ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრმა ქუთაისში გვირილობის სახალხო დღესასწაულში მიიღო მონაწილეობა.
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში თსუ სტენდს დილიდან ბევრი სტუმარი ეწვია, საინტერესო აქტივობებსა და ვიქტორინებში ჩაერთნენ და თსუ ისტორიის და პროფესიული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
თსუ პროფესიული პროგრამები თბილისსა და ქუთაისში 2007 წლიდან ხორციელდება. წელს ახალი პროფესიის შესწავლის მსურველებს ორივე ლოკაციაზე 20 პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ.
ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღებს თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ, ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ინეზა ვაწაძემ, თბილისის და ქუთაისის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელებმა და სტუდენტებმა.