15 იანვარს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,ტუროპერატორი“ სტუდენტები ტურისტული კომპანია “ვანდერლენდის” თანამშრომლებს შეხვდნენ.
მოდულის ,,გაცნობითი პრაქტიკა“ სასწავლო ექსკურსიის ფარგლებში, სტუდენტებს კითხვა-პასუხის რეჟიმში ჰქონდათ საშუალება გაეგოთ, როგორია ტუროპერატორების ყოველდღიური სამუშაო გარემო, რა პროფესიული უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლებია საჭირო წარმატებული საქმიანობისთვის.
დიდი მადლობა კომპანია “ვანდერლენდს” გამოცდილების გაზიარებისთვის.