საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესიული სტუდენტები დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური სტენდი თელავში იყო წარმოდგენილი.

 

"ღონისძიების ორგანიზების" პროფესიული პროგრამის სტუდენტებს უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებთან ერთად საშუალება ქონდათ საზოგადოებისთვის გაეცნოთ თსუ-ის სასწავლო, სამეცნიერო და გაცვლითი პროგრამები; მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობებში, დაინტერესებული სტუმრები ჩაერთოთ იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში, სახალისო შემეცნებით-გასართობ ქიმიურ ცდებსა და ბიოლოგიურ აქტივობებში, შემეცნებით-გასართობ თამაშში „სითი-გეიმი“, ვიქტორინებში ისტორიასა და გეოგრაფიაში.

 

ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

თარიღი: 27/05/2024