eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა სამხედრო მოსამსახურეებთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრმა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საშემოდგომო მიღების ფარგლებში თბილისსა და ქუთაისში სამხედრო მოსამსახურეებთან და მათი ოჯახის წევრებთან შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

 

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ინეზა ვაწაძემ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერმა ზვიად ბეშკენაძემ (ქუთაისი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებს გააცნეს ის პროგრამები, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს. ასევე ისაუბრეს დამსაქმებლებთან,  საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

 

2026 წლის შემოდგომაზე თსუ მიღებას აცხადებს პროფესიულ საგნმანათლებლო პროგრამებზე:

 

► სკოლამდელი აღზრდა - თბილისი/ქუთაისი

► ადმინისტრაციული სერვისების მენეჯმენტი -

► თბილისი/ქუთაისი

► საბიბლიოთეკო საქმე - ქუთაისი

► ღონისძიების ორგანიზება - თბილისი/ქუთაისი

► Front-end დეველოპმენტი - თბილისი/ქუთაისი

► საფინანსო სერვისები - თბილისი/ქუთაისი

► საწყობის ოპერირება - ქუთაისი

► ტვირთების ექსპედირება - ქუთაისი

► ბუღალტრული აღრიცხვა - ქუთაისი

 

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს.

თარიღი: 28/09/2026