საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2020 წელს თსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!

თსუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლება 19 ოქტომბრიდან ჰიბრიდული ფორმატით დაიწყება.

სალექციო მეცადინეობები ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში. პრაქტიკული სწავლებისთვის კი შესაძლებელია სასწავლო პროცესის აუდიტორიებში წარმართვა ყველა რეგულაციის გათვალისწინებით.

რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებთ ელექტრონული ფოსტის მისამართსა და პაროლს, რომელიც სპეციალურად თქვენთვის შეიქმნა. აღნიშნული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეგეძლებათ როგორც პროგრამის განმახორციელებელ პერსონალთან, ისე ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია.

მოცემული ფოსტის მოხმარებისთვის უნდა შებრძანდეთ www.gmail.com მისამართზე და უნდა ჩაწეროთ ჩვენს მიერ გამოგზავნილი ელ.ფოსტის მისამართი და პაროლი. სმს-ს დღის განმავლობაში ეტაპობრივად მიიღებთ.

აღნიშნული პაროლი არის ერთჯერადი და შესვლისას სისტემა მოგთხოვთ მის შეცვლას. ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი პაროლი.

ასევე, ამავე პოსტის ბოლოს შეგიძლიათ იხილოთ Facebook ჯგუფების ლინკები, რომლებიც შექმნილია თქვენი პროგრამებისთვის ინდივიდუალურად.

ჯგუფებში შეგიძლიათ გაეცნოთ სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სიახლეებს, ცხრილებსა თუ სხვა სახის სასწავლო მასალებს.

ჯგუფებში დამატება მოხდება ჩარიცხულთა სიის მიხედვით. სხვა ადამიანის სახელით და გვარით შესაბამისი იდენტიფიკაციის გარეშე ჯგუფში გაწევრიანებას ვერ შეძლებთ.

საბაჟო საქმე - თბილისი https://bit.ly/37azFcM

საბიბლიოთეკო საქმე - თბილისი https://bit.ly/31c4Hx8

ბუღალტრული აღრიცხვა - თბილისი https://bit.ly/2H3B9eh

ღონისძიების ორგანიზება - თბილისი https://bit.ly/3k5iGMu

საფინანსო სერვისები - თბილისი https://bit.ly/2H5kero

საოფისე საქმე - თბილისი https://bit.ly/34YBYwS

საბაჟო საქმე - ქუთაისი https://bit.ly/3521wct

საბიბლიოთეკო საქმე - ქუთაისი https://bit.ly/2H7dVnr

ბუღალტრული აღრიცხვა - ქუთაისი https://bit.ly/2GWmFNr

ღონისძიების ორგანიზება - ქუთაისი https://bit.ly/3dynZC0

საფინანსო სერვისები - ქუთაისი https://bit.ly/2H9G5hu

საოფისე საქმე - ქუთაისი https://bit.ly/3lT2Bu4

სკოლამდელი აღზრდა - ქუთაისი https://bit.ly/379ZpG6

სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა - ქუთაისი https://bit.ly/2IAFK8e

თარიღი: 20/10/2020