საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სასწავლო ტური დასავლეთ საქართველოში

30 და 31 ოქტომბერს  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,კულტურული მემკვიდრეობის გიდი“ სტუდენტებისთვის, მოდულის ,,დასავლეთ  საქართველოში ტურის განხორციელება“ ფარგლებში ჩატარდა პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო ექსკურსია. ექსკურსია მიზნად ისახავდა დასავლეთ   საქართველოს კულტურული  მემკვიდრეობის შესახებ  დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე საექსკურსიო პროგრამის მომზადებას და  დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ქუთაისსა და რაჭა-ლეჩხუმში ტურის წარმართვას.

სტუდენტებმა მოიარეს ტურით გათვალისწინებული ყველა დანიშნულების ადგილი. მათ წინასწარ ჰქონდათ მომზადებული ინფორმაცია ქუთაისის, გელათის, ნიკორწმინდის, ბარაკონის, საირმის სვეტების და სხვა მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული ძეგლების და მათთან  დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების შესახებ.  პროფესიულმა სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებას და მაღალ დონეზე წარმართეს დაგეგმილი ტური.

თარიღი: 04/11/2021