საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიული განათლების ცენტრი ქალაქ თბილისში აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი  საბუნებისმეტყველო, სიცოცხლის შემსწავლელი,  გამოყენებითი ბიომეცნიერების, ბიოტექნოლოგიის, გარემოს დაცვის, აგრარული, სოფლის მეურნეობის, მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის,  ფარმაცის, ფარმაკოლოგიის მიმართულებებით ან/და ლაბორატორიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროფესიულ კვალიფიკაციას (შემდეგი მიმართულებით: ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი; ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი; ქიმიური და კვების მრეწველობის უსაფრთხოების სპეციალისტი; ქიმიური წარმოების სპეციალისტი; ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტი; სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორი; ფარმაცია და ფარმაციის თანაშემწე; ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი).  

 

გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია განხორციელდება 29.08.2024 – 15.09.2024 წ.

 

> დაინტერესებულ აპლიკანტებს გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლიათ ვებგვერდზე www.vet.emis.ge.

> ვებგვერდზე რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლის შემდეგ აპლიკანტმა უნდა მონიშნოს „მომზადებისა და გადამზადების პროფესიული პროგრამები“. შემდეგ აირჩიოს „პროგრამების“ ფანჯარა და საძიებო სისტემაში მიუთითოს - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ პროგრამის  სახელწოდება.

> ვებგვერდის საშუალებით აპლიკანტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია გადამზადების პროგრამის განხორციელების ვადების, მისაღწევი სწავლის შედეგებისა და მისაღები ადგილების რაოდენობის შესახებ.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირადი შეტყობინება Facebook-ზე  ან დარეკეთ T: 579782001

თარიღი: 28/08/2024