სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!
► დამატებითი შესაძლებლობა გახდე სტუდენტი!
თუ თქვენ ვერ მოხვდით სასურველ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან პირველადი რეგისტრაციის დროს არ მიგიღიათ მონაწილეობა - მიმდინარე წლის 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე:
• საოფისე საქმე - თბილისი - ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 4;
• საოფისე საქმე - ქუთაისი - ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 6;
• საფინანსო სერვისები - თბილისი - ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 8;
• საფინანსო სერვისები - ქუთაისი - ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 19;
• საბიბლიოთეკო საქმე - თბილისი - ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 6;
• საბიბლიოთეკო საქმე - ქუთაისი - ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 1;
• სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა - ქუთაისი - ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 3.
დამატებითი ინფორმაცია:
♦თუ თქვენ გადალახეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (წიგნიერების ტესტში) შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ საბაჟო საქმის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ზემოთ მითითებულ ვადებში.
♦ პროფესილ პროგრამებზე: საოფისე საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა - ჩარიცხვის წინა პირობაა მოტივაციური გასაუბრება.
პროფესიულ პროგრამებზე სწავლა დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ 100%-ით.
► პროგრამებზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://tsu.ge/ka/vocational-center/page/1622 და ასევე, რეგისტრაციისას www.vet.emis.ge ვებ-გვერდზე განთავსებულ კატალოგში.
რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ონლაინ www.vet.emis.ge ვებ-გვერდის საშუალებით.
► დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან მეილზე cve@tsu.ge
გისურვეთ წარმატებებს!!!