საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიული სტუდენტი პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2024 წლის ფინალშია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტი ელენე ნინო მაისურაძე პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალისტია.

 

წლევანდელი ფინალისტები დამოუკიდებელმა ჟიურიმპროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ნახევარფინალში გამოავლინა.

 

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსზე წელს სხვადასხვა კატეგორიაში 80-მდე განაცხადია წარდგენილი. თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა კანდიდატები 3 ნომინაციაზე წარადგინა, მათ შორის ელენე ნინო მაისურაძე წლის პროფესიული განათლების სტუდენტის ნომინაციაზე.

 

დარგის ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ  განაცხადები შეაფასა  და  ნახევარფინალისტები შეარჩია, ხოლო 27-28 ნოემბერს შეხვედრა და გასაუბრება გამართა ფინალისტების გამოსავლენად. 

 

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია.

 

 ჯილდოს ორგანიზატორია ათასწლეულის ფონდი, გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.

 

 ჯილდოს მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტი, პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოში ისრაელის საელჩო და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია. 

თარიღი: 12/01/2025