საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საბაჟო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა "საწარმოო პრაქტიკა"

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის „საბაჟო საქმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები 2022 წლის 31 მარტს საწარმოო პრაქტიკის მოდულის განხორციელების ფარგლებში იმყოფებოდნენ სსიპ შემოსავლების სამსახურის დაქვემდებარებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში. პროფესიული სტუდენტები საწარმოო პრაქტიკის განმავლობაში პრაქტიკულ კომპონენტს გადიან პარტნიორ ორგანიზაციაში, ხოლო თსუ-სა და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მათ ხელი მიუწვდებათ საბაჟო გამშვები პუნქტების და გაფორმების ეკონომიკური ზონის იფრასტრუქტურის გაცნობაზე.

თარიღი: 01/04/2022