღლესი განათლების შესახებ“;
გ) თსუ-ს წესდებას;
დ) თსუ-ს მატერიალური რესურსების  მართვის დეპარტამენტის დებულებას.
5.   კონკურსანტი უნდა   აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ქართული ენის ცოდნა;
გ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
დ)   საოფისე კომპიუტერული პროგრამები  -   Microsoft Office:  WORD, EXCEL, INTERNET, POWERPOINT, OUTLOOK.
6.   სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):
ა) პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა 
ა) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება
ბ) დამოუკიდებლად  მუშაობის უნარი 
გ) გუნდური მუშაობის კულტურა
დ) პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა 
ე) ტექნიკური უნარ-ჩვევები
ვ) ინიციატივის გამოვლენა
ზ) კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი 
თ) კომუნიკაბელურობა
ი) ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.

7.   სტაჟიორის ფუნქცი-  ვალდებულებებია:
ა)   გაეცნოს   მატერიალური    რესურსების    მართვის   დეპარტამენტის    დებულებას, უნივერსიტეტის შინაგანაწესს და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
ბ) შეისწავლოს    უძრავ    ქონებასთან    დაკავშირებული     მართვის    საკითხები     და შესაბამისად მოახდინოს მათი განახლება და დამუშავება სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში (Excel-ში, Word- ში და სხვადასხვა ბაზებში).
გ)   შეისწავლოს   საჯარო   რეესტრის   ეროვნული   სააგენტოს   საიტზე   მონაცემების მოძიების,  მათი დამუშავების და განახლების პროცესი.
დ) შეისწავლოს  და   უზრუნველყოს   უნივერსიტეტის   საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი  ქონების აღრიცხვა და სისტემატიზაცია.
ე) განახორციელოს უნივერსიტეტის საკუთრებაში/სარგებლობაში  არსებული  იჯარის ფორმით გაცემული  ქონების,  აღრიცხვა და შესაბამისი  საინფორმაციო ბაზის მომზადება.
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან, სხვადასხვა  სახელმწიფო ორგანიზაციებიდან,  კერძო იურიდიული  თუ   ფიზიკური პირებიდან,  შემოსულ კორესპოდენციაზე  მოამზადოს  შესაბამისი  წერილობითი პასუხები.
ზ)  უზრუნველყოს, ხელმძღვანელის  დავალებით, დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული მიმდინარე საკითხების  მომზადება და განხორციელება.
8.   კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის      კანდიდატმა       უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: 
ა)     განაცხადება    კონკურსში   მონაწილეობის თაობაზე  (დანართი  N2  და  დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );
ბ) CV;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ)  განათლების  დამადასტურებელი,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) უცხოენის ცოდნის დამადასტურებელი  დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“  (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).
9.      დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს  2025 წლის   11 ივნისიდან   16
ივნისის  ჩათვლით.
10. კონკურსში მონაწლეობის   მსურველი აპლიკანტების    შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის  საფუძველზე  და იდენტიფიცირებულ კანდიდატებს  ეცნობებათ  ელ-ფოსტაზე.  შემდეგ  ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით.
11. მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2025 წლის
11 ივნისიდან  16 ივნისის ჩათვლით 17 საათამდე უნივერისტეტის კანცელარიაში ან ელექტრონულ  ფოსტაზე stajireba@tsu.ge  სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს  - ანაზღაურებადი სტაჟირება მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში.
12. ინფორმაცია   ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის    სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების  მართვის დეპარტამენტის აქტივების მართვის, ჩამოწერის და განკარგვის განყოფილებაში სტაჟიორების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების     შესახებ“ განცხადება  განთავსდეს  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  და ინტერნეტ სივრცეში.
13. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის პირველი ივლისისა.
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე
 

View More

Order N: N 156/02-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში  მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის N363/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილებები „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის N363/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
ა) ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 27 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 15 სექტემბრიდან 2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 20 ოქტომბრისა.“
ბ) ბრძანების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2025 წლის 15 სექტემბრიდან  2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით
10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო  დოკუმენტაციის  მიმღებ  აპარატში,  ქ.  თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N11 (მე-3 კორპუსი) ოთახი N108;“
2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის  უნივერსიტეტის “ელექტრონულ გვერდზე;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საზოგადოებასთან  ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი);
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 118/01-01

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ რექტორის 2025 წლის 13 იანვრის N1/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ "საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი და მე-9 პუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე
ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის    გამოცხადების    შესახებ’’ რექტორის 2025 წლის 13 იანვრის N1/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 და მე-7 პუნქტები
ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
ა) ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კონკურსი  გამოცხადდეს  2025 წლის 13 იანვარს  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს  2025 წლის 15 სექტემბრიდან  2025 წლის 19 სექტემბრის
ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 20 ოქტომბრისა.’’
ბ) ბრძანების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2025 წლის 15 სექტემბრიდან 2025 წლის
19 სექტემბრის  ჩათვლით,  10:00-სთ-დან  17:00 სთ-მდე,  შესვენება  13:00-დან 14:00 სთ-მდე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  საკონკურსო დოკუმენტაციის
მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N102;’’
2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

View More

Order N: 117/01-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში  მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ  რექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის  N362/01-01 ბრძანებაში ცვლილებების  შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე მუხლის პირველი პუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილებები  „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ “   თსუ რექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის  N362/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
ა) ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 27 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა  განისაზღვროს    2025 წლის    15 სექტემბრიდან    2025 წლის    19 სექტემბრის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 20 ოქტომბრისა.“
ბ) ბრძანების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 15 სექტემბრიდან  2025 წლის 19 სექტემბრის  ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, შესვენება 13.00-დან 14.00- მდე იურიდიული ფაკულტეტის  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი, ოთახი N111.“
2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის “ ელექტრონულ გვერდზე;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საზოგადოებასთან  ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  იურიდიული ფაკულტეტი);
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 115/01-01    

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულის -  პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების   შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული  პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი  პუნქტის, ამავე მუხლის მე-8  პუნქტის  ,,ა“  და  ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების  დანართი N1-ის მე-4 მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დებულების მე- 10 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის  რამაზ აბესაძის   2025 წლის 5 ივნისის N13764/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის  სამეცნიერო  საბჭოს   2025 წლის   29 მაისის სხდომის ოქმი N3) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ   – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით   ერთეულის      - პაატა   გუგუშვილი   სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი თანამშრომლების    შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე   – ეკონომიკის  მეცნიერებათა   დოქტორი,  აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი.
ბ) რუსუდან   დალაქიშვილი-ჭიჭინაძე    – ეკონომიკის  დოქტორი,  დავით   აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის ასოცირებული პროფესორი.
გ) თამარ დუდაური  – ეკონომიკის დოქტორი, კავკასიის  საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2.დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ  ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე, საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარის  მოადგილედ რუსუდან  დალაქიშვილი-ჭიჭინაძე და საკონკურსო კომისიის  მდივნად  თამარ დუდაური.
3.დაევალოს საკონკურსო  კომისიას  უზრუნველყოს  კონკურსის   ჩატარება  სსიპ   –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 12 ივლისისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი).
6.წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

View More

Order N: 120/01-01  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანაშრომლების და მეცნიერი თანაშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების  შესახებ

,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული  პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის  ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების  დანართი N1-ის მე-4 მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე- 10 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-4 და მე-5  და მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნოდარ ვარამაშვილის 2025 წლის 6 ივნისის N13949/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს  2025 წლის  6 ივნისის  სხდომის  ოქმი  N3 ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანაშრომლების და მეცნიერი თანაშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა)გურამ ქუთელია  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
ბ)ევგენი საყვარელიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე.
გ) მამუკა ჯახუტაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.

2.დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ გურამ ქუთელია, საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარის  მოადგილედ ევგენი  საყვარელიძე   და   საკონკურსო კომისიის მდივნად მამუკა ჯახუტაშვილი.
3.დაევალოს საკონკურსო  კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება  სსიპ   –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს
2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 12 ივლისისა,
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
6.წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 119/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში -ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  №63/2017  დადგენილების  დანართი  N1-ის  მე-4  მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ნაწილში დამტკიცების შესახებ “თსუ  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის N140/2017 დადგენილების (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N05; 27.12.2017 წ), ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10  მუხლის   პირველი  პუნქტის,  ინსტიტუტის  დირექტორის   გიორგი ჭეიშვილის    2025 წლის 4 ივნისის N13738/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2025 წლის 30 მაისის სხდომის N4 ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი  ჭეიშვილი – კომისიის თავმჯდომარე - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა  საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და  წყაროთმცოდნეობის  განყოფილების  მთავარი  მეცნიერი   თანამშრომელი, ინსტიტუტის დირექტორი, ისტორიის  დოქტორი;
ბ) ავთანდილ სონღულაშვილი - კომისიის  თავმჯდომარის მოადგილე - ივანე ჯავახიშვილის   სახელობის  ისტორიისა   და   ეთნოლოგიის  ინსტიტუტის  ახალი  და უახლესი  ისტორიის  განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;
გ) ლიანა ბითაძე - კომისიის  მდივანი  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა  და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;
დ) ქეთევან ხუციშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის  საქართველოს ეთნოლოგიის  განყოფილების  ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;
ე)  როლანდ თოფჩიშვილი  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  ისტორიისა  და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

2.   დაევალოს საკონკურსო კომისიას  უზრუნველყოს კონკურსის  ჩატარება სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში;
3.  დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 7 ივლისისა.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი).
5.   წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

View More

Order N: 114/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით, ეთიკის კოდექსით, შრომითი ხელშეკრულებით, ასევე შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის სფეროში უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სხვა აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა, ასევე მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების  შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე’’ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის  5 მარტის N9/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლების პირველი პუნქტების, საქართველოს  ორგანული კანონის  ,,საქართველოს შრომის კოდექსის“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე -14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე - 8 პუქტის ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე - 9 პუნქტის, მე -15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა“  ,,ნ“  და  ,,პ“  ქვეპუნქტების  და  ამავე მუხლის   მე-2  პუნქტის , სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  შინაგანაწესი   და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის  კოდექსის მე - 2 მუხლის  მე - 7 პუნქტის, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის  თავმჯდომარის  გიორგი შამათავას 2025 წლის 2 ივნისის N13318/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შეტანილ იქნას ცვლილება     ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  შინაგანაწესისა  და  დისციპლინური  პასუხისმგებლობის ნორმებით, ეთიკის  კოდექსით, შრომითი ხელშეკრულებით, ასევე შრომის დისციპლინის დაცვისა  და ეთიკის  სფეროში უნივერსიტეტის მიერ გამოცემული  სხვა აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა, ასევე მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების  მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა  გატარებისათვის  კომისიების   შექმნისა  და  საქმიანობის  წესის დამტკიცების თაობაზე’’  რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის   5 მარტის N9/04 ერთობლივ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ N1-ში და დანართი N1-ის მე-3 მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. ადმინისტრაციული პერსონალის, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების და მათი მოადგილეების, ასევე სხვა დამხმარე პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების სავარაუდო დარღვევისას საკითხს  განიხილავს  ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის  ნორმების დარღვევის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია (ტექსტში შემდგომ - ,,მუდმივმოქმედი კომისია”), შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ)   ია   ბაღაშვილი  -   პერსონალის  მართვის   დეპარტამენტის    მთავარი   სპეციალისტი (კომისიის  თავმჯდომარის  მოადგილე);
გ) თამარ გიორგაძე - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  ხელმძღვანელის მოადგილე (კომისიის  წევრი);
დ)  მარინა თედორაძე -  საფინანსო დეპარტამენტის   საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი  (კომისიის  წევრი); 
ე) გიორგი ოქიტაშვილი  - წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს  უფროსი  (კომისიის წევრი);
ვ) ზურაბ გოგშელიძე- სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის  უფროსი (კომისიის წევრი);
ზ)  თეკლე მელაძე -  იურიდიული დეპარტამენტის   უფროსი  სპეციალისტი (კომისიის წევრი, კომისიის მდივანი).’’

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი  გიორგი შამათავა

 

View More

Order N: 8/04  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი  ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373 მუხლის    პირველი   პუნქტის,  ,,საჯარო   სამართლის  იურიდიული   პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის   მე-8  პუნქტის ,,ა“, და  ,,პ’’  ქვეპუნქტებისა,  მე-9  პუნქტის, ,,სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა  და  სამეცნიერო  თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის  მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის  მე-4 პუნქტის, ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჯაიანის 2025 წლის 30 მაისის N13228/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2025 წლის 29 მაისის სხდომის შემაჯამებელი  ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს     სსიპ      - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ   სამეცნიერო  - კვლევით  ერთეულში  ილია  ვეკუას სახელობის გამოყენებითი    მათემატიკის    სამეცნიერო-კვლევითი    ინსტიტუტის     - უფროსი მეცნიერი  თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული  კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი  ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

დრეკადობის და გარსთა თეორიის განყოფილება:
ნატალია ჩინჩალაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული
გიორგი კაპანაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული
გამოთვლითი მათემატიკისა  და მოდელირების განყოფილება:
ხათუნა  ელბაქიძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული
დიფერენციალური განტოლებების და ოპტიმალური მართვის განყოფილება:
რომან კოპლატაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული ალბათობის და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება:
ქართლოს ყაჭიაშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული 

2.   დაევალოს  პერსონალის  მართვის   დეპარტმენტს   შრომითი   ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
3.  წინამდებარე  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ   ერთეულებს    (საფინანსო   დეპარტამენტი,    პერსონალის   მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია 2025 წლის 22 ივნისიდან.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 112/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესის სრულყოფის და სამეცნიერო კვლევებში სტუდენტების (მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მაქსიმალური ჩართულობის მიზნით და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის  ,,ლ“ და ,,ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 24- ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“  და   ,,თ“   ქვეპუნქტების,   ,,საჯარო   სამართლის იურიდიული პირის    −   ივანე    ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების    დამტკიცების   თაობაზე“   საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების    მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის  მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ“,  ,,ო“  და  ,,პ“  ქვეპუნქტების  და  ამავე  მუხლის   მე-2  პუნქტის,      ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში  საუნივერსიტეტო პოლიტიკის სრულფასოვანი    რეალიზებისა     და     უნივერსიტეტის     სტრატეგიული განვითარების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით შექმნილი რექტორის საბჭოს’’  2025 წლის 1 აპრილის N7 ოქმის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ           - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე მიმდინარე სამეცნიერო პროცესის სრულყოფის მიზნით განხორციელდეს
რექტორის 2024 წლის 27 სექტემბრის  №264/01-01 და 2024 წლის 9 ოქტომბრის №275/01-01 ბრძანებებით განსაზღვრული  სამუშაო ჯგუფის მიერ რეკომენდირებული საერთაშორისო სამეცნიერო პერიოდული გამოცემების (ჟურნალები) შექმნისა და განვითარების წინადადებების  რეალიზება,  შესაბამისი   სამეცნიერო  ჟურნალების  SCOPUS-ში ინდექსირების პირობით.
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის (არსებული სამეცნიერო ჟურნალების განვითარება) ფინანსური  ხელშეწყობისთვის   დაფინანსების ყოველწლიური მაქსიმალური  ოდენობა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან  (3 წლის განმავლობაში) ფაკულტეტების მიხედვით,  აკადემიური პერსონალის სამეცნიერო ჟურნალების განვითარების    ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში (პროგრამული კოდი  01 05 04 03) შემდეგი პრინციპის გათვალისწინებით:

ა) იმ შემთხვევაში,  თუ არსებული  ჟურნალები არ არის    მოხვედრილი არცერთ საერთაშორისო რეიტინგულ  ბაზაში,  დაფინანსების   მაქსიმალური   წლიური   ოდენობა განისაზღვროს 15 000 ლარით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ  არსებული ჟურნალები მოხვედრილია საერთაშორისო რეიტინგულ ბაზაში  (გარდა  Scopus  ან/და  Web  of  Science),  დაფინანსების   მაქსიმალური   წლიური ოდენობა განისაზღვროს 20 000 ლარით;

გ) იმ შემთხვევაში,  თუ  არსებული სამეცნიერო ჟურნალი მოხვედრილია შემდეგ საერთაშორისო რეიტინგულ ბაზაში:  Scopus  ან/და  Web  of  Science,  დაფინანსების მაქსიმალური წლიური ოდენობა განისაზღვროს 30 000 ლარით.

3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვროს შემდეგი ჟურნალები და დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა:

ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე    - 20 000 ლარი (რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი „სპეკალი“/ Spekali (ISSN 1987-8583); ონლაინჟურნალი – ETAGTSU (e-ISSN: 2346-8149));
ბ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე - 20 000 ლარი (ეკონომიკა და ბიზნესი (ISSN 1987–5789,  ESSN 2587-5426));

გ) იურიდიულ ფაკულტეტზე - 20 000 ლარი (სამართლის ჟურნალი (ISSN : 2233-3746, e-ISSN: 2720-782X)); 
დ)  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტზე - 30 000 ლარი (European Journal of Transformation Studies (e-ISSN 2298-0997));

ე) მედიცინის ფაკულტეტზე - 15 000 ლარი  (Translational and Clinical Medicine - Georgian Medical Journal (e-ISSN: 2346-8491));

ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 15 000 ლარი (ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი (ISSN 2667–9027)).

4.  ამ  ბრძანების  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული მიზნის   უზრუნველსაყოფად შეიქმნას  ახალი ჟურნალი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტზე განათლების მიმართულებით და ბიუჯეტიდან (3 წლის განმავლობაში ყოველწლიურად) გამოიყოს არაუმეტეს 20.000 ლარისა.
5.  ამ  ბრძანების  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული მიზნის   უზრუნველსაყოფად შეიქმნას/აღდგენილ იქნას ჟურნალი „გეორგიკა“ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და ბიუჯეტიდან (3 წლის განმავლობაში ყოველწლიურად) გამოიყოს არაუმეტეს 20.000 ლარსა.
6. უნივერისტეტის ფაკულტეტებს  დაევალოთ:

ა) საფინანსო დეპარტამენტთან  შეთანხმებით, 2025 წლის 14 ივნისამდე  უნივერისტეტის რექტორსა და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარუდგინონ   საერთაშორისო (ინგლისურენოვანი)  სამეცნიერო ჟურნალების შექმნა/განვითარების  3 წლიანი  პროექტი (პროექტის დაწყების ვადა არაუადრეს 2025 წლის 1 ივლისისა), რომელიც უნდა მოიცავდეს ეტაპობრივად  განსახორციელებელი ღონისძიებების   აღწერას და  ვადებს  შესრულებაზე პასუხიმგებელი პირების  მონაცემებს და მათი  ფუნქციური  დატვირთვის აღწერას (ჟურნალის განვითარების  დროში გაწერილი გეგმა, შესაბამისი  შუალედური (ყოველწლიური)  და        შეფასების  ინდიკატორების   მითითებით SCOPUS-ის კრიტერიუმებთან მიმართებაში, საბოლოო შედეგით - განსაზღვრულ ვადებში SCOPUS-ში ინდექსირების სახით).
ბ) წინამდებარე ბრძანების მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ყოველწლიური დაფინანსების მიღების მიზნით, ფაკულტეტი  ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი მომდევნო  წლის  20  იანვრისა  რექტორსა და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარუდგინოს  გასული  კალენდარული წლის განმავლობაში შესრულებული  სამუშაოების ანგარიში და მომდევნო კალენდარული წლის სამუშაო  გეგმა, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით. 
7. წინამდებარე ბრძანების მე-6 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით  გათვალისწინებული გეგმისა და ანგარიშის წარდგენის ვალდებულება ეკისრება ფაკულტეტების დეკანებს. ყოველი მომდევნო წლის დაფინანსების მიღების საფუძველია ამ ბრძანების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული  კომისიის   დადებითი  გადაწყვეტილება  და  საფინანსო დეპარტამენტის მიერ ყოველწლიური სამუშაო გეგმის ხარჯთაღრიცხვის შეთანხმება.
8.  რექტორისა  და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის ერთბლივი  ბრძანებით  შექმნილ კომისიას  დაევალოს ყოველი მომდევნო კალენადარული წლის 31 იანვრამდე განახორციელოს ფაკულტეტების  დეკანების  მიერ  წარმოდგენილი ყოველწლიური ანგარიშების შეფასება.
9. ამ ბრძანებით ფაკულტეტების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების/პასუხმგებელი პირების მიერ შესასრულებელი ვალდებულებების  კონტროლზე პასუხიმგებლობა ეკისრებათ ფაკულტეტის დეკანსა და ფაკულტეტის  შესაბამის სამეცნიერო სამსახურს.
10. დაევალოს    კანცელარიას    ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე განთავსება.
11. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება.
12. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
13. ბრძანება შეიძლება  გასაჩივრდეს  გამოქვეყნებიდან  (გაცნობიდან)  1  თვის  ვადაში,  ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში   (მის.:   ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა

 

View More

Order N: 7/04