საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის სპეციალისტი - პროფესია გლობალური დატვირთვით

პროფესიულ პროგრამაზე „სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა“ მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. თსუ პროფესიული განათლების ცენტრში (ქუთაისი) პროგრამა რამდენიმე წელია ხორციელდება და მის მიმართ ინტერესიც დიდია. „ერთი-ორად იზრდება ინტერესი ამ პროფესიის მიმართ, რაც განპირობებულია დღევანდელ მსოფლიოში საქართველოს  სატრანსპორტო დერეფნის როლით. ამიტომ ჩვენ სატრანსპორტო ლოგისტიკას ვასწავლით არამარტო თეორიულად, ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პრაქტიკულ ცოდნას“,-განაცხადა სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის პროფესიული პროგრამის მასწავლებელმა დავით გრძელიშვილმა. 


სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკაში არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სასაწყობე მეურნეობას.  სწორედ ამ კუთხით პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად თსუ პროფესიული განათლების ცენტრის (ქუთაისი) სტუდენტები „თეგეტა მოტორსის“ ქუთაისის ფილიალს ეწვივნენ. მათ დეტალურად გააცნეს ყველა პროცედურა, თუ როგორ ხდება საწყობში პროდუქტის მიღება, შემოსავალში აღრიცხვა თუ გაცემა. ფილიალის დირექტორის ვახტანგ ნატრიაშვილის თქმით, პრაქტიკული ცოდნის მიმართ სტუდენტების დაინტერესება საკმაოდ მაღალია. „ჩვენ ვუმასპინძლეთ თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს. მათ დეტალურად გავაცანით სამუშაო პროცესი, როგორ ხდება სასაწყობო მეურნეობის მართვა, პროდუქტის მიღება, აღრიცხვა შემოსავალში და გაცემა. ასეთი ვიზიტები მნიშვნელოვანია, რადგან უნდა იყოს თანხვედრა მათ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას შორის“,-აღნიშნა ვახტანგ ნატრიაშვილმა.


პრაქტიკული გამოცდილება და რეალურ გარემოში სამუსაო გამოცდილების მიღება წარმატებული დასაქმების წინაპირობად მიაჩნიათ სტუდენტებს. „თეორიულ სწავლასთან ერთად პრატქიკული გამოცდილება აუცილებელია. ხშირად გავდივართ პრაქტიკას სხვადასხვა დაწესებულებაში, სასაწყობე მეურნეობებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეტად გათვითცნობიერებული ვიქნებით პროფესიაში და ხელს სეუწყობს ჩვენს დასაქმებას“,-განაცხადა პროფესიული პროგრამის „სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა“ (ქუთაისი) სტუდენტმა ნანა მაღლაკელიძემ.
 

თარიღი: 18/05/2023