თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თსუ ბიბლიოთეკისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 23-24 აპრილს „წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალს“ მასპინძლობს.
საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლები და გამომცემლობები საზოგადოებას ბოლო წლებში გამოცემულ წიგნებს წარუდგენენ. ღონისძიების ფარგლებში გამოიფინება და გაიყიდება, როგორც აკადემიური, ისე არააკადემიური წიგნები. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია შემეცნებითი ლექციები, წიგნების პრეზენტაციები და დისკუსიები.
ღონისძიებაში მონაწილეობს 10 უმაღლესი სასწავლებელი და 24 გამომცემლობა.
ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობენ თსუ პროფესიული განათლების ცენტრის “საბიბლიოთეკო საქმის” პროგრამის სტუდენტები.