საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგი მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

6-7 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით პროფესიული პროგრამების მასწავლებლებისთვის და ცენტრის ადმინისტრაციული პერსონალისთვის სპეციალური ტრენინგი  „დროისა და ენერგიის ეფექტურად მართვა“გაიმართა. ტრენინგს სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, PR ასოციაციის დამფუძნებელი, ტრენერი მაკო ჯაოშვილი უძღვებოდა. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ დროის რაციონალური დაგეგმვის გზებს, დროის მართვის ძირითად ტექნიკებს, როგორ უნდა დალაგდეს პრიორიტეტები მიზნების მისაღწევად, ასევე  როგორ უნდა იპოვო ბალანსი სამუშაო და პირად დროს შორის. 

 

ტრენინგი დროის  და ენერგიის გონივრული მართვა, მაკო ჯაოშვილი 

თარიღი: 08/08/2024