საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი სასწავლო წელი ახალი პროგრამებით

2024 წლის შემოდგომაზე თსუ პროფესიული განათლების ცენტრი თბილისსა და
ქუთაისში ახალი პროფესიული პროგრამების განხორციელებას გეგმავს.

 


2023 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს პროფესიულ განათლებაში არსებული ყველა
კვალიფიკაციის გადახედვისა და განვითარების პროცესი, რომელიც 2026 წლამდე
უნდა დასრულდეს.

 

პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში 2024 წელს თსუ
პროფესიული განათლების ცენტრი თბილისსა და ქუთაისში გეგმავს დანერგოს
შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროგრამები:

 


კომპიუტერული ქსელი და სისტემების მიმართულებით;


ვებტექნოლოგიების მიმართულებით;


ლოგისტიკის მიმართულებით;


საექთნო განათლების მიმართულებით.


მიმდინარე წელს თსუ პროფესიული განათლების ცენტრი აპლიკანტებს ასევე

შესთავაზებს ახალ მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროგრამებს.


6 მარტს ცენტრში გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. თბილისსა და ქუთაისში
შექმნილი სამუშაო ჯგუფი ახალი პროგრამების დანერგვისა და განხორციელების
პროცესს გაუწევს კოორდინაციას

თარიღი: 13/03/2024