geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის №80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 24 სექტემბრის №269/02-01 ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2026 წლის 23 სექტემბრის №21038/26 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორის შერჩევის მიზნით სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე – 1 (ერთი) ვაკანსიაზე.
2. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს (ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხით) ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტს.
3. კონკურსში მონაწილე პირი უნდა იცნობდეს:
ა) საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის №414 ბრძანებულებას „საქმისწარმოების ერთიანი წესების შესახებ“;
გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის №174 ბრძანებას „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“;
დ) საქართველოს კანონს „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“;
ე) საქართველოს მთავრობის №64 დადგენილებას „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონს „უმაღლესი განათლების შესახებ“;
ზ) უნივერსიტეტის წესდებას; თ) ფაკულტეტის დებულებას.
4. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ქართული ენის ცოდნა;
ბ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების, მათ შორის Microsoft Office-ის პროგრამების, ცოდნა.
5. სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებსა და უნარებს:
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ბ) ოპერატიულობა;
გ) სხვადასხვა ამოცანაზე პარალელურად, დამოუკიდებლად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
დ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობისა და კომუნიკაბელურობის უნარი;
ვ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ზ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
თ) დასაბუთების უნარი.
6. სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
ა) ფაკულტეტზე შემოსული და გასული დოკუმენტაციის ელექტრონულ ბაზაში
რეგისტრაცია და ადრესატებისთვის გაგზავნა;
ბ) ფაკულტეტზე მომზადებული დოკუმენტების (ცნობების, წერილების და სხვ.) გატარება;
გ) დეკანის ბრძანებების რეგისტრაცია;
დ) ფაკულტეტზე მიმდინარე კონკურსების (დეკანის, პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის) ფარგლებში კონკურსანტთა საბუთების მიღება, დამუშავება და კომისიისთვის დროულად გადაცემა, აგრეთვე საკონკურსო მასალების
საქმისწარმოების წესების დაცვით შენახვა;
ე) ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო ფორუმებისა და კვლევითი პროექტების მასალების მიღება, რეგისტრაცია და შესაბამის სამსახურებში გადაცემა (მიღება-ჩაბარების აქტებით);
ვ) ცენტრალურ კანცელარიასთან კოორდინირებული მუშაობა;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, ფაკულტეტზე მომზადებული დოკუმენტების ასლების დამოწმება;
თ) საჭიროებიდან გამომდინარე, კანცელარიის უფროსის, ადმინისტრაციის, ცენტრალური კანცელარიისა და დეკანის სხვადასხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.
სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელის ზეპირი ან წერილობითი მითითებების შესაბამისად.
7. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი №2 და დანართი №2.1 –„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“);
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში); 
ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში).

8. სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 3 (სამი) თვით. სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა. ანაზღაურებადი სტაჟირება განისაზღვროს თვეში 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
9. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე. სტაჟიორთა კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭებათ უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო კომისია აპლიკანტის განაცხადს არ განიხილავს.
10. შერჩეული კანდიდატები, რომელთა დოკუმენტაციაც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან. გასაუბრების კონკრეტული თარიღი და დრო კანდიდატებს ეცნობებათ წინასწარ. გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.
11. მოთხოვნილი დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს 2026 წლის 29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, 17:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: stajireba@tsu.ge.
ელექტრონული წერილის სათაურის (Subject) ველში უნდა მიეთითოს: - „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში ანაზღაურებადი სტაჟირება“.
12. ინფორმაცია „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 20 ოქტომბრისა .
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტს, შიდა აუდიტის სამსახურს, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 281/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წელს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების ან ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, „რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების ან ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე, „სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2026 წლის 25 აგვისტოს MES 8 26 0001092490 ბრძანების, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01- 01 ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების ან ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე შემდეგი სტუდენტები წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ნინო გვენეტაძე

View More

Order N: 831/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ დეკანის თანაშემწის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 21 აპრილის N8/04 ერთობლივი ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მზია წერეთლის 2026 წლის 18 სექტემბრის N20638/26 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ დეკანის თანაშემწის შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები 09:00 სთ-დან 18:00 სთ- მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა;
შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: 
ა) უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) უნდა ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს ( Microsoft Office; Internet Browser).
4. აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს; 
დ) ფაკულტეტის დებულებას;
ე) თსუ წესდებას.
ვ) პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
ბ) ოპერატიულობა;
გ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
დ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; 
ე) დასაბუთების უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი. 
ზ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
თ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
ი) კრეატიულობა

6. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ დეკანის თანაშემწის პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
1) დეკანის კორესპონდენციის მართვა;
2) დეკანის ელექტრონული მიმოწერის მიზნობრივი ადმინისტრირება: ელექტრონულ ფოსტაზე და ელექტრონული საქმისწარმოების სისტემაში შემოსული შეტყობინებების ყოველდღიური გაცნობა, დახარისხება, რეგისტრაცია და დეკანის მითითებით შესაბამის სამსახურებთან გადამისამართება;
3) ფაკულტეტზე მოსაწყობი სხვადასხვა სახის ღონისძიებების (სტუდენტების გაცილება/დახვედრა; წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოება, აკადემიური პერსონალის ღონისძიებების და სხვ.) დაგეგმვა და ორგანიზება: ღონისძიების სცენარის დაგეგმვა; აუდიტორიების მოძიება; თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან და უნივერსიტეტის გაზეთთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება, ანონსისა და პრესრელიზის მომზადება; ღონისძიებისთვის საჭირო მასალების მოსამსაზადებლად და დასაბეჭდად სხვადასხვა სამსახურებთან ურთიერთობა;
4) თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტისათვის" ფაკულტეტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის დროული მიწოდება;
5) ფაკულტეტის ვებგვერდისა და ფეისბუქგვერდის ადმინისტრირება, მოწოდებული ინფორმაციის და ვაკანსიების ფაკულტეტის ვებგვერდსა და/ან ფეისბუქგვერდზე განთავსება - თსუ კარიერული განვითარების ცენტრის მიერ მოწოდებული ვაკანსიების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის და სხვა სამსახურების მიერ მოწოდებული გასავრცელებელი ინფორმაციის მყისიერი მიწოდება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის; თსუ-ს სხვადასხვა სამსახურებიდან მიღებული 
ინფორმაციის, საბჭოს სხდომის ოქმების, ფაკულტეტის სამართლებრივი აქტების ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსება;
6) თსუ ვებგვერდისთვის ფაკულტეტის მასალების მომზადება და შესაბამისი სამსახურისთვის მიწოდება.
7) საჭიროების შემთხვევაში, ფაკულტეტის ვებგვერდისთვის ინფორმაციის ან სხვა სახის მასალის ტექსტების ქართულიდან ინგლისურზე და პირიქით თარგმნა;
8) მონიტორინგისა სამსახურისა და პერსონალის მართვის დეპარტამენტებიდან შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირება და სხვა;
9) საჭიროებებიდან გამომდინარე ფაკულტეტის დეკანისა და აკადემიური პერსონალის სხვადასხვა მიმდინარე დავალებების შესრულება, სტუდენტურ თვითმმართველობასთან ურთიერთობა.

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა - ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 28 სექტემბრიდან 2026 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით, 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის პოზიცია“.
10.სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11.ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში. 
12.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 22 ოქტომბრისა.
13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, შესყიდვების განყოფილება, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი).
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 280/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის №80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 24 სექტემბრის №269/02-01 ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2026 წლის 23 სექტემბრის №21037/26 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორის შერჩევის მიზნით სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში ანაზღაურებად სტაჟირებაზე – 1 (ერთი) ვაკანსიაზე.
2. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს (ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხით) ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტს.

3. კონკურსში მონაწილე პირი უნდა იცნობდეს:
ა) საქართველოს კანონს „უმაღლესი განათლების შესახებ“;
ბ) უნივერსიტეტის შინაგანაწესს;
გ) ფაკულტეტის დებულებას.

4. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ქართული ენის ცოდნა;
ბ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების, მათ შორის Microsoft Office-ის პროგრამების, ცოდნა.
5. სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებსა და უნარებს:

ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
ბ) ოპერატიულობა;
გ) სხვადასხვა ამოცანაზე პარალელურად, დამოუკიდებლად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
დ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; 
ე) გუნდურობისა და კომუნიკაბელურობის უნარი;
ვ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ზ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
თ) დასაბუთების უნარი.

6. სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელის ზეპირი ან წერილობითი მითითებების შესაბამისად, მათ შორის:
ა) სტუდენტთა კორესპონდენციის მონიტორინგი და შესაბამისი პასუხების მომზადება/გაცემა;
ბ) აკადემიური რეგისტრაციის პროცესში დახმარება;
გ) სტუდენტთა ტუტორიალი და კონსულტირება;
დ) მობილობის პროცესში დოკუმენტაციის მომზადებასა და საბუთების მიღებაში დახმარება;
ე) სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება;
ვ) სტუდენტების სისტემატური ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების, რეგულაციების, ინსტრუქციების, ვადებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ;
ზ) თსუ-ის საგამოცდო ცენტრიდან მოწოდებული საგამოცდო ნაშრომების დროულად დაბრუნების მონიტორინგი;
თ) სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის სხვადასხვა მიმდინარე დავალების შესრულება.
7. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი №2 და დანართი №2.1 –„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“);
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
გაცემული დოკუმენტი ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში).
8. სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 3 (სამი) თვით. სამუშაო დრო განისაზღვროს კვირაში არანაკლებ 30 საათით, შაბათ-კვირის გარდა. ანაზღაურებადი სტაჟირება
განისაზღვროს თვეში 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
9. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე. სტაჟიორთა კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭებათ უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. არასრული
დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო კომისია აპლიკანტის განაცხადს არ განიხილავს. 
10. შერჩეული კანდიდატები, რომელთა დოკუმენტაციაც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან. გასაუბრების კონკრეტული თარიღი და დრო კანდიდატებს ეცნობებათ წინასწარ. გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.
11. მოთხოვნილი დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს 2026 წლის 29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, 17:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: stajireba@tsu.ge.
ელექტრონული წერილის სათაურის (Subject) ველში უნდა მიეთითოს: - „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირება“.
12. ინფორმაცია „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 20 ოქტომბრისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტს, შიდა აუდიტის სამსახურს, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტსა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე
 

View More

Order N: 279/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების რესტავრატორის შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2026 წლის 21 სექტემბრის N20884/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების რესტავრატორის შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად (1 ვაკანსია).
2.პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1180 (ათასასოთხმოცი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით ), სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;
ბ) უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“; საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

4.აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:
ა) კომპიუტერული უნარები;
ბ)გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

5.სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების რესტავრატორის შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება. 
ა) საბიბლიოთეკო დოკუმენტების სადეზინფექციო, საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება (ფოტო - ტექსტური დოკუმენტაციის მომზადება, გაწმენდა, ფურცლის, ყდის რესტავრაცია, აკინძვა, ყდაში ჩასმა, ყდის ტონირება);
ბ) პერიოდული გამოცემების აკინძვა-რესტავრაცია;
გ) რესტავრირებული დოკუმენტების მომზადება საგამოფენოდ; დ) ფოტოპირული წიგნების აკინძვა და ყდაში ჩასმა.


6.კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები; დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;


7.კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების რესტავრატორის შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1), (დანართი 2);

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 28 სექტემბრიდან 2026 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების რესტავრატორი“;
10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების რესტავრატორის შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 23 ოქტომბრისა.
12. გაუქმდეს ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) 
შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 24 სექტემბრის N270/02-01 ბრძანება.
13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 278/02-01

,, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026- 2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ ” რექტორის 2026 წლის 22 ივლისის N182/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“,  „ბ“  და  „პ“  ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2021  წლის  18 ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 15 სექტემბრის N20276/29 წერილის  საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება ,, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026- 2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ ” რექტორის 2026 წლის 22 ივლისის N182/01-01 ბრძანებაში და 1.2 პუნქტით დამტკიცებული N3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
 

„
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

N     ბაკალავრიატის საგანამათლებლო პროგრამა     ვაკანტური ადგილების რაოდენობა
1 ბიზნესის ადმინისტრირება 70
2 ეკონომიკა 50
3 საჯარო მმართველობა 50
4 ტურიზმი 50
5 ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში (ინგლისურენოვანი)    
 
3

"

 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.  ბრძანების დაინტერესებული პირისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).
 

რექტორი ჯაბა სამუშია

 

 

 

 

 

 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.  ბრძანების დაინტერესებული პირისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


 

 

View More

Order N: 244/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების უფროსი სპეციალისტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე კანდიდატის   შესარჩევად  კონკურსის  გამოცხადების  შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 21 აპრილის 8/04 ერთობლივი ბრძანების და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2026 წლის 21 სექტემბრის  N20884/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების  განყოფილების უფროსი სპეციალისტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე კანდიდატის  შესარჩევად  (1 ვაკანსია).
2.პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში  1130  (ათასასოცდაათი) ლარის  ოდენობით  (საშემოსავლო  გადასახადისა  და  საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;
ბ) უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“; საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

4.აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:
ა)  კომპიუტერული უნარები;
ბ)გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 

5.სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების  განყოფილების უფროსი  სპეციალისტის  საშტატო  განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე დასაქმებულ პირს  მოეთხოვება  შემდეგი  ფუნქციების შესრულება.
ა) საბიბლიოთეკო დოკუმენტების დიგიტალიზაცია;
ბ) დასკანერებული საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის გვერდების დამუშავება, PDF ან/და Flash ფორმატში გადაყვანა;
გ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების ელ.ვერსიების საიტზე განსათავსებლად მომზადება;
დ) ელექტრონულ კატალოგში და ბიბლიოთეკის ვებ. გვერდზე საბიბლიოთეკო დოკუმენტების ელ.ვერსიების განთავსება;
ე) არსებული ელექტრო-მექანიკური და ავტომატიზაციის მოწყობილობის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ვ) ინოვაციური პროგრამული და ტექნიკური საშუალებების მოძიება და დანერგვა;
ზ) პროგრამული საშუალებების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

6.კონკურსში მონაწილეობის    მსურველ აპლიკანტებს    მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში   უნდა წარმოადგინოს   ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;


7.კონკურსში მონაწილეობის   მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის  საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება  პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების  განყოფილების უფროსი  სპეციალისტის  საშტატო  განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე კანდიდატის    შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1), (დანართი 2);

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 28 სექტემბრიდან   2026 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების უფროსი სპეციალისტი“; 
10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  ელექტრონული რესურსების განყოფილების უფროსი  სპეციალისტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე კანდიდატის     შესარჩევად   კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს  2026  წლის  23 ოქტომბრისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 271/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი პერიოდის ისტორიის არქივების განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2026 წლის 21 სექტემბრის N20884/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი პერიოდის ისტორიის არქივების განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად (1 ვაკანსია).
2.პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1130 (ათასასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;
ბ) უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“; საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

4.აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:
ა) კომპიუტერული უნარები;
ბ)გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 

5.სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი პერიოდის ისტორიის არქივების განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება.
ა) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში შექმნილი საბიბლიოთეკო–საარქივო დოკუმენტების შესწავლა და დამუშავება;
ბ) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ პუბლიკაციების, საგანმანათლებლო–სამეცნიერო მასალების დამუშავება და შენახვა;
გ) საბიბლიოთეკო – საარქივო ფონდების აღწერა, შესწავლა და სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა; 
დ) განყოფილების გამგესთან და თანამშრომლებთან ერთად გამოფენების, პუბლიკაციებისა და გამოცემების მომზადება;
ე) განყოფილების გამგესთან და თანამშრომლებთან ერთად სტუდენტური კონფერენციების მომზადება და გამართვა;
ვ) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებით არსებული არაქართულენოვანი ლიტერატურის თარგმნა და საგამომცემლოდ მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ქართულენოვანი ტექსტების უცხო ენაზე თარგმნა.
ზ) ელექტრონულ კატალოგში საბიბლიოთეკო დოკუმენტების მონაცემების შეტანა.


6.კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები; 
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;


7.კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი პერიოდის ისტორიის არქივების განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1), (დანართი 2); 
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 28 სექტემბრიდან 2026 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი პერიოდის ისტორიის არქივების განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი)“;
10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი პერიოდის ისტორიის არქივების განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 23 ოქტომბრისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე
 

View More

Order N: 272/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 21 აპრილის N8/04 ერთობლივი ბრძანებისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მანონი ჯოჯუას 2026 წლის 17 სექტემბრის N20502/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ აღრიცხვა- ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
3.  აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრი/მაგისტრი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება) - ან აღრიცხვა-ანგარიშგების სფეროში პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
ბ) ბაკალავრის შემთხვევაში -   მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. მათ შორის აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Exel.
4. აპლიკანტს მოეთხოვება იცნობდეს: 
ა) საქართველოს კანონს ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’.
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის N24 ბრძანებას ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ’’.
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის N17 ბრძანებას ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.
დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის N108 ბრძანებას ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ფინანასური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’.
ე) ბუღალტრულ აღრიცხვა - ანგარიშგებასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ნორმატიული და მარეგულირებად აქტებს (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, დებულებები, ინსტრუქციები, მეთოდური მითითებები, მეთოდოლოგია).
5.  აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა)  კრეატიულობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორს-მაჟორულ  ვითარებაში მუშაობის უნარი;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ი)  ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
6. თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
ა) დაფინანსების წყაროს შესაბამისად ყოველდღიურად ბუღალტრული აღრიცხვის პირველადი დოკუმენტების დამუშავება მემორიალური ორდერების მოსამზადებლად;
ბ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
გ) შრომის ანაზღაურების, სტიპენდიების და სხვა განაცემების დროული გაანგარიშება და დარიცხვა/გადარიცხვა;
დ) მატერიალური ფასეულობებისა და მომსახურების შესყიდვებთან დაკავშირებული საბუთების დამუშავება და ანგარისწორება;
ე) სალაროს მეურნეობის წარმოება;
ვ) თსუ გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნების შემოსავალში აღების, განაწილების და სარეალიზაციო ფასების განსაზღვრის თაობაზე ბრძანების პროექტის მომზადება;
ზ) სტუდენტთა ფინანსური ბაზების მომსახურება; თ) ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
ი) მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან;
კ) საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა დავალებების შესრულება.

7. საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა: 
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი; ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;
ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება  პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 28 სექტემბრიდან 2026 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს ,,აღრიცხვა- ანგარიშგების  განყოფილების მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია)“.
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1 და დანართი 2);
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 26 ოქტომბრისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 274/02-01  

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2026 წლის 27ივლისის N181/01-01  ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი     ადმინისტრაციული კოდექსის   52-ე   მუხლის პირველი  და  მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,   55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის   მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო   სამართლის იურიდიული პირის   –   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-14 მუხლის   პირველი  პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და  მე-9 და მე-11 პუნქტებისა  და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N 20728/27, 21.09.2026 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2026 წლის 21 ივლისის N181/01-
01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების სიაში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

"

 

N სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა

ვაკანტური

ადგილების რაოდენობა

1 ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამა 36

 

1.1. შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა

(ლიტერატურული კომპარატივისტიკა)

 2

 

 1.2. ქართველური ენათმეცნიერება

 3

 

 1.3. ქართული ლიტერატურის ისტორია

 5

 

 1.4. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება

 2

 

 1.5. ფოლკლორისტიკა

 3

 

 1.6. ქართული ბიბლიის ფილოლოგია

 1

 

 1.7. კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა და ნეოგრეცისტიკა

 4

 

 1.8. ინგლისური ფილოლოგია და ლექსიკოლოგია

 5

 

 1.9. გერმანული ფილოლოგია

 1

 

 1.10. რომანული ფილოლოგია (ფრანგული,ესპანური, იტალიური)

 2

 

 1.11. სლავური ფილოლოგია

 1

 

 1.12. არაბული ფილოლოგია

 1

 

 1.13. ირანული ფილოლოგია

 1

 

 1.14. თურქული ფილოლოგია

 1

 

 1.15. სომხური ფილოლოგია

 1

 

 1.16. თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერება

 3

2

 ისტორიის სადოქტორო პროგრამა

 9

 

 2.1. საქართველოს ისტორია

 5

 

 2.2. ძველი მსოფლიოს ისტორია

 2

 

 2.3. შუა საუკუნეების ისტორია

 2

 3

 ხელოვნებათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამა

 4

4

 ამერიკისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამა

 1

5

 კულტურის კვლევების სადოქტორო პროგრამა

 2

6 ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა 1
7 არქეოლოგია სადოქტორო პროგრამა 1

"

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    დაევალოს    კანცელარიას,    ბრძანება    გადასცეს    შესაბამის    სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
5.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში    ქ.   თბილისის   საქალაქო   სასამართლოს   ადმინისტრაციულ   საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

 

View More

Order N: 245/01-01

,, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ ” რექტორის 2026 წლის 21 ივლისის N181/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 18 სექტემბრის N20576/31-01-03,

ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2026 წლის 21 ივლისის N181/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამის ვაკანტური ადგილების სიაში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
“

N   დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ვაკანტური ადგილების რაოდენობა
1.  სამართალი  31

  
     
“ 
2.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
3. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

View More

Order N: 248/01-01    

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 05 მაისის N80/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და თანმდევი, განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ემუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის პროფესიული განათლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2024 წლის 08 ივლისის N178/01-01 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასების, განვითარების და პროფესიული სტუდენტების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის წესის“ მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის N21104/10 (23,09,2026) წერილის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2026 წლის 24 სექტემბრის N 21298/10  წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ რექტორის 2020 წლის 05 მაისის N80/01-01 ბრძანება“-ში და ბრძანების პირველი    პუნქტით    დამტკიცებული    პროფესიული    საგანმანათლებლო    პროგრამა „საბიბლიოთეკო საქმე“ ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „საბიბლიოთეკო  საქმე“ თბილისი (დანართი N1).
2.   წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედება მოხდეს 2027 წელს პროფესიულ სტუდენტთა მიღების გამოცხადების დღიდან.
3.   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამების  დამტკიცების  შესახებ  რექტორის  2020 წლის  05  მაისის  N80/01-01  ბრძანებით  დამტკიცებულ  პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამაზე „საბიბლიოთეკო საქმე“ (თბილისის) 2026 წელს ჩარიცხულმა პროფესიულმა სტუდენტებმა  სასწავლო  პროცესი  დაამთავრონ  იმ  პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამით, რომელზეც განხორციელდა მათი ჩარიცხვა.
4.   ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის   სტრუქტურულ   ერთეულებისთვის   მიწოდება   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.    წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება კანონით დადგენილ ვადაში შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მისამართი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.
7.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

View More

Order N: 247/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 01 ივნისის N97/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და თანმდევი, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 42-ემუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის პროფესიული განათლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2024 წლის 08 ივლისის N178/01-01 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასების, განვითარების და პროფესიული სტუდენტების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის წესის“ მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის N21104/10 (23,09,2026) წერილის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2026 წლის 24 სექტემბრის N 21298/10  წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 01 ივნისის N97/01-01 ბრძანებაში:
ა)   ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ბუღალტრული აღრიცხვა“ თბილისი, ქუთაისი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „ბუღალტრული აღრიცხვა“ თბილისი (დანართი N1).
ბ)   ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ბუღალტრული აღრიცხვა“ თბილისი,  ქუთაისი  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „ბუღალტრული აღრიცხვა“ ქუთაისი (დანართი N2).
გ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ღონისძიების ორგანიზება“ თბილისი, ქუთაისი  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „ღონისძიების ორგანიზება“ თბილისი (დანართი N3).
დ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ღონისძიების ორგანიზება“ თბილისი, ქუთაისი  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „ღონისძიების ორგანიზება“ ქუთაისი (დანართი N4).
ე) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „საბიბლიოთეკო საქმე“ ქუთაისი  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „საბიბლიოთეკო  საქმე“ ქუთაისი (დანართი N5).

2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების „ბუღალტრული აღრიცხვა“ თბილისი, „ბუღალტრული აღრიცხვა“ ქუთაისი  და „საბიბლიოთეკო საქმე“ ქუთაისი  ამოქმედება მოხდეს 2027 წელს პროფესიულ სტუდენტთა მიღების გამოცხადების დღიდან.
3. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების „ღონისძიების ორგანიზება“ თბილისი და „ღონისძიების ორგანიზება“ ქუთაისი ამოქმედება მოხდეს 2026 წილის 01 დეკემბრიდან.
4. „სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 01 ივნისის N97/01-01 ბრძანების პირველი პინქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამებზე:  („ბუღალტრული  აღრიცხვა“,  „საბიბლიოთეკო  საქმე“, „ღონისძიების ორგანიზება“) 2026 წელს ჩარიცხულმა პროფესიულმა სტუდენტებმა სასწავლო პროცესი დაამთავრონ იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით რომელზეც განხორციელდა მათი ჩარიცხვა.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.  წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება კანონით დადგენილ ვადაში შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მისამართი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

View More

Order N: 246/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეული კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის  შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“   და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N 63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის    ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 24 ივლისის N11/04 ერთობლივი ბრძანების, ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის
2026 წლის 18 სექტემბრის N 20584/10 წერილის (თან ერთვის  საკონკურსო კომისიის 2026 წლის 17 სექტემბრის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი N 6) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომელის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:
საგამოცდო ცენტრი „გეოანალიტიკა“
მაია უკლება -  მეცნიერ თანამშრომელი (4 წლის ვადით)  -  1 საშტატო ერთეული.
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება მაია უკლებასთან.
3.   წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეული კავკასიის  ინსტიტუტი).
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 243/01-01

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების „მედიცინა“ (ქართულენოვანი) და „სტომატოლოგია“ სტუდენტებისათვის 2026-2027 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2026 წლის 29 ივლისის N202/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილება “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების „მედიცინა“ (ქართულენოვანი) და „სტომატოლოგია“ სტუდენტებისათვის
2026-2027   სასწავლო   წლის   სასწავლო   პროცესის   ვადების   განსაზღვრის   შესახებ” რექტორის 2026 წლის 29 ივლისის N202/01-01  ბრძანების


ა) 1.1 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტში ადმინისტრაციული რეგისტრაცია ნაცვლად:

„ 17 აგვისტო - 21 სექტემბერი; “

განისაზღვროს: „17 აგვსიტო - 28 სექტემბერი; “

ბ) 1.1 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტში აკადემიური რეგისტრაცია ნაცვლად:

„ 14-21 სექტემბერი; “

განისაზღვროს: „14-28 სექტემბერი; “ 


2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
5.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 240/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 2026 წლის 28 ივლისის N189/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 2026 წლის 28 ივლისის N189/01-01 ბრძანების


“ ა) “ა.ბ” ქვეპუნქტში პირველსემესტრელთა აკადემიური რეგისტრაცია ნაცვლად:

" აკადემიური რეგისტრაცია -16-21 სექტემბერი “

განისაზღვროს: “ აკადემიური რეგისტრაცია -16-28 სექტემბერი”

ბ) 1.1 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტში ადმინისტრაციული რეგისტრაცია ნაცვლად:

„ 17 აგვისტო - 21 სექტემბერი; “

განისაზღვროს: „18 აგვსიტო - 28 სექტემბერი; “

გ) 1.1 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტში აკადემიური რეგისტრაცია ნაცვლად:

„ 14-21 სექტემბერი; “ 
განისაზღვროს: „14-28 სექტემბერი; “

2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
5.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 241/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინინსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში  სტაჟიორების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,  ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის თავისი ცვლილებებით, დეპარტამენტის უფროსის მ. ჯოჯუას 2026 წლის 18 სექტემბრის N20643/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორების შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინინსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე- 2 (ორი) ერთეულზე..

2. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტს.

3. კონკურსში მონაწილე პირმა სასურველია იცოდეს:
ა)საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ბ)საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ;
გ) თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის დებულება.

4. აპლიკანტი უნდა ფლობდეს: 
ა) სახელმწიფო ენას (წერა, კითხვა, მეტყველება);
ბ) ინგლისურ ენას (სასურველი);
გ) საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office: WORD, EXCEL, INTERNET, POWERPOINT.

5.სტაჟიორის   შერჩევისას   ყურადღება   მიექცევა   შემდეგ   პიროვნულ   მახასიათებლებს (უნარებს):

ა) პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა
ბ) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება
გ) დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დ) გუნდური მუშაობის კულტურა
ე) პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა
ვ) ტექნიკური უნარ-ჩვევები
ზ) ინიციატივის გამოვლენა
თ) კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი
ი) კომუნიკაბელურობა
კ) ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.

6. სტაჟიორის ფუნქცია- ვალდებულებებია:

1. გაეცნოს საფინანსო დეპარტამენტის, შესყიდვების განყოფილების და უნივერსიტეტის მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა საკითხების დამუშავებაში.
2. გაეცნოს განყოფილების დოკუმენტაციას,  ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა);
3.   შეისწავლოს სახელმწიფო შესყიდვების კანონი, კანონქვემდებარე აქტები, გაეცნოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცემულ მითითებებსა და რეკომენდაციებს;
4.   გაეცნოს სახელმწიფო  შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემას (https://procurement.gov.ge/);
5. შეისწავლოს სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები,   ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ შეთანხმებები, ბრძანებების პროექტები და სხვა).
6.  გაეცნოს ტენდერის წინამოსამზადებელ პროცედურებს, როგორიცაა ტექნიკური დავალების გადამოწმება/სისტემატიზაცია, ბაზრის კვლევა, ბაზრის კვლევის შედეგების ანალიზი და სხვა;
7.   მონაწილეობა მიიღოს ტენდერის ჩატარების საჭირო სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადების შედგენაში;
8.   სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას მონაწილეობა მიიღოს სატენდერო წინადადებების განხილვა შეფასებაში, შესაბამისი ოქმების და შეტყობინებების მომზადებაში; 
9.   ზედამხედველობის ქვეშ მოამზადოს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებები;
10. შეისწავლოს  გამარტივებული  შესყიდვის,  ელექტრონული  ტენდერის  ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების ან ამ  ხელშეკრულების  ცვლილების   (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის)ამსახველი დოკუმენტის, მიღება-ჩაბარების აქტების სააგენტოსათვის წარდგენა/ატვირთვა ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში. ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
11. მოამზადოს    კომპეტენციის    ფარგლებში,    უნივერსიტეტის    სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსულ კორესპოდენციაზე წერილობითი პასუხები;
12. განახორციელოს,  განყოფილების  ხელმძღვანელის  დავალებით,  დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვადასხვა მიმდინარე სამუშაოები;
13. შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ, გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის დებულებით და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე;
14. გაეცნოს უნივერსიტეტის შინაგანაწესს და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.


7. კონკურსში    მონაწილეობის    მისაღებად    სტაჟიორობის    კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა)     განცხადება   კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );

ბ) CV;

გ)  საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

ე) უცხო ენის ცოდნის   დამადასტურებელი დოკუმენტი  (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

8.დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის   24 სექტემბრიდან   30 სექტემბრის ჩათვლით 17 საათამდე.

9.კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;.

10. ანაზღაურებადი სტაჟირება თვეში განისაზღვრება 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა. სატაჟირების გავლის პერიოდია 3 ( სამი) თვე. 
11. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის   განხილვის საფუძველზე და შემდეგ ეტაპზე გადასვლა ეცნობებათ ელ-ფოსტის მეშვეობით.

12. აპლიკანტის მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება  2026 წლის   24 სექტემბრიდან   30 სექტემბრის ჩათვლით 17 საათამდე. ელექტრონულ ფოსტაზე : stajireba@tsu.ge სათაურის   ველში   უნდა    მიეთითოს    -   ანაზღაურებადი   სტაჟირება შესყიდვების განყოფილებაში.

13. ინფორმაცია ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში სტაჟიორების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" განცხადება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში.

14. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის ოქტომბრის თვისა.

15. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური).

16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 797/02-03    

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კომპონენტში (სასწავლო კურსი, პრაქტიკა, საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი ან სხვ.) სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2026- 2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი  და  მე-2  ნაწილების,  53-ე  მუხლის  პირველი,  მეორე  და  მესამე ნაწილების, 54-ე   მუხლის   პირველი   ნაწილის,   56-ე   მუხლის   პირველი   ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის        - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“,და „ პ “ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41- ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.დაიწყოს    ადმინისტრაციული წარმოება სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კომპონენტში (სასწავლო კურსი, პრაქტიკა, საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი ან სხვ.) სამჯერ კრედიტის ვერმიღების   გამო,      2026-2027 სასწავლო   წლის   შემოდგომის   სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის     შეწყვეტასთან     დაკავშირებით,     ფაკულტეტების     შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7);


2.  წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის ფაკულტეტებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.   წარმოების დასრულების ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა;
4. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე,ძირითადი მიზნების მიღწევამდე;
5.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
6.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;
7.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 809/01-04

,, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2026 წლის 15 სექტემბრის N235/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის   პირველი   ნაწილის,   63-ე   მუხლის,   საქართველოს   განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2021 წლის   18 ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის N20553/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს   ცვლილება ,, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა    და    განათლების    მეცნიერებათა    ფაკულტეტის მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო                 პროგრამების სტუდენტებისათვის რიგგარეშე  შიდა  მობილობის  პროცესის  ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ” რექტორის
2026 წლის   15 სექტემბრის   N235/01-01 ბრძანებაში  და   1-8 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ 1. განისაზღვროს რიგგარეშე შიდა მობილობისათვის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის    მაგისტრატურის    საგანმანათლებლო    პროგრამების „იურიდიული ფსიქოლოგია“        და        „ფსიქოლოგიური        ანთროპოლოგია“ სტუდენტებისათვის ვაკანტური     ადგილები     მაგისტრარის     საგანამანთლებლო
პროგრამებზე თანდართული სიის მიხედვთ:

 

1.  გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია — 9 ადგილი;
2.  ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება — 4
ადგილი;
3.  გავლენების და კომუნიკაციის ფსიქოლოგია — 10 ადგილი;
4.  განათლების ფსიქოლოგია — 4 ადგილი;
5.  შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია — 2 ადგილი;


2. განისაზღვროს   რიგგარეშე   შიდა   მობილობისათვის   ფსიქოლოგიისა   და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის “ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)“ სტუდენტებისათვის ვაკანტური ადგილები დოქტორანტურის საგანამანთლებლო პროგრამებზე თანდართული სიის მიხედვთ:

6.  გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია - 2 ადგილი;
7.  განათლების ფსიქოლოგია - 1 ადგილი;
8.  ფსიქოლოგია - 1;


3.   რიგგარეშე შიდა მობილობის წესით გადასვლის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება - 16-21 სექტემბერი;

4.   შიდა მობილობის შედეგების გამოქვეყნება - 22 სექტემბერი;

5.   კრედიტების აღიარება - 23 სექტემბერი;

6.   ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 24 სექტემბერი;

7. საგანმანათლებლო     ერთეულის     მიერ     სასწავლო     პროცესის     მართვის დეპარტამენტისათვის რიგგარეშე მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 25 სექტემბერი;

8.  რიგგარეშე შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება — 28 სექტემბერი; “


2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა
დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64). 


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 239/01-01          

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა”, „ბ"   და „პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2026 წლის 25 აგვისტოს -„იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვეს ბაკალავრიატის ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“  MES 3 26 0001092486 და „აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტების დამტკიცების შესახებ იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი   აკადემიური   საგანმანათლებლო   პროგრამის   დასაფინანსებლად”   MES 4 25 0001023853 ბრძანებების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებისა და უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 


1. ჩაირიცხონ 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით შემდეგი სტუდენტები:


ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №6);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში    ქ.   თბილისის   საქალაქო   სასამართლოს   ადმინისტრაციულ   საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 808/01-04