„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის N20553/26 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.შევიდეს ცვლილება ,, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ” რექტორის
2026 წლის 15 სექტემბრის N235/01-01 ბრძანებაში და 1-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ 1. განისაზღვროს რიგგარეშე შიდა მობილობისათვის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების „იურიდიული ფსიქოლოგია“ და „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია“ სტუდენტებისათვის ვაკანტური ადგილები მაგისტრარის საგანამანთლებლო
პროგრამებზე თანდართული სიის მიხედვთ:
1. გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია — 9 ადგილი;
2. ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება — 4
ადგილი;
3. გავლენების და კომუნიკაციის ფსიქოლოგია — 10 ადგილი;
4. განათლების ფსიქოლოგია — 4 ადგილი;
5. შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია — 2 ადგილი;
2. განისაზღვროს რიგგარეშე შიდა მობილობისათვის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის “ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)“ სტუდენტებისათვის ვაკანტური ადგილები დოქტორანტურის საგანამანთლებლო პროგრამებზე თანდართული სიის მიხედვთ:
6. გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია - 2 ადგილი;
7. განათლების ფსიქოლოგია - 1 ადგილი;
8. ფსიქოლოგია - 1;
3. რიგგარეშე შიდა მობილობის წესით გადასვლის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება - 16-21 სექტემბერი;
4. შიდა მობილობის შედეგების გამოქვეყნება - 22 სექტემბერი;
5. კრედიტების აღიარება - 23 სექტემბერი;
6. ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 24 სექტემბერი;
7. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის რიგგარეშე მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 25 სექტემბერი;
8. რიგგარეშე შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება — 28 სექტემბერი; “
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა
დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).
რექტორი ჯაბა სამუშია