თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტურ ადგილებზე მიღება გამოცხადდა!
30, 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს რეგისტრაცია განხორციელდება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ ვაკანტურ ადგილებზე:
- თბილისი
საფინანსო სერვისები
საოფისე საქმე
საბიბლიოთეკო საქმე
- ქუთაისი
ბუღალტრული აღრიცხვა
საოფისე საქმე
საბიბლიოთეკო საქმე
პროფესიულ პროგრამებზე სწავლა დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ სრულად. პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/45hXyLd
რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ონლაინ, ვებგვერდის www.vet.emis.ge საშუალებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თსუ პროფესიული განათლების ცენტრს ელფოსტაზე: cve@tsu.ge